თქვენ იცით, რომ დღეში ერთი ცალი ვაშლი და ექიმი არ დაგჭირდებათ? როგორც აღმოჩნდა, ვაშლი მხოლოდ ერთადერთი ნაყოფი არაა, რომელიც ამ გამონათქვამს შეეფერება, რადგან მანდარინი ასევე ძალიან სასარგებლოა.
ეს დაბალ კალორიული ხილი დიდი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს. აი, 6 მიზეზი თუ რატომ უნდა მიირთვათ მანდარინი ყოველდღე.
1.ინსულტი
ამერიკის გულის ასოციაცია გირჩევთ, მიირთვათ დიდი რაოდენობით ციტრუსი, როგორიც არის მანდარინი. ასე იშემიური ინსულტის მიღების რისკს 19%-მდე შეამცირებთ!
2.არტერიული წნევა
ნატრიუმის დაბალი შემცველობის დიეტა და ციტრუსი სისხლის არტერიულ წნევას მნიშვნელოვნად ამცირებენ. მანდარინში იმდენი კალიუმი არის, რამდენიც ნორმალური არტერიული წნევის შესანარჩუნებლად არის საჭირო. კალიუმის დიდი რაოდენობით მიღება ასევე სიკვდილიანობის შანს 20 %-ით ამცირებს.
3.სიმსივნე
მანდარინი და ციტრუსის წვენი ბავშვის ლეიკემიის განვითარების რიკს ამცირებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ორი პროდუქტი სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში მიიღება. როგორც ყველა ციტრუსში, მანდარინში ბევრი C ვიტამინი არის, რომლებიც არიან ანტიოქსიდანტები და სიმსივნის გამომწვევ თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან. მანდარინი ასევე შეიცავს ბოჭკოვანს, რომელიც რეგულარული მოხმარების შემთხვევაში კოლორექტალური კიბოს რისკს ამცირებს.
4.გული
ჯანმრთელი გული აქტიური ცხოვრების გარანტიას წარმოადგენს. მანდარინები მდიდარია C ვიტამინით, უჯრედისი და კალიუმი, რომლებიც გულის კუნთს აძლიერებენ.
5.დიაბეტი
მანდარინი დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რის წყალობითაც დიაბეტით, განსაკუთრებით 1-ელი ტიპის დიაბეტით, დაავადებულ ადამიანებს ეხმარებიან. ბოჭკოვანი, განსაკუთრებით რეგულარული მოხმარების შემთხვევაში, სისხლში გლუკოზის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ. ფორთოხალი ასევე სასარგებლოა მათთვის, ვისაც სისხლში ინსულინის და შაქრის დარეგულირება სჭირდება.
6.კანი
C ვიტამინი და ანტიოქსიდანტი მზის მავნე სხივებისგან და დაბინძურებისგან შესანიშნავად დაგიცავთ, სახეზე ნაოჭების გაჩენას შეამცირებს და თქვენი კანის მდგომარეობას გააუმჯობესებს. ეს ვიტამინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კოლაგენის გამოსამუშავებლად, რომელიც კანის ნაადრევი დაბერებისგან გვიცავს.
170 ფიტოქიმიური ნივთიერება და 60 სახეობის მანდარინს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ხილად აქცევს!
თქვენ რამდენად ხშირად მიირთმევთ მანდარინს?