აი, რა ხდება თქვენი შვილის ტვინში, როცა მას უყვირიხართ

12099
აი, რა ხდება თქვენი შვილის ტვინში, როცა მას უყვირიხართ
აი, რა ხდება თქვენი შვილის ტვინში, როცა მას უყვირიხართ

ბავშვის აღზრდა მომხიბლავი, მაგრამ სტრესთან დაკავშირებული პროცესია. მშობლებს ბევრი მოთმინება, თავშეკავება და ცოდნა სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში აღზრდის პროცესი მარცხით დასრულდება.

თუ ბავშვისთვის ხმის მიწვდენას მხოლოდ ყვირილით ახერხებთ, რაღაც ისე არ მიდის. ამერიკელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ მუდმივი ყვირილი და კამათი ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ამის გამო ბავშვები აგრესიულები, ზედმეტად შეზღუდულები ხდებიან და თავდაჯერებულობა აკლდებათ.

 

აი, რა გავლენას ახდენს მუდმივი ყვირილი ბავშვზე:

1.ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ყვირილს, რომ ახლობლები საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინათ.

როცა თქვენ ბავშვს უყვირით (მიუხედავად იმისა, რამდენი წლისაა ბავშვი), მის ორგანიზმში სტრესის ჰორმონის გამომუშავება ხდება, რომელიც იძლევა სიგნალს „დაარტყი ან გაიქეცი“. პატარის სხეული იძაბება, მისი აზრები იბლოკება.

2.დიდი ტვინის კოჟრისებრი სხეულის ღარი მნიშვნელოვნად მცირდება ზომაში (ეს ნერვული უჯრედების „კაბელი“, რომელიც თავის ტვინის ორ ნახევარსფეროს აერთიანებს). შედეგად ტვინის სხვადასხვა ნაწილის აქტიურობა მცირდება, მეხსიერება და კონცენტრაციის უნარი უარესდება, სისხლის მიმოქცევა მცირდება.

ყველაფერ ამას კი საბოლოდ ბავშვების ემოციური ბალანსის დარღვევისკენ მივყავართ.

3.მშობლების ყვირილი მოზარდებში ქცევით პრობლემებს და უფრო პატარებში დეპრესიას იწვევს. ასეთი თინეიჯერები სწავლაზე უარს ამბობენ, თანაკლასელებთან კონფლიქტში არიან, მშობლებს ატყუებენ და ა.შ.

ყვირილი ბავშვის თვითშეფასებაზე გავლენას ახდენს – მუდმივი შეურაცხყოფის გამო ის ჩაკეტილი ხდება და იწყებს ფიქრს, რომ მას არ აფასებენ და არ უყვართ.

ასეთი აფეთქებებით გამოწვეულ ზიანს აზრზე მოსვლის შემდეგ საჩუქრებით, ჩახუტებით და სიყვარულის სხვა ჟესტებით ვერ გამოასწორებთ.

 

რატომ უყვირიან ბავშვები მშობლებს? ორი მთავარი მიზეზი:

1.ხშირად საკუთარ ემოციებზე კონტროლს კარგავენ. სტრესს საკუთარი თავის მართვის უფლებას აძლევენ და შემდეგ მთელი ეს უარყოფითი ემოცია ახლობლებზე, ბავშვებზე, გადმოაქვთ.

2.მეორე მიზეზია, მშობლების ქცევის გამეორება, რომლებიც ასევე უყვიროდნენ ბავშვებს. თუ ოჯახში კონფლიქტის ყვირილის დახმარებით მოგვარება მიღებული არის, ბავშვები ამას იმახსოვრებენ და მშობლების შეცდომებს იმეორებენ.

 

როგორ შევწყვიტოთ ბავშვებზე ყვირილი:

1.იფიქრეთ იმაზე, თუ რა გაიძულებთ უყვიროთ ბავშვს. ის სკოლისთვის ნელა ემზადება თუ ძალიან ხმაურობს? შესაძლოა პრობლემა მასში არაა, არამედ თქვენს ცუდ განწყობაში, გაღიზიანებასა და კონცენტრაციის უუნარობაში.

2.ეცადეთ ქარიშხალი თავიდან აიცილოთ. ყვირილი არ იჩქაროთ, რამდენჯერმე ნელა და ღრმად ჩაისუნთქეთ, ან უბრალოდ ოთახიდან გამოდით.

3.არ შეიქმნათ მაღალი მოლოდინი. თქვენ ელოდით, რომ ბავშვი სკოლისთვის ჩანთას თავად ჩაალაგებდა, მაგრამ ასე არ მოხდა? სისულელეა, ამაში ვინმე დაადანაშაულოთ  – ის უბრალოდ მოუმწიფარი ბავშვია. ფიქრობთ, რომ მას სიამოვნებას თქვენი გაღიზიანების ყურება? რა თქმა უნდა, არა.

გახსოვდეთ: თქვენი შვილისთვის თქვენ იდეალის სახე ხართ. სწორედ თქვენ ქცევას გაიმეორებს და გადასცემს საკუთარ ოჯახს. თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ ის თქვენსავით თავშეუკავებელი იყოს?

ეს სასარგებლო ინფორმაცია ბევრ მშობელს გამოადგება! თქვენ ბავშვებს უყვირიხართ? რა გავლენას ახდენს ეს თქვენს ბავშვთან ურთიერთობაზე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს