შეიძლება თუ არა ქოქოსის ზეთით ალცჰეიმერის პროგრესის შენელება? ექიმის ისტორია

13

ალცჰეიმერის დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნეიროდეგენერაციული დარღვევაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აზიანებს მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილი სამკურნალო მეთოდები ჯერ კიდევ არ არსებობს, სხვადასხვა კვლევა მიუთითებს, რომ კვების რაციონის შეცვლამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს დაავადების მიმდინარეობაზე.

ექიმი მერი ნიუპორტი ამტკიცებს, რომ ქოქოსის ზეთი, რომელიც კეტონური სხეულების გამომუშავებას უწყობს ხელს, ტვინისთვის ენერგიის ალტერნატიული წყაროა. მისი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საკუთარ მეუღლეზე განახორციელა, გვიჩვენებს, რომ ეს ბუნებრივი პროდუქტი შესაძლოა ნეირონების დაცვაში დაგვეხმაროს.

ექიმი მერი ნიუპორტი მიიჩნევს, რომ კეტონური სხეულები, რომლებიც ორგანიზმში ქოქოსის ზეთის გადამუშავებისას წარმოიქმნება, ტვინის ალტერნატიული ”საწვავია”. ექიმის მტკიცებით, ეს უნიკალური ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა ალცჰეიმერის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მერი ნიუპორტის მეუღლეს 50 წლის ასაკში პროგრესული დემენცია (გონებასისუსტე) აღენიშნებოდა, მოგვიანებით კი ეს დიაგნოზი მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ დაამტკიცა.

გონებრივი ჩამორჩენის პროცესის შესაჩერებლად ექიმმა სხვადასხვა მედიკამენტებს მიმართა. მისმა მეუღლემ ხამოკლე დროში საკმაოდ დიდი წონა დაკარგა, დაავიწყდა კერძების მომზადება, რაც მას უწინ არაჩვეულებრივად გამოსდიოდა, კალკულატორის გამოყენება და ა.შ.

იმედის ძებნა

ხანგრძლივი კვლევების შემდეგ მერი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საშუალო სიგრძის ჯაჭვის მქონე ტრიგლიცერიდებისა და კეტონური სხეულების დახმარებით სავსებით შესაძლებელი იყო ალცჰეიმერის დაავადების განვითარების ჩახშობა.

დღეს-დღეობით ტრიგლიცერიდებს ასევე განიხილავენ, როგორც პარკინსონის, ჰანტინგტონის დაავადების, გაფანტული სკლეროზის, ეპილეფსიის და დიაბეტის პოტენციურ სამკურნალო საშუალებას.

”კეტონური სხეულები გვეხმარება ტვინის მუშაობის აღდგენაში ჟანგბადის უკმარისობის შემდეგ, გულის მუშაობის აღდგენაში მწვავე შეტევის შემდეგ და სიმსივნური წამონაზარდის ზრდის ჩახშობაში” – ამბობს ექიმი ნიუპორტი.

ჩვენი ორგანიზმის უჯრედები აღიქვამს კეტონურ სხეულებს ალტერნატიული ”საწვავის” სახით, როდესაც გლუკოზა ხელმიუწვდომელია.

მერი ნიუპორტის თქმით, ალცჰეიმერის დაავადების დროს ტვინის გარკვეული სფეროების ნეირონები ვერ აღიქვამს გლუკოზას, რადგან ისინი მდგრადები არიან ინსულინის მიმართ, რის შედეგადაც ნელ-ნელა იღუპებიან. სავარაუდოდ, იმ შემთხვევაში, თუ ამ უჯრედებს ექნებათ წვდომა კეტონურ სხეულებთან, ისინი განაგრძობენ ნორმალურად ფუნქციონირებას.

კვლევის შედეგები

ექიმი საკუთარ ქმარს ყოველდღიურად ქოქოსის ზეთის გარკვეულ დოზას აძლევდა. მერის თქმით, უკვე 60 დღის შემდეგ მისი ქმარი გაცილებით მობილიზირებული და ბედნიერი იყო. მეტიც, მამაკაცმა გამართულად საუბარი და ხუმრობაც კი დაიწყო…

სტივი დღემდე იღებს დღეში ორჯერ ქოქოსის ზეთს, 2 სუფრის კოვზის ოდენობით, რათა კეტონური სხეულები დღის განმავლობაში მუდმივად ცირკულირებდეს მის ორგანიზმში.

1 წლიანი მკურნალობის შემდეგ ექიმმა განაცხადა, რომ მისი ქმარი სრულიად სხვა ადამიანად იქცა.

მან აქვე აღნიშნა, რომ მამაკაცს დღემდე უჭირს შესაბამისი სიტყვების მოძებნა შერჩევა, თუმცა ის უკვე ცნობს საკუთარ ნათესავებს, მეგობრებს, ახლობლებს, შეუძლია საუბრის გამართვა და გაცილებით უკეთ ემოციების გამოხატვა, ვიდრე დაავადების საწყის ეტაპზე.

”ამ წუთას ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რაც გვაქვს. ქოქოსის ზეთი ვერ განკურნავს დაავადებას, თუმცა მის თითოეულ წვეთს შეუძლია ამ საშინელი დაავადების განვითარების ჩახშობა” – ამბობს ბედნიერი ქალბატონი.

რჩევა რედაქციისგან:ბოლო ათწლეულში ჩატარებულმა მრავალმა კვლევამ დაადასტურა კეტონური სხეულების პოზიტიური გავლენა ტვინის ფუნქციონირებაზე. 2019 წელს ჟურნალ Frontiers in Aging Neuroscience-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კეტონური სხეულები აუმჯობესებენ ნეირონების ენერგეტიკულ ბალანსს და შესაძლოა, შეანელონ ალცჰეიმერის პროგრესი.

ასევე, 2021 წელს ჟურნალ Neurobiology of Aging-ში გამოქვეყნებული მიმოხილვა მიუთითებს, რომ საშუალო სიგრძის ჯაჭვის მქონე ტრიგლიცერიდების (რომლებიც ქოქოსის ზეთში გვხვდება) მიღება შესაძლოა დაეხმაროს კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებას ალცჰეიმერის საწყის სტადიებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ქოქოსის ზეთი სრულად ვერ კურნავს ამ დაავადებას, ის შესაძლოა სასარგებლო იყოს როგორც საკვები დანამატი. თუ გიცდიათ მსგავსი მეთოდები ან გაქვთ ალტერნატიული რჩევები ტვინის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება!