
თუ თქვენ იმდენად ზარმაცი ხართ, რომ ყოველ დილით ლოგინის გასწორება გეზარებათ, ეს მხოლოდ პლიუსია – ამბობენ მეცნიერები. თქვენი ლოგინი გაცილებით უფრო სუფთაა და თქვენ გაცილებით უფრო ჯანმრთელი ხართ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საძინებელი ოთახი ”ბინძურია”, თუ ლოგინი აულაგებელია…
რატომ? საქმე მტვრის ტკიპებშია, უფრო კონკრეტულად კი იმაში, რომ ლოგინის არ გასწორების დროს მათი რაოდენობა თქვენს საძინებელში საგრძნობლად მცირდება!

თითოეული ადამიანის ლოგინში საშუალოდ 1,5 მილიონი მიკროსკობული ტკიპა ბინადრობს, რომელიც კანის დაღუპული უჯრედებით იკვებება.
ეს ტკიპები იმდენად მცირე ზომისანი არიან, რომ შეუიარაღებელი თვალით მათი დანახვა შეუძლებელია. სწორედ თქვენს ლოგინში ამ მიკროსკოპული ორგანიზმების დამსახურებაა ”ალერგია მტვერზე”. მათ ისეთი საშინელი დაავადების გამოწვევაც შეუძლიათ, როგორცი ასთმაა.

ლოგინში აქეთ იქით ტრიალის დროს ჩვენი კანი შეუმჩნევლად იქერცლება და იშლება. ეს ფაქტი ნამდვილი დღესასწაულია მიკროსკოპული ტკიპებისთვის.
ყოველ დილით ლოგინის არ გასწორებით თქვენ პრაქტიკულად ანადგურებთ ამ ტკიპების საკმაოდ დიდ ნაწილს: ეს მიკროსკოპული ორგანიზმები ვერ იტანენ სუფთა ჰაერსა და მზის სინათლეს.
”ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ ტკიპებს მხოლოდ ტენიან გარემოში შეუძლიათ გადარჩენა (თქვენ ოფლიანობთ, როდესაც გძინავთ), ხოლო სუფთა ჰაერი ზედმეტად ტოქსიკურია მათთვის” – ამბობს სტივენ პრეტლავი კინგსტონის უნივერსიტეტიდან.
სპეციალისტების რეკომენდაციით, უკეთესი იქნება ლოგინის არა დილით, არამედ საღამოს გასწორება, როდესაც სამსახურიდან სახლში დაბრუნდებით. ამ მომენტისთვის საშინელი პარაზიტების საკმაოდ დიდი ნაწილი დაღუპული იქნება.
მოკლედ, ზარმაც ადამიანებს შეუძლიათ იამაყონ საკუთარი თავით და გაუზიარონ ეს სტატია მეგობრებს.
რედაქციისგან:კინგსტონის უნივერსიტეტის მკვლევრის, სტივენ პრეტლავის, კვლევის მიხედვით, მტვრის ტკიპები ტენიან გარემოში მრავლდებიან და უჭირთ გადარჩენა კარგად განიავებულ სივრცეში. Journal of Allergy and Clinical Immunology-ში გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ მტვრის ტკიპები ერთ-ერთი მთავარი ალერგენია, რომელიც ასთმასა და რესპირატორულ დაავადებებს იწვევს.
მეცნიერთა რეკომენდაციით, ლოგინის დილით ღიად დატოვება და რეგულარული განიავება ამცირებს ტკიპების რაოდენობას. American College of Allergy, Asthma, and Immunology-ის მონაცემებით, საძინებლის ჰიგიენის დაცვა და ბალიშების პერიოდული გაწმენდა მნიშვნელოვნად ამცირებს ალერგიული სიმპტომების რისკს. ამიტომ, საღამოს ლოგინის გასწორება უკეთესი ალტერნატივაა, რომელიც ხელს უწყობს სუფთა გარემოს შენარჩუნებას.
