ამ სიროფის 2 სუფრის კოვზი დღეში და ყველაფერი ზედმეტი სამუდამოდ გაქრება!

382

ხანგრძლივი და უშედეგო მცდელობები წელის გარშემოწერილობის შესამცირებლად და ზედმეტი ცხიმების მოსაშორებლად, ძალზედ დამღლელი და მოსაბეზრებელია. დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ რეცეპტრს, რომელიც დაგეხმარებათ ხანმოკლე დროში გახდომაში და წელის გარშემოწერილობის შემცირებაში. მიირთვით ყოველდღიურად ეს მადის დასაქვეითებელი სიროფი და სასიამოვნო შედეგს ძალიან მალე იხილავთ!

მარტივი გზა გახდომისთვის

ინგრედიენტები:

  • 125 გ პირშუშხას ფესვები;
  • 3 ლიმონი;
  • 3 ს/კ თაფლი;
  • 2 ს/კ დარიჩნი;
  • მცირე ზომის კოჭას ფესვი;

მომზადების წესი:

  1. მოათავსეთ ბლენდერში კოჭასა და პირშუშხას ფესვები და გულდასმით აურიეთ.
  2. მიღებულ ნარევს დაუმატეთ მოცემული რაოდენობით ლიმონი, დარიჩინი და თაფლი.
  3. მოათავსეთ სიროფი ჰერმეტულად დახურულ მინის ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.

მიღები წესი:

  • მიირთვით ეს სიროფი 3 კვირის განმავლობაში, დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, , 2 ს/კ ოდენობით.

მიღებული შედეგით გაოცდებით! თქვენ საგრძნობლად დაგიქვეითდებათ მადა, გაგიქრებათ მოთხოვნილება ტკვილეულზე და გაგიჩნდებათ მეტი მოძრაობის სურვილი. პირშუშხას, კოჭასა და თაფლის კომბინაცია სტიმულირებს მთელ ჩვენს ორგანიზმს.

რედაქციისგან:პირშუშხას, კოჭასა და დარიჩინის კომბინაცია ნამდვილად შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს, რომლებიც მეტაბოლიზმის სტიმულირებასა და მადის კონტროლში შეიძლება დაგვეხმაროს. მაგალითად, კოჭა (Zingiber officinale) ხელს უწყობს თერმოგენეზს და საჭმლის მონელების პროცესის გაუმჯობესებას (Westerterp-Plantenga et al., 2005). პირშუშხა (Armoracia rusticana) კი მდიდარია გლუკოზინოლატებით, რომლებიც აუმჯობესებენ ცხიმოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს (Traka & Mithen, 2009). დარიჩინი ასევე ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას, რაც მადასა და ტკვილეულის სურვილსაც ამცირებს (Anderson et al., 2004).

მიუხედავად ამისა, საჭიროა სიფრთხილე – ამ ინგრედიენტებს შეუძლიათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე გამაღიზიანებელი ზემოქმედება მოახდინონ, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გასტრიტი ან კუჭის წყლული აწუხებს. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სიროფი არ ჩავთვალოთ წონის კონტროლის ერთადერთ მეთოდად – ჯანმრთელი დიეტა და ფიზიკური აქტივობა გადამწყვეტი ფაქტორებია წონის მართვისთვის.