15 ნივთი, რომლებიც კარგი დიასახლისის სახლში არ უნდა იყოს

2352
15 ნივთი, რომლებიც კარგი დიასახლისის სახლში არ უნდა იყოს
15 ნივთი, რომლებიც კარგი დიასახლისის სახლში არ უნდა იყოს

ქალის სახლი მის გაგრძელებას და მისი ხასიათის ანარეკლს წარმოადგენს. თუმცა ნივთებს, რომლებითაც სახლს ვავსებთ, არა მხოლოდ სარგებელი მოაქვს. ისინი თავისუფალ სივრცეს ზღუდავენ და ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნიან.

დღეს შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რომელი ჩვეული ნივთებისგან უნდა ველოდოთ მუხთლობას, თუმცა ერთი შეხედვით ყველაფერი წესრიგში იყოს.

ერთჯერადი და პლასტმასის მაგიდის ჭურჭელი

ისინი მსუბუქი და სხვადასხვა ფერის არის, ასევე ერთჯერად თეფშს ჭამის შემდეგ გარეცხვა არ სჭირდება. თუმცა დიზაინერები ზრდასრულ ქალებს ასეთი ჭურჭლის მოშორებას ურჩევენ. მას მხოლოდ იყენებენ პიკნიკისთვის, როცა ოჯახში პატარა ბავშვები ჰყავთ, მაგრამ არა ყოველდღიურად. მით უმეტეს ახლა, როცა თქვენ შეგიძლიათ ბევრი დაბალი ღირებულების და ელეგანტური ჭურჭელი შეიძინოთ.

ლაქები „სიურპრიზებით“

ბევრი ლაქი შეიცავს ტოლუენს, ფორმალდეგიდს, ფიბუტილფტალატს და მათ წარმოებულ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებსაც ორგანიზმზე სერიოზული ზიანის მოყენება შეუძლიათ. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ მანიკურის სპეციალისტები არიან. ისინი მავნე ნივთიერებებს ყოველდღიურად ისუნთქავენ.

გამოყენებამდე ლაქის შემადგენლობა ყოველთვის წაიკითხეთ და ერთ კვირაზე დიდხანს არ გაიჩეროთ. სილამაზის სალონში მომუშავე ადამიანებმა ოთახი ხშირად უნდა გაანიავონ და ხელთათმანებში უნდა იმუშაონ.

გადატვირთული დამაგრძელებელი

ჩვენ დამაგრძელებლებს ხშირად ვიყენებთ, განსაკუთრებით ძველ სახლებში ან აგარაკებზე. ამასთან უსაფრთხოების და კომფორტული საცხოვრებლის მარტივი წესები ხშირად გვავიწყდება. გადატვირთულ გამაძლიერებელს ცეცხლის გაჩენა შეუძლია. ასევე რაიმეს დაზიანების, დამწვრობის რისკს ზრდის.

ვინილის შპალერი

ვინილის შპალერის მთავარი კომპონენტი არის პოლივინილქლორიდი. უხარისხო კედლის შპალერი მისგან ვინილქლორიდს გამოყოფს. მავნე ნივთიერება დაბალი კონცენტრაციის წყალობით ორგანიზმის მთელ სისტემაზე გავლენას ახდენს და მის მუშაობას არღვევს.

შპალერის არჩევას ყურადღებით უნდა მიუდგეთ, თუ მაინც „პლასტმასის“ არჩევა გსურთ, უმჯობესია თუ ვანილის ვარიანტს არ აირჩევთ. ასევე საღებავებზე შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატაროთ.

„დროებითი ავეჯი“

ჩვენ ვცდილობთ სახლი მაქსიმალურად კომფორტული გავხადოთ. მაგრამ ინტერიერს ისე არაფერი აუშნოებს, როგორც „დროებითი ავეჯი“, რომელთაც სივრცის შესავსებად ვყიდულობთ. და იმედი გვაქვს, რომ მალე ოცნების ავეჯით ჩავანაცვლებთ. რაც უფრო ზრდასრული ვხვდებით, მით უფრო დაფიქრებულად უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ავეჯში. უპირატესობა უფრო კლასიკურ ვარიანტზე უნდა გააკეთოთ, რომელიც თავის ღირებულებას წლების განმავლობაში არ კარგავს.

ვადაგასული კოსმეტიკა და ძველი სინჯები

კოსმეტიკური საშუალებები ან სინჯები „შემდეგისთვის“ სჯობს ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ. ის უბრალოდ მთელი ძალით არ იმოქმედებს. მაგ. SPF შემცველი კრემი რუჯისგან ვერ დაგიცავთ, ტონალური საცხი არათანაბრად გადანაწილდება. BB კრემი თითქმის გამჭირვალე გახდება და ა.შ. ზოგჯერ კი ვადაგასული კოსმეტიკა გაღიზიანებას და აკნეს განვითარებას იწვევს.

გირჩევთ ტუში თვეში ერთხელ გამოცვალოთ, თვალის ჩრდილები 6-12 თვეში ერთხელ გამოცვალოთ, პრაიმერი და პუდრა წელიწადში ერთხელ, ხოლო პომადა 1,5 წელში ერთხელ.

ჰაერის გამწმენდი

ჰაერის გამწმენდი დალაგების დროს სახლის ხშირი სტუმარია. თუმცა ბევრი ასეთი საშუალების შემადგენლობაში არის მავნე ნივთიერებები, რომლებიც აღწერაში მითითებული არ არის.

ალტერნატივის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ძლიერი გამწოვი, ნატურალური ეთეროვანი ზეთი და სურნელოვანი ქვები. უკანასკნელი ვარიანტი ძალიან ეფექტურია და სივრცეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს.

დივანი-საკითხავი ლოგინის ნაცვლად

რაც უფრო ასაკოვანი ვხვდებით, მით უფრო კომფორტული უნდა იყოს ჩვენი საწოლი. როცა მისი მუდმივად დალაგება საჭირო არაა, ხარისხიანი თეთრეული აქვს გადაფარებული, ზემოდან კი ბევრი რბილი ბალიშია დალაგებული. ასე ძილიც ხარისხიანი და ნამდვილი რელაქსაციის წყარო იქნება.

ფარდა სააბაზანოში, რომელიც არასდროს გარეცხილა

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ საპნიანი ხსნარი შხაპის დროს ფარდაზე ხვდება, რაც სინამდვილეში ბაქტერიების დაგროვებას წარმოადგენს. მათ სხვადასხვა ოპორტუნისტული ინფექციების გამოწვევა შეუძლიათ. სააბაზანოში ჰიგიენის და სილამაზის შესანარჩუნებლად, თქვენ საშხაპე ფარდა სოდით ან ძმრით უნდა გარეცხოთ.

ძველი სავიზიტო ბარათები და ჟურნალები

თუ თქვენ ჯერ კიდევ შემოგრჩათ ძველი სავიზიტო ბარათები, როგორც ეს 2000 წლების დასაწყისში მოდაში იყო, დროა ისინი გადაყაროთ. ახლა ეს ყველაფერი ძველმოდურად გამოიყურება, და არავის აინტერესებს იმ კომპანიის სავიზიტო ბარათი, სადაც 5 წლის წინ მუშაობდით. ადამიანების კონტაქტები კი შეგიძლიათ ინტერნეტში ადვილად იპოვოთ.

ძველი ჟურნალ-გაზეთებიდან მოდის ამოჭრა შეიძლება დიზაინერების და სხვა შემოქმედებითი ადამიანებისთვის შთაგონების წყარო გახდეს. თუმცა ძველი ჟურნალი, რომლებიც უკვე წლებია თაროზე ინახება, იკავებს ადგილს და ქმნის ქაოსს, რომელსაც უნდა უთხრათ „ნახვამდის“.

სააბაზანოს პირსახოცი

თბილ და ტენიან სააბაზანო ოთახში დაკიდული პირსახოცი ბაქტერიების გასავითარებლად კომფორტულ სივრცეს ქმნის. და მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიების უმრავლესობასთან უკვე შეგუებული ვართ, უმჯობესია თუ თავს დავიზღვევთ. ამასთან ბევრი ადამიანი ხელს კარგად არ იბანს, შემდეგ პირსახოცით იმშრალებს და მიკროორგანიზმების გავრცელებას ხელს უწყობს.

ყველაზე ეფექტური მეთოდი ბაქტერიებთან ბრძოლის დროს – სააბაზანოს და სამზარეულოს პირსახოცები კვირაში მინიმუმ ერთხელ მაინც გარეცხეთ. ასევე რეკომენდებულია გამოყენების შემდეგ მისი გაშრობა. სააბაზანოში ამისა გაკეთება კი რთული არის.

ძველი ხალიჩები

ხალიჩები მტვრის შემგროვებლები არიან, რომლებიც კვირაში ორჯერ კარგად უნდა გაასუფთავოთ და პერიოდულად პროფესიულად უნდა გაწმინდოთ. სწორედ ამიტომ, ბევრმა ჩვენგანმა მათზე უარის თქმა გადაწყვიტეს, დაახვიეს და აივანზე, სხვენში ან აგარაკზე შეინახეს. დროა ისინი მოიშოროთ ან მათ ახალი პატრონი უნახეთ. დახვეული ხალიჩაც კი მტვერს იგროვებს და ადგილს იკავებს.

ხელოვნური მცენარეები

მწვანე მცენარეებს ნებისმიერი ინტერიერის გაცოცხლება შეუძლიათ. მაგრამ თუ მცენარეების მოვლისგან შორს ვართ, ხელოვნური მცენარეების ყიდვა არ ღირს. პლასტმასის მცენარეების ნაცვლად უმჯობესია თუ უპრეტენზიო მცენარეებს გამოიყენებთ: კაქტუსი.

სახლში მომზადებული ჯემი, რომელიც უკვე 2 წელია შენახული გაქვთ.

საშუალოდ ჯემი დაახლოებით 2 წელი ინახება. თუ მასში კრისტალები არის, ეს ძლიერი მჟავიანობით არის გამოწვეული, რომელიც თანდათან დესერტში შეღწევას იწვევს, დაახლოებით 6-12 თვეში. ამიტომ მაცივარი არ გამოავსოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა უფრო სასარგებლო და ახალი დელიკატესებისთვის ადგილი არ დაგრჩებათ.

„ქალური ბედნიერება“,  თუ მას ბავშვები და შინაური ცხოველები ადვილად წვდება.

სპატიფილუმი პოპულარული ყვავილი, რომელიც სახლში იზრდება. ინგლისურენოვან ქვეყნებში მას „მშვიდობის შროშანს“, ხოლო სხვაგან „ქალურ ბედნიერებას“ უწოდებენ. ეს ლამაზი მცენარე შეიძლება ბავშვებისა და შინაური ცხოველებისთვის საშიში იყოს.

„ქალური ბედნიერება“ ზოგადად შხამიანი არ არის, მაგრამ მცენარის ნებისმიერი ნაწილის დაღეჭვის ან პირში მოხვედრის შემთხვევაში პირის წვას და გულისრევას გამოიწვევს. ცხოველებს შორის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ძაღლები და კატები არიან.

თქვენთვის რომელი რჩევა გახდა ყველაზე მოულოდნელი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს