
თუკი რაკოვინაში წყალი ისე სწრაფად არ გაედინება, როგორც უნდა გაედინებოდეს, შესაძლებელია სანიაღვრე არხი გაიჭედა. თქვენ რათქმუნდა შეგიძლიათ შეიძინოთ გამწმენდი საშუალებები მაგრამ ჩვენ გთავაზობთ მარტივ და უსაფრთხო მეთოდს სანიაღვრე არხის 5 წუთში გასაწმენდად.
ნივთიერებები და ინგრედიენტები
- ქაღალდის ხელსახოცი
- ¼ ჭიქა სოდა
- ¼ ჭიქა მარილი
- ¼ ჭიქა ღვინის ქვა (კალიუმის ბიტარტრატი)
- 2 ჭიქა ადუღებული წყალი
ინსტრუქცია:
- ვერ გავექცევით ამ საქმეს, მოგვიწევს მოვხსნათ მუხლი და გავწმინდოთ ყველაფერი, მოვაშოროთ საჭმლისა ნარჩენები და თმა.
- შევურიოთ სოდა, მარილი, ღვინის ქვა მცირე ზომის კონტეინერში. მარილი და სოდა მილის გაწმენდაში დაგეხმარებათ, ხოლო ღვინის ქვა გაწმენდას დაასრულებს. მიღებული ნაზავის ნახევარს ვყრით გაჭედილ მილში.
- შემდეგ კი მასში ადუღებულ წყალს ვასხავთ და ველოდებით დაახლოებით ერთი საათი.შემდეგ კი ჩავრეცხავთ ცივი წყლით.
- თუკი შემთხვევით დაბინძურება დარცა, მაშინ ერთი ჭიქა სოდა უნდა ჩაყაროთ მილში და დაასხათ ერთი ჭიქა ძმარი, დატოვოთ მთელი ღამით და დილით ჩავრეცხოთ ცივი წყლით.