ასეთი სახის მალამო – შესანიშნავი ალტერნატივაა ძვირადღირებული კოსმეტიკის და მაღაზიებისთვის. ამ საშუალების კომპონენტებმა დიდი ხანია რაც წარმოაჩინეს თავიანთი ეფექტურობა ყველაზე ღრმა ნაოჟებთან ბრძოლაშიც კი. ამ მალამოს დამზადება მარტივია, ხოლო შედეგი კი ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ ადამიანსაც გააკვირვებს!
ჯადოსნური მალამო ნაოჭებისთვის
ინგრედიენტები
- 1/2 ახალი კვერცხის გული
- 2 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის)
- 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი
- 2 ჩაის კოვზი გვირილის ნახარში
- 1/2 ჩაის კოვზი თაფლი
- 2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური ვაზელინი
დამზადება
- პირველ რიგში დაამზადეთ გვირილის ნაყენი. ამისათვის 1 სუფრის კოვზ გამხმარ ბალახს დაასხით 200მილილიტრი წყალი და ადუღეთ 2-3 წუთი. შეფუთეთ პირსახოცით და დაელოდეთ 15 წუთი.
- შეურიეთ თაფლი ზეთს, კვერცხის გულს და გვირილის ნაყენს
- აზილეთ ვაზელინი მარილში
- შეუერიეთ ორივე ნაზავი ერთმანეთს და ხარისხიანად ათქვიფეთ. პროდუქტმა უნდა მიიღოთ სქელი და ცხიმოვანი სახე. ეს მალამო შეინახეთ მაცივარში.
დამზადებული მალამო სახეზე და კისრის არეში რბილი მასაჟებით უნდა დაიტანოთ, ნუ შეაზელთ. 30 წუთის შემდეგ ნარჩენები მოიშორეთ მინერალურ წყალში დასველებული რბილი ხელსახოცით. მანამ სანამ დაიწყებდეთ გამოყენებას გადაამოწმეთ, ხომ არ გაქვთ ალერგია ამ ინგრედიენტებზე: გვირილა, თაფლი, მარილი, რადგან ეს მალამო შესაძლოა მგრძნობიარე კანის მფლობელებს არ გამოადგეთ.
გამოიყენეთ ეს ჯადოსნური მალამო 2 კვირა და გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენს იერში ცვლილებებს დაინახავთ. შეინარჩუნეთ ახალგაზრდული სილამაზე!
გაუზიარეთ ეს ძალიან სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს და ნუ დაივიწყებთ გამოგვეხმაუროთ კომენტარებში, თქვენი აზრი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.