“ქრისტე ჯემალა” – მკვდარი ეგონათ და მესამე დღეს გაიღვიძა.
“ზიდანა ნათელა” – თმა გასცვივდა ნახევრად.
“გამაიღე ანზორა” – ცხრა შვილი ჰყავს.
“ცვრიანი კაკო” – ბენზინი გადაესხა და ნახევარი ტანი დაეწვა.
“აგენტი მიშა” – არ ესმის და სულ ყურის აპარატი უკეთია.
“მიქელა დალი” – სამი ქმარი ჰყავდა და სამივე მოუკვდა.
“ძროხა გია” – ხორცს არ ჭამს.
“ჩაწეული ვანო” – ძალიან დაბალ ხმაზე ლაპარაკობს.
“თოფილულა გურამა” – დიდი ცხვირის ნესტოები აქვს.
“ქართველი რეზო” – ცოლი რუსი ჰყავს და დედა სომეხი.
და ჩემი ფავორიტი “უკრაინა ზვიადა” – ყვითელი თმა აქვს და ლურჯი სახე ლოთობისგან.
ეს კი სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელთა მეტსახელები და მათი წარმოშობის ისტორიაა.
“ცოტა გივია” – მარცხენა ხელი და ფეხი არ აქვს.
„მლაშე ვანო” – ხუთჯერ იღრჩობოდა ზღვაში და გადარჩა.
„გოჩა თამაზა“ – შემთხვევით თოფი გაუვარდა და თავისი შვილი მოკლა (ხევისბერი გოჩას ვარიანტში).
„ტყუილად დალი“ – სამჯერ გათხოვდა და შვილი არ ეყოლა.
„ორხელა გოგია“ – იმ სოფელში კიდევ ერთი გოგიაა ცალი ხელი აქვს და იმას ვერ გაუბედეს ცალხელას დარქმევა.
„ჩაპლინა „– ყრუ მუნჯია დაბადებიდან.
„ჩარიდუ“ – მარცხენა ხელზე ოთხი თითი აქვს, მარჯვენაზე ორი.
„ტურისტი მახოია“ – ზურგზე კუზი აქვს და თითქოს ზურგჩანთა აქვს მოკიდებული.
„უკარება თენგო“ – ორჯერ დაეცა მეხი და გადარჩა.
„მთელი ლიზიკო“ – 80 წლისაა და გაუთხოვარი.
„არკა გია“ – წინა ორი კბილი არ აქვს.
“ლეგო” მალხაზა – ისეთ ავარიაში მოჰყვა ძლივს ააწყვეს
“გუგულა” ნოდარა – მეზობელ სახლში ყველა მოკვდა და იმ სახლში გადავიდა საცხოვრებლად.
“სკვაზნიაკა” ეთო – ქორწილის ღამეს გამოაგდეს ქალიშვილი არ იყო.
“ხაშლამა” ავთო – ადუღებულ წყალში ჩავარდა.
“კვადრატა” – მემონტაჟეა, ტელევიზორში მოწმესთვის სახეზე კვადრატის დაფარება დაავიწყდა და ის მოწმე მოკლეს მერე.
“მუმუ” ბესო – თავისი ძაღლი მოკლა.
“ორმოცა” მარინა – სახეზე ჭარბთმიანობა აქვს და ორმოცამდე არ იპარსავსო.
“მიზანა” ზაზა – ცალი თვალი არ აქვს და დახუჭული აქვს.
“ბალღიყლაპია” ციცო – კახელი მეძავი, კონკრეტული მიმართულებით.
“პაპლაუკა” ზაურა – გემიდან გადმოვარდა ცურვა არ იცის და გადარჩა.