მკურნალობის 11 შოკისმომგვრელი მეთოდი, რომელიც გამოიყენებოდა ფსიქიატრიაში

294

მკურნალობის 11 შოკისმომგვრელი მეთოდი, რომელიც გამოიყენებოდა ფსიქიატრიაში:

3. ორგაზმი


იცოდით, რომ ვიბრატორი ქალბატონებისთვის სიამოვნების მისანიჭებლად არ გამოუგონებიათ? ექიმები, რომლებმაც 200 წლის წინათ გმოიგონეს სექს-სათამაშოები, ეძებდნენ საშუალებას, რომელიც შეამსუბუქებდა იმ ფიზიკურ შრომას, რომელსაც ”ისტერიის” განკურნება მოითხოვდა. იმ შემთხვევაში, თუ ქალბატონი უჩივოდა უძილობას, ადვილად გაღიზიანებადობას, ნერვოზულობას, ან ტკივილის განცდას მუცლის ქვედა არეში, ექიმები მას ”ისტერიის” დიაგნოზს უსვამდნენ. ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ამ პრობლემის განსაკურნებლად ექიმებს პაციენტის სასქესო ორგანოზე დაჰქონდათ სპეციალური ზეთი და მას თითების მეშვეობით უკეთებდნენ მასაჟს ორგაზმის მიღწევამდე. მე-19 საუკუნის დასაწყისისათვის ეს მეთოდი ძალზედ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპელ და ამერიკელ ფსიქიატრებს შორის. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი ძალზედ დიდ ფიზიკურ დატვირთვას და გამძლეობას მოითხოვდა, მათ სცადეს სპეციალური მექანიზმის შექმნა, რომელიც დღეს ვიბრატორის სახელწოდებითაა ცნობილი.