მკურნალობის 11 შოკისმომგვრელი მეთოდი, რომელიც გამოიყენებოდა ფსიქიატრიაში

291

მკურნალობის 11 შოკისმომგვრელი მეთოდი, რომელიც გამოიყენებოდა ფსიქიატრიაში:

1. ლაბატომია


მეთოდი შეიმუშავა პორტუგალიელმა ექიმმა ეგაშ მონიშმა, რომელიც თვლიდა, რომ ფსიქიკური გაღიზიანება გამოწვეული იყო შუბლის ტვინში ნეირონების გაუმართაობით. ამ პრობლემის გადაჭრის გზას ექიმი შუბლის ტვინის ამოკვეთაში ხედავდა , რადგან თვლიდა, რომ მსგავსი ქმედებით გაუმართავი ნეირონები აღარ შეუშლიდა ხელს ტვინის ცენტრალურ სისტემას. 1949 წელს ამ აღმოჩენისთვის მონიშმა ნობელის პრემია მიიღო. მეთოდს მხარს უჭერდა ამერიკელი ექიმი უოლტერ ფრიმენი, რომელიც ადამიანებს დეპრესიისა და ფსიქოზის განსანკურნებლად ლაბატომიას უტარებდა. ამერიკელი ექიმის მეთოდი არ მოიცავდა თავის ქალის ახდის პროცედურას, რადგან იგი სპეციალური დანის მეშვეობით ტვინში თვალიდან ხვდებოდა და პატარა ნაწილებად ჭრიდა შუბლის ტვინს. გარდა იმისა, რომ ფრიმენი ხშირად იყენებდა არასტერილურ ინსტრუმენტებს, მას ქირურგიაში არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. ხანმოკლე დროში გაირკვა, რომ ლაბატომია არა კურნავდა პაციენტებს, არამედ მათ მოსიარულე მკვდრებად აქცევდა, რის გამოც სამედიცინო საზოგადოებამ განაცხადა უარი ამ მეთოდის გამოყენებაზე.