მკურნალობის 11 შოკისმომგვრელი მეთოდი, რომელიც გამოიყენებოდა ფსიქიატრიაში:
10. ჰიდროთერაპია
მე-20 საუკუნის დასაწყისში ფსიქიკურად შეშლილი ადამიანების მკურნალობის მთავარ მეთოდად იქცა ფსიქოანალიტიკური მიდგომა, რომელიც შეიმუშავეს ეიგმუნდ ფრეიდმა, კარლ იუნგმა და მათმა კოლეგებმა, თუმცა ზოგიერთ დაწესებულებაში კვლავ ჰიდროთერაპიას ანიჭებდნენ უპირატესობას. წყლის გამოყენება ფიზიკური დაავადებების განსაკურნებლად ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ზოგიერთი ექიმის რწმენით ამ თერაპიას შეეძლო მანიაკალური პაციენტების განკურნებაც კი. ექიმებმა ჰიდროთერაპია წამების იარაღად აქციეს, რადგან ისინი აბამდნენ პაციენტებს და საათობით, ან სულაც რამდენიმე დღით ტოვებდნენ წყალში. არსებობს ცნობები, რომლის მიხედვითაც პაციენტებს აკრავდნენ კედელზე და მათი მიმართულებით ძალზედ დიდი წნევით უშვებდნენ წყალს სახანძრო შლანგის გამოყენებით.

