მამაკაცმა შვილიშვილების გულის გასახარებლად ხეზე ქოხის მშენებლობა დაიწყო, თუმცა ამ პროცესმა იგი იმდენად გაიტაცა, რომ 3 სართულიანი ნამდვილი სასახლე შექმნა

288

მოსიყვარულე ბაბუები ყველაფერზე არიან წამსვლელები შვილიშვილების გულის გასახარებლად… სწორედ ასეთმა ერთ-ერთმა ბაბუამ გადაწყვიტა შვილიშვილებისთვის ხეზე პატარა სახლის აშენება, თუმცა მშენებლობის პროცესმა ხანშიშესული მამაკაცი იმდენად გაიტაცა, რომ მან პატარა ქოხის მაგივრად სამ სართულიანი სასახლე ააშენა.

ჯერ კიდევ ბავშვების დაბადებამდე ჯეი ჰიუტმა ჩაიფიქრა მომავალი შვილიშვილებისთვის ხეზე სათამაშო სახლის აშენება და დაახლოებით ერთი წლის უკან ჩანაფიქრის რეალიზაციას შეუდგა. მამაკაცი პატარა ქოხს ყოველდღიურად ახალ-ახალ დეტალებს უმატებდა და ჯამში მან 3 სართულიანი, უზარმაზარი ხის სახლში ააშენა, რომელიც სიგრძეში 12 მეტრს აღწევს.

შთამბეჭდავია, არა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს