ექიმები ყოველთვის მაქსიმალურს აკეთებენ ოპერაციის წარმატებით განსახორციელებლად, თუმცა ხშირ შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევებს ახლავს ისეთი გვერდითი მოვლენები, რომელთა ახსნა შეუძლებელია…
1. რეზუს ფაქტორის ცვლილება ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდეგ
15 წლის დემი ლი ბრენანმა არა მხოლოდ მიიღო ხანგრძლივი სიცოცხლის ბედნიერად გატარების შანსი, არამედ მან შეიძინა სისხლის ახალი რეზუს ფაქტორი. რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად გოგონას რეზუს უარყოფითი ფაქტორი დადებითით შეიცვალა და მას ძალიან გაუმართლა. ყოველივე ეს ნიშნავს იმას, რომ დენის აღარ მოუწევს სიცოცხლის ბოლომდე სპეციალური წამლების მიღება. ექიმების თქმით მათ წარმოდგენაც კი არ აქვთ, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო მსგავსი რამ.
2. პიროვნების შეცვლა ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ
რეზუს ფაქტორის ცვლილება ქირუგრიული ოპერაციის შემდეგ ისტორიას არ ახსოვს, თუმცა მოიპოვება უამრავი ცნობა ისეთი გვერდითი მოვლენის შესახებ, როგორიცაა პიროვნების ცვლილება სხვადასხვა ორგანოების ტრანსპლანტაციის შემდეგ. უამრავი ადამიანი, რომელსაც გადაუნერგეს ორგანოები, ამბობს, რომ მათი გემოვნება და ინტერესები რადიკალურად შეიცვალა ოპერაციის შემდეგ. ზოგიერთი მათგანი აღნიშნავს კიდეც, რომ მათ მოსწონთ ზუსტად ის ნივთები, რაც მათ დონორს.
ეს კონცეპცია ცნობილია ”მეხსიერების გადანერგვის”, ან ”სხეულის მეხსიერების” სახელით. ადამიანების უმრავლესობა ამ ფაქტს სრულ აბსურდად მიიჩნევს და ყოველივე ზემოთ ხსენებულს დამთხვევას უწოდებს, თუმცა დაფიქსირებულია ისეთი შემთხვევებიც, რომელთაც ახსნა არ მოეძებნება. მაგალითად, ბილ უოლმა, რომელსაც გადაუნერგეს გული, ოპერაციის შემდეგ დაიწყო ტირილი, როდესაც რადიოთი გადმოსცემდნენ სიმღერას ”Sade”. როგორც მომავალში გაირკვა, უოლის დონორი ამ სიმღერის დიდი თაყვანისმცემელი იყო.
არიზონელი ჯეიმი შერმანი წარსულში ვერ იტანდა მექსიკურ საჭმელს, თუმცა ოპერაციის შემდეგ მას ჰქონდა განუსაზღვრელად დიდი ლტოლვა ყველიანი ენჩილადასის, ბურიტოსა და ტაკოსის მიმართ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი დონარი გიჟებოდა მექსიკურ საჭმელზე, განსაკუთრებით კი ყველიან ენჩილადასზე.
3. ხელი, რომელმაც დაიწყო დამოუკიდებლად ცხოვრება თავის ტვინზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ
ეპილეფსიის დასამარცხებლად კარენ ბრიუნემ გაიკეთა ოპერაცია თავის ტვინზე. ოპერაციის მსვლელობის დროს ექიმებმა მას ამოკვეთეს ნერვული დაბოლოებები, რომლებიც ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროს აერთიანებს. ქირურგიული ჩარევის შედეგად კარენი მთლიანად განიკურნა ეპილეფსიისგან, თუმცა მას გაუჩნდა სრულიად ახალი და არანაკლებ სერიოზული ნეიროფსიქიატრიული პრობლემა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ერთ, ან ორივე ხელზე კონტროლის დაკარგვამდე.
მას შემდეგ, რაც ბრიუნეს თავის ტვინის ნახევარსფეროები განაცალკევეს, მათ დაიწყეს ბრძოლა სხეულზე კონტროლის მოსაპოვებლად. დღეს კარენი ყოველდღიურად იღებს სპეციალურ წამლებს, რომლებიც მას ეხმარება ამ პრობლემის გამკლავებაში, თუმცა ამ გამოსავლის ნახვამდე ქალბატონის ხელი ცხოვრობდა სრულიად დამოუკიდებლად, რაშიც იგულისხმება ის ფაქტი, რომ კარენის სურვილის მიუხედავად კიდური ჩანთიდან იღებდა ნივთებს, ხსნიდა ღილებს პერანგზე და რიგ შემთხვევაში სცემდა კიდეც თავის პატრონს.
4. ზედმეტი ემოციები
თავის ტვინზე ოპერაციის ჩატარება ერთ-ერთი ყველაზე რთული ქირურგიული პროცესია და ნამდვილად არაა გასაკვირი ის ფაქტი, რომ ხანდახან მას გართულებები ახლავს. პაციენტმა, რომლის სახელიც ჩვენთვის უცნობია, ეპილეფსიისგან განკურნების მიზნით გაიკეთა ოპერაცია თავის ტვინზე.
ოპერაციიდან ხანმოკლე დროის გასვლის შემდეგ ქალბატონმა შეამჩნია, რომ იგი ზედმეტად ემოციორი გახდა და გულთან ძლზედ ახლოს მიჰქონდა არა მხოლოდ საკუთარი გასაჭირი, არამედ სრულიად უცხო ადამიანების პრობლემებიც კი, რომელთა შესახებ იგი ტელევიზორიდან, ან ჟურნალ-გაზეთებიდან იგებდა. ექიმების თქმით ეს ტვინზე განხორციელებული ოპერაციის გვერდითი მოვლენა იყო, რომელიც ზუსტად 14 წელს გრძელდებოდა.
5. ქირურგიული ინსტრუმენტები, რომლებიც ექიმებს პაციენტების შიგნით დარჩათ
სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შანსი იმისა, რომ ქირურგიული ინსტრუმენტი დარჩეს პაციენტის სხეულში, მერყეობს 0.02 პროცენტიდან 12,5 პროცენტამდე.
ერთ-ერთ ასეთ მსხვერპლად იქცა დარიუშ მაცარეი, რომელიც განიცდიდა ძლიერ ტკივილებს მუცლის არეში ქირურგიული ოპერაციის შემდეგ. ექიმები მას არწმუნებდნენ, რომ ყველაფერი რიგზე იყო და უმჯობესი იქნებოდა, თუ ქალბატონი ფსიქოლოგს მიმართავდა, თუმცა 2 წლის შემდეგ გაირკვა, რომ ქირურგებს ოპერაციის შემდეგ პაციენტის სხეულში დარჩათ 10 რეტრაქტორი. კიდევ უფრო საშინელი შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაში, სადაც პაციენტ დირკ შრედერის ორგანიზმიდან ამოიღეს ექიმების მიერ დავიწყებული და ჩატოვებული 16 ქირურგიული ინსტრუმენტი.
6. აქცენტის ცვლილება სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ
სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ ნარკოზიდან გამოსულმა კარენ ბატლერმა აღმოაჩინა, რომ ის სრულიან განსხვავებული აქცენტით მეტყველებდა, რომელიც ძალიან წააგავდა ირლანდიური, შოტლანდიური, ინგლისური, ავსტრალიური, გერმანული და სამხრეთ აფრიკული აქცენტების შერწყმას.
ექიმებმა ბალტერს დაუსვეს ”უცხო აქცენტის სინდრომის” დიაგნოზი, რომლითაც შეპყრობილია მაქსიმუმ 100 ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ამერიკელი ქალბატონი ერთადერთია, რომელსაც თავის ტვინის არანაირი დაზიანების მიუხედავად აღენიშნება ეს სინდრომი.
7. მეტეოროზმი ოპერაციის შემდეგ
მშობიარობა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო პროცესად თანამედროვე მედიცინაში, თუმცა მოვლენების გართულების გარკვეული რისკი ყოველთვის არსებობს. ოპერის მომღერალ ემი ჰერბსტს სწორედ ასეთი გართულება მთელ თავის კარიერად დაუჯდა. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ემისა და მისი ქმრის ნებართვის გარეშე ექთანმა ქალბატონს გაუკეთა ეპიზიოტომია (ჭრილის გაკეთება ვაგინის გასაფართოებლად), რის გამოც მომღერალს დაემართა მეტეორიზმი და თავშეუკავებლობა, რომლებიც განსაკუთებულად მაშინ იჩენს თავს, როდესაც ქალბატონი სცენაზე დგას.