მამაკაცმა ფეხმძიმე საყვარელთან განშორება გადაწყვიტა, თუმცა 9 თვის შემდეგ წარმოუდგენელი სიურპრიზი მიიღო…

660

რამდენიმე წლის მანძილზე ცოლიან მამაკაცს ჰქოდა რომანი იტალიელ ქალბატონთან, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს საყვარელ მამაკაცს გამოუტყდა, რომ ფეხმძიმედ იყო.

მამაკაცს არ სურდა საკუთარი რეპუტაციის გაფუჭება და ახლანდელ მეუღლესთან განქორწინება. სწორედ ამიტომ, მან ქალბატონს სთხოვა, რომ დაბრუნებულიყო იტალიაში და იქ გაეჩინა ბავშვი, რის სანაცვლოდაც საკმაოდ დიდ თანხას გადაუხდიდა და იზრუნებდა ბავშვზე იქამდე, სანამ მას 18 წელი არ შეუსრულდებოდა.

ქალბატონი ამ შემოთავაზებას დათანხმდა და მამაკაცს ჰკითხა, თუ როგორ შეიტყობდა ის მისი მშობიარობის შესახებ.

მამაკაცს თავი რომ აერიდებინა ამ ფაქტის გასაჯაროებისგან, ქალბატონს სთხოვა, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ გამოეგზავნა უბრალოდ მისალოცი ბარათი წარწერით: ”სპაგეტი”.

და აი გავიდა თითქმის 9 თვე…

ერთ მშვენიერ საღამოს სახლში მისულ მამაკაცს გაოცებული ცოლი დახვა და უთხრა: ”ძვირფასო, დღეს რაღაც ძალიან უცნაური მისალოცი ბარათი მივიღეთ”.

დაინტრიგებულმა მამაკაცმა მისალოც ბარათს დაუყონებლივ ხელი სტაცა და მისი წაკითხვის შემდეგ თავდაპირველად სახეზე ფერი გადაუვიდა, ხოლო შემდეგ გული წაუვიდა.

ამ ბარათზე ეწერა: ”სპაგეტი, სპაგეტი, სპაგეტი, სპაგეტი, სპაგეტი. სამი ხორცის ნაჭრებით, ორი – მათ გარეშე. გთხოვ გამოგვიგზავნო ბევრი სოუსი”.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს