შვილებმა მოხუცი დედა სოფელში გაგზავნეს საცხოვრებლად. ის კი იქ მეურნეობით დაკავდა

3077

ნანამ გააჩინა და გაზარდა სამი ვაჟი. დარწმუნებული იყო, რომ მშვიდი და კომფორტული სიბერე ელოდა. მაგრამ ის ძალიან ძლიერ ცდებოდა.როდესაც ნანას 72 წელი შეუსრულდა, ვაჟებმა მას სოფელში პატარა სახლი უყიდეს და იქ გადაიყვანეს. მისი ბინა კი გააქირავეს.

ვაჟები დაპირდნენ დედას, რომ დაეხმარებოდნენ და ძალიან ხშირად მოინახულებდნენ, თუმცა ამ დაპირების შესახებ უკვე ერთი კვირის შემდეგ დაივიწყეს. მთელი ერთი წლის განმალობაში მასთან არც კი ჩასულან, მხოლოდ ურეკავდნენ ხანდახან.გავიდა ერთი წელი და ვაჟებმა გადაწყვიტეს სოფელში ჩასულიყვნენ დედის მოსანახულებლად. ძალიან გაუკვირდათ, როდესაც ნახეს, რომ დედას საღორეში თხა და გოჭები ჰყავდა. ბოსტანშიც ყველაფერი სრულ წესრიგში იყო.

ნანა შვილებს ახალი რძით გაუმასპინძლდა და სახლში თავის ბოსტნის ბოსტნეულიც გაატანა. ვაჟები ისევ ქალაქში დაბრუნდნენ.ისევ დაივიწყეს ვაჟებმა დედა მთელი ერთი წლით. ისინი მასთან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მივიდნენ. დედამ კიდევ ერთხელ გააოცა ისინი. ამ ერთი წლის შემდეგ ის უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და მცირე ბიზნესიც კი წამოეწყო. მას უკვე შვიდი თხა ჰყავდა და თხის რძეს ყიდდა. და კიდევ, ქალმა სათბურის აშენებაც მოახერხა, სადაც მშვენიერ ნერგებს ზრდიდა.

ვაჟებს დედის შეშურდათ და მისი გამოყენება გადაწყვიტეს. დაიწყეს მასთან დარეკვა, სურდათ, რომ თავიანთი შვილები ზაფხულში მასთან ჩაეყვანათ. ვითომდა იმ მიზნით, რომ მას დახმარებოდნენ.კიდევ, ვაჟებმა დაიწყეს ჩივილი, რომ ფული ძალიან ცოტა ჰქონდათ, მაგრამ ნანამ ძალიან რბილად უთხრა უარი ფულის მიცემაზე. მას კარგად ახსოვდა, რატომ აღმოჩნდა ის აქ და ამიტომ, საკუთარ ვაჟებს აღარ ენდობოდა. ის მათ სტუმრად ეპატიჟებოდა, მაგრამ ფულს არასდროს არ აძლევდა.

იგი ძალიან დამეგობრდა მეზობელ ნათელასთან და სწორედ მასთან გააფორმა კონტრაქტი, რომ ის ცხოვრების ბოლომდე მიხედავდა. თავის საკუთარ შვილებს ის უკვე აღარ ენდობოდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს