ბავშვობა სამუდამოდ: 19 წლის გოგონა სამუდამოდ გაიჭედა პატარა ბავშვის სხეულში

406

ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გირიჯა შრინივასი ბანგალორიდან, ინდოეთიდან პატარა ბავშვია, თუმცა ის უკვე 19 წლისაა. გოგონას ეს უჩვეულო მდგომარეობა განპირობებულია თანდახოლილი აგენეზიით, რომელმაც შეაჩერა მისი სხეულის ზრდა-განვითარების პროცესი. გირიჯა სიმაღლეში მხოლოდ 76 სანტიმეტრია და 12 კილოგრამს იწონის. მისი ეს პარამეტრები შეესაბამება 2 წლის ბავშვის პარამეტრებს.

19 წლის გირიჯა შრინივასი დაიბადა განუვითარებელი ძვლებით, რაც გულისხმობდა იმას, რომ გოგონას ძვლების ზრდა არ წარიმართებოდა ჩვეულებრივი, ჯანმრთელი პროცესით.

გირიჯას არ შეუძლია ჯდომა, რადგან მას თავი ტანზე მძიმე აქვს. შესაბამისად დედამისი ვალდებულია ყურადღება არ მოადუნოს წამითაც კი, თუმცა თავად გოგონა ამბობს, რომ მას თავადაც შეუძლია რაღაც-რაღაცეების კეთება დედის დახმარების გარეშე.

ექიმებს ასე ზედაპირუად არ შეუძლიათ დიაგნოზის დასმა, თუ რა სჭირს გოგონას, ხოლო ოჯახს არ აქვს საკმარისი სახსრები შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად და მკურნალობის პროცესის დასაწყებად.

შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე გოგონამ საკუთარ პროფესიად მხატვრობა აირჩია, რადგან ეს მას კარგად ეხერხება. გირიჯას თქმით მას სურს, რომ იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი და თავის ოჯახს გაუწიოს დახმარება.

“მე ვყიდი 5-6 ნახატს ყოველთვიურად და გამოვიმუშავებს 8000-10 000 რუპიას (128-160 $) – ამბობს გირიჯა.

გირიჯა ცხოვრობს მამასთან, რომელიც მკერავია და დედასთან ერთად, რომელიც გამუდმებით ადევნებს თვალყურს მას.

“როდესაც ის დაიმადა, სხვა ბავშვებს საერთოდ არ გავდა. შემდეგ როდესაც ექიმმა შეგვატყობინა გოგონას პრობლემის შესახებ ჩვენ უბრალოდ ძალიან გვეწყინა” – ამბობს გირიჯას დედა.

გირიჯა თავისივე თქმით თავისი პატარა ზომებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანის დაცინვის ობიექტი ხდება, თუმცა იგი ბედნიერია, რადგან მას უამრავი მეგობარ ჰყავს გვერდში.

როდესაც გირიჯა არ ხატავს, მას ძალიან უყვარს ტელევიზორის ყურება.

“ნამდვილად არ ვწუხვარ იმის გამო, რომ მე ძალიან პატარა ვარ, არ შემიძია სიარული და საერთოდ ნორმალურ რიტმში ცხოვრება” – ამბობს გრიჯიტა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს