არ მიყვარს დედაჩემი და ამის საერთოდ არ მრცხვენია. უბრალოდ მიზეზი არ მაქვს, რომ მიყვარდეს

588

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა ქალი მასსა და დედამის შორის არსებულ ურთიერთობაზე მოგვითხრობს.

მე ნინი მქვია, 36 წლის ვარ. გათხოვილი ვარ და მყავს ორი შვილი. საერთოდ არ მრცხვენია იმის აღიარება, რომ დედაჩემი არ მიყვარს. სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ, მეჯავრება კიდეც.ამ ქალს დედაჩემს ვერც კი ვუწოდებ. მთელი ის წლები, რომლებიც მასთან გავატარე, უბრალოდ საშინელება იყო. ის ჩემზე არასოდეს არ ზრუნავდა და ჩემი აღზრდით არ იყო დაკავებული. მე არ ვიცოდი, რა იყო დედის ალერსი და სიყვარული.ბევრს ძალიან უკვირს ის, რომ ამდენი წელია დედაჩემთან ურთიერთობა არა მაქვს. მათ უბრალოდ არ იციან, როგორ ვცხოვრობდი იმ წლებში, როდესაც დედაჩემთან ვიყავი. მუდმივად მიკვირს, როგორ გადავრჩი და არ მოვკვდი.

პასპორტის აღებამდე დედაჩემთან ერთად ვცხოვრობდი. ჩვენ ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით. მთელი იმ წლების მანძილზე ის სვამდა და ჩვენთან ლოთები მოჰყავდა. ისინი მუდმივად სვამდნენ და მერე ჩხუბობდნენ.მე მათი ძალიან მეშინოდა. დღემდე მახსოვს, როგორ მოვდიოდი სკოლიდან და ჩვენი სახლის კართან ვდგებოდი. სახლში შესვლის მეშინოდა, ვიდექი და ყურს ვუგდებდი: იყო სახლში ვინმე თუ არა. როგორ მიხაროდა, როდესაც ვხვდებოდი, რომ სახლში არავინ არ იყო.მე უნდა მომესწრო გაკვეთილების სწავლაც, საჭმლის მომზადებაც და სახლის დალაგებაც.

ზოგჯერ ჩვენთან ბებია მოდიოდა. ის ყოველთვის მაძლევდა ცოტაოდენ ფულს, რათა მშიერი არ მოვმკვდარიყავი. დედაჩემი კი მაგრად სვამდა, მცემდა და ამ ფულს მართმევდა. ის ძალიან მტკივნეულად და სასტიკად მცემდა. ხშირად, ჩემთვის თმაც კი დაუგლეჯია.ერთხელაც, ვერ მოვითმინე და მისგან სხვა ქალაქში გავიქეცი, დეიდაჩემთან. მას ჩემი თავი არ გამოუგდია, შემიცოდა და შემიფარა. მე სკოლის დამთავრება შევძელი და ინსტიტუტში ჩავაბარე.შემდეგ გავთხოვდი. კარგი ქმარი მყავს და შესანიშნავი შვილები. თუმცა, ჩემი ბავშვობისდროინდელი სულიერი ტრავმები აქამდე არ მასვენებს.

მე ძალიან მიყვარს ჩემი შვილები. მესმის, რომ ზოგჯერ ძალიან ზედმეტად ვზრუნავ მათზე, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ.ცოტა ხნის წინ დედაჩემმა დამირეკა. ეს საშინელება იყო, თითქოს წარსულში დავბრუნდი. დედამ მომიყვა, რომ უკვე დიდი ხანია აღარ სვამს და მუშაობს. მაგრამ, მას ბინის ვალები აქვს დაგროვილი, ძალიან ბევრი.  დედას სურდა, რომ მისი ვალები მე გადამეხადა.

მე მას ვუთხარი, რომ მზად ვიყავი ამის გასაკეთებლად, მაგრამ შემდეგ ეგ ბინა უნდა გამეყიდა – ის ხომ ჩემს სახელზეა გაფორმებული.დედამ დამიწყო ყვირილი და უმადური მეძახა. კინაღამ გამეცინა, ეს რომ მოვისმინე. რის გამო უნდა ვყოფილიყავი დედაჩემის მადლიერი? იმის გამო, რომ მუდმივად მშიერი ვიყავი და ნარჩენებს ვჭამდი? თუ იმის გამო, მუდმივად მცემდა და მე სისხლჩაქცევებით დავდიოდი? მე მას არ ვაინტერესებდი!

შემდეგ, დედაჩემის დაქალმა დამირეკა და ჭკუის სწავლება დამიწყო. არც კი მომისმენია, ისე გავუთიშე ყურმილი.ზუსტად ვიცი, რომ ვერასოდეს შევძლებ დედაჩემის პატიებას. ჩემი ბავშვობისდროინდელი წყენა წლებთან ერთად ოდნავაც არ განელებულა და არსად არ წასულა.ასე რომ, ყველა დედა არ იმსახურებს სიყვარულს და პატივისცემას. მე ეს ნამდვილად კარგად ვიცი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს