მაღაზიას ვალაგებდი ჩემი სმენის დროს, როცა ყოფილი ქმარი თავის ახალ ცოლთან ერთად გამომეცხადა.

731

როგორ მოვიქცეთ, თუ ყოფილ ქმართან დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა ისე არ წარიმართა,როგორც ეს გქონდათ დაგეგმილი? ღირს ამის გამო ნერვიულობა? სწორედ ამის შესახებაა ისტორია, რომელსაც რედაქცია ვივიენი მოგითხრობთ.

შეხვედრა ყოფილ ქმართან

წინა კვირას მაღაზიაში ვმუშაობდი, სადაც ვწმენდ იატაკს და ვალაგებ საწყობს. თეთრებს მიხდიან, თუმცა ეს ერთადერთი სამსახურია, სადაც სამუშაო გამოცდილების და უმაღლესი განათლების მოთხოვნის გარეშე მიმიღეს.

აქამდე დიასახლისი ვიყავი. მეუღლის თხოვნით, მუშაობას არსად ვიწყებდი, ოჯახის საქმეები მებარა. მას შემდეგ კი, რაც ქმარმა მიმატოვა, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიება დავიწყე…

მთავარ დარბაზს ვწმენდდი, როცა ზღურბლზე ჩემი ყოფილი ქმარი თავის ახალ ცოლ-შვილთან გამოჩნდა. სანამ შემამჩნევდნენ, დამალვა მოვასწარი…

ამ შეხვედრამ ცხოვრების სამართალზე დამაფიქრა. აი მაგალითად,ჩემი ქმარი-ნამდვილი ნაძირალაა, თუმცა ბედნიერად ცხოვრობს,თითქოს ანგელოზი მფარველობდეს. მისი ახალი ცოლ-შვილიც საოცრებები არიან…

მე კიდევ ჩემი ხელფასით თავი ძლივს გამაქვს. არადა ყველაფერი მისი ბრალია! ერთ დროს მუშაობა რომ არ დაეშალა, დღეს, ალბათ, კარიერული მწვერვალები დაპყრობილი მექნებოდა!

განქორწინების შემდეგ მუდამ ვოცნებობდი მასთან შეხვედრაზე. წარმოვიდგენდი ხოლმე სურათს: უკვე წარმატებული როგორ ვაჩერებდი მის წინ საკუთარ ავტომობილს, ის კი მწარედ ნანობდა , რომ თქვა უარი ასეთ ქალზე…

მაგრამ გავიდა 5 წელი და ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. მას შესაშური ცხოვრება აქვს, მე კი ვიმალები იატაკის ტილოს და მწვანილის თაროების უკან, რომ არ შემნიშნოს… ნუთუ ესაა სამართალი?

რას ფიქრობთ ამ ისტორიასთნ დაკავშირებით? რატომ შერჩა ყველაფერი არამზადას, მიტოვებული ქალი კი ყოველდღიურად ხვდება ახალ სირთულეებს? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს