ძლიერი ლოცვა დედისთვის, რომლითაც ყველა მადლიერმა შვილმა უნდა ილოცოს.

282

სიტყვა “დედა” მოიაზრებს ყველაფერს, რაც ცხოვრებას უკავშირდება. მისი ზრუნვა არის ის, რასაც ამ სამყაროში მოვლენისთანავე ვგრძნობთ. თითოეული დედა ზრდის და ზრუნავს თავის შვილზე, რა დროსაც უამრავ სირთულეს იტანს. ეს ყველაფერი პატივისცემასა და მადლიერებას იმსახურებს. სიყვარულის გამოსახატავად საუკეთესო საშუალებაა დედისთვის ლოცვა.

დედა მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს ჩვენს დაცვას. მაშინაც კი, როცა 30 წელს ბევრად გადააბიჯებთ, მისთვის ყოველთვის ბავშვები ვიქნებით. ჩვენს გონებას არ ძალუძს ისეთი მყარი კავშირის ახსნა, როგორიც დედობრივი სიყვარულია.

ლოცვა დედისთვის

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, 10 მაისსა და 3 მარტს, ყოველწლიურად აღინიშნება დედის დღე. ამ დღეებში, მილოცვის გარდა, აუცილებლად წარმოთქვით ლოცვა დედისთვის. ღმერთი შეისმენს თქვენს გულწრფელ სიტყვებს და დააჯილდოებს დედათქვენს ჯანმრთელობითა და კეთილდღეობით. სხვათა შორის, ეკლესია გვასწავლის, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს ყოველდღიური ლოცვაც. ამიტომ, გაიხსენეთ დედა მაქსიმალურად ხშირად და წარმოთქვით ეს ლოცვა. რწმენასა და სიყვარულს რიცხვები და კალენდრის თარიღები არ აქვს.

ლოცვა დედის ჯანმრთელობისთვის, იესო ქრისტესადმი

“მამაო ჩვენო, ჩვენი იესო ქრისტეს სახელით, ვლოცულობ დედაჩემის ჯანმრთელობისთვის. მოდი და დამეხმარე, მოგვივლინე შენი განკურნების სასწაული! მე მჯერა შენი აღთქმის, რომელიც მოგვეცი, მჯერა შენი. შენი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ, შენ აიტანე ჩვენი უძლურებანი და სნეულებანი ჯვარზე. უფალო, ჩვენ ყველა შენს ხელში ვართ, შენი უსაზღვრო ლმობიერების იმედზე ვართ. ამინ!”

ლოცვა დედის ჯანმრთელობისთვის, ნიკოლოზ სასწაულმოქმედისადმი

დედის ჯანმრთელობა სშვილები ნიკოლოზ სასწაულმოქმედს შესთხოვენ. მიმართეთ წმინდანს მისი ხატის წინაშე. ამის გაკეთება შეგიძლიათ ეკლესიასა და სახლში. მთავარია, წარმოთქმული სიტყვების გჯეროთ. სანამ სიტყვებს წაიკითხავდეთ, არ დაგავიწყდეთ პირჯვრის გადაწერა და სწორ განწყობაზე დადგომა, ნეგატიური აზრებისგან გათავისუფლება.

-“წმინდა სასწაულმოქმედო ნიკოლოზ, წრფელი ლოცვით მოგმართავ შენ. გთხოვ, დაიცავი ჩემი მშობლები სნეულებისგან, უძურებისა და სისუსტისგან. დაეხმარე სწორ გზაზე დადგომაში და აჩუქე იმედი მარადიული სასუფევლისთვის. არ მისცე უფლება, აჰყვნენ ცდუნებას. უშუამავლე ჩვენს ღმერთთან. დაე, იყოს ნება შენი. ამინ!”

ეს ლოცვა შეგიძლიათ არამხოლოდ დედის, არამედ ორივე მშობლისთვის წარმოთქვათ. მათ სიცოცხლე გაჩუქეს და კარგ ლოცვას იმსახურებენ.

ბიბლიაში ნათქვამია: “ილოცე შეუწყვეტლად”. ღმერთი მოგვიწოდებს გამუდმებით და გულწრფელად ლოცვისკენ. სიტყვებს უზარმაზარი ძალა აქვს და სასწაულებს ახდენს. ეცადეთ, ეს ლოცვები დედის ჯანმრთელობისთვის ყოველდღე წარმოთქვათ. მარტივია რამდენიმე წუთის გამოყოფა და სასიამოვნო სიტყვების თქმა. იზრუნეთ და გიყვარდეთ დედა, მან ხომ ფასდაუდებელი სიცოცხლე გაჩუქათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს