ქმარს უნდოდა, რომ ჩემს გოგონაზე უარი მეთქვა, მაგრამ მე ეს არ გავაკეთე. ქმარი წავიდა, მე კი შესანიშნავი ქალიშვილი გავზარდე

555

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.სამწუხაროდ, ექიმებს ყოველთვის არ შეუძლიათ ამოიცნონ ბავშვის განვითარების პათოლოგია, როდესაც ის ჯერ კიდევ არ არის დაბადებული.ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა – ჯერ კიდევ 1985 წელს. სწორედ ამ წელს გავიცანი ირაკლი. უგონოდ შეგვიყვარდა ერთმანეთი. ორი თვის შემდეგ მივხვდი, რომ ორსულად ვიყავი. გადავწყვიტეთ დაქორწინება. მაშინ უკვე 32 წლის ვიყავი. ზუსტად კარგი ასაკი იყო საიმისოდ, რომ დედა გავმხდარიყავი.

ქორწილი ძალიან მდიდრული გვქონდა. წარმოუდგენლად ლამაზი კაბა მეცვა. ქორწილი ჩვენი ქალაქის საუკეთესო რესტორანში გადავიხადეთ. ნათესავებმა ქორწილისთვის ავეჯი გვაჩუქეს და ქარხანამ, სადაც ვმუშაობდით, მანქანა მოგვცა!გოგო შემეძინა. ისეთი ბედნიერი ვიყავი. მეგონა, რომ ჯანმრთელი შვილი შემეძინა. იმისთვისაც კი არ მიმიქცევია ყურადღება, რომ სამედიცინო პერსონალი რაღაცნაირად უცნაურად გვიყურებდა მეც და ჩემს პატარასაც.მაგრამ, როდესაც ბავშვი საჭმელად არ მომიყვანეს, მივხვდი, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა. ვითხოვდი, რომ ჩემი შვილი ჩემთან მოეყვანათ, მაგრამ ის არ მოჰყავდათ.

შემდეგ კი ექთანმა მითხრა:თქვენს გოგონას დაუნის სინდრომი აქვს. თქვენმა ქმარმა თქვა, რომ თქვენ მასზე მაინც უარს იტყვით.

  • რა?! – ისე დავიყვირე, რომ მთელმა სამშობიარომ გაიგო. – რა უფლებით იქცევით ასე ჩემს უკითხავად? მე თქვენ გიჩივლებთ! სასწრაფოდ მომიყვანეთ ჩემი შვილი!

დაუნის სინდრომის გარდა, ჩემი პატარა აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო.მეორე დღეს ირაკლი მოვიდა და დაიწყო ჩემი დარწმუნება, რომ ჩემს ქალიშვილზე უარი მეთქვა. ამბობდა, რომ ის მთელ ცხოვრებას გაგვიფუჭებდა და თუ მას სახლში წამოვიყვანდი, აუცილებლად დამშორდებოდა.მე მას ვუთხარი, რომ ჩემს ქალიშვილს არ მივატოვებდი და მე თვითონ მოვითხოვდი განქორწინებას, რადგან მან ორივეს გვიღალატა.

ჩემი ქალიშვილი სამშობიაროდან წამოვიყვანე. გოგონას ლელა დავარქვი. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ის გაზრდილიყო და ღირსეული ადამიანი გამხდარიყო.ახლა ჩემი ქალიშვილი მუშაობს. მე ძალიან ვამაყობ მისით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს