ორპირი თანამშრომლები დასცინოდნენ ხოლმე სოფლელ გოგონას, მაგრამ როდესაც მისი ქმარი დაინახეს, ენა ჩაიგდეს.

2657

ბევრისთვის სამსახურში ჭორაობა ნაცნობი საქმიანობაა, რომლის გარეშე არც ერთი სამუშაო დღე არ ჩაივლის. მე თვითონ მოვხვდი ერთ დროს ასეთ კომპანიაში და უნდა ვთქვა, რომ ამაში სასიამოვნო არაფერი იყო. კიდევ უფრო ამაზრზენია გახდე სხვისი განხილვის მთავარი ობიექტი.ქეთიმ არ იცოდა, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა, როცა ახალ კომპანიაში იწყებდა მუშაობას. მას მანამდე არასდროს უმუშავია ოფისში, ყოველთვის დისტანციურად მუშაობდა. რატომ აირჩიეს გესლიანმა კოლეგებმა მსხვერპლად ახალი თანამშრომელი და რამ უბიძგა მათ ენა დაეგრძელებინათ, წაიკითხეთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.

ჭორაობა სამსახურში

ამბობენ, რომ IT კომპანიებში მეგობრული ატმოსფერო სუფევს. ვოცნებობდი მემუშავა ერთ-ერთ მათგანში, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სულ სხვაგვარად აღმოჩნდა.”მე თვითონ სოფლიდან ვარ წარმოშობით, მაგრამ საკმაოდ დიდი ხანია დედაქალაქში ვცხოვრობ. მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ კარგი განათლება მიმეღო და ფეხზე დავმდგარიყავი. მეც ყველაფერს გავაკეთებდი მათი კეთილდღეობისა და ბედნიერი სიბერისთვის.ჩემმა მომავალმა ქმარმა მირჩია, რომ IT სფეროში წავსულიყავი. მან ჩემში გამორჩეული პოტენციალი დაინახა: ”შენ გახდები შესანიშნავი მარკეტერი”, – თქვა ერთხელ კახამ.ზოგჯერ საკმარისია უბრალოდ გჯეროდეს ადამიანის, რათა მის უკან ფრთები გაჩნდეს. ზუსტად ასე დამემართა მეც. კარგად ვსწავლობდი, რათა მქონოდა ჩემს საოცნებო კომპანიაში მუშაობის დაწყების საშუალება. დარწმუნებული ვიყავი, რომ სამუშაო მხოლოდ სიხარულს მომიტანდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოვხვდი ისეთ ადგილას, სადაც დაცინვის საგანი გამხადეს.

შეფასება ჩაცმულობით – მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ქალაქში ვცხოვრობ, არ ვიცმევდი გამომწვევად. მშობლებმა მასწავლეს უბრალოება და მეც მომწონდა ეს. როდესაც კომპანიაში სტაჟირებაზე მივედი, მაშინვე შევამჩნიე, როგორ დაიწყეს ჩემმა მომავალმა კოლეგებმა ზურგს უკან ჩურჩული და ჩემი ჩაცმულობის განხილვა.სტაჟირებიდან ერთი კვირის შემდეგ ოფიციალურად გამაფორმეს. ბედნიერებისგან ვბრწყინავდი და ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ჯოჯოხეთში მოვხვდი. ჩემს განყოფილებაში მხოლოდ გოგოები მუშაობდნენ. თითოეული მათგანი ისე იყო ჩაცმული, თითქოს აქ ოფისი კი არა, მოდის ჩვენება ჰქონდათ.

მე არ მქონია საერთო თემები ამ თოჯინებთან სასაუბროდ, აღიზიანებდათ, რომ არ ვიყავი ისეთი, როგორც ყველა. შემდეგ კი დაიწყეს ჩემი კომპანიიდან გაძევების მცდელობა.ყველაფერი უწყინარი ხუმრობებით დაიწყო, რომელიც სარკასტულ შენიშვნებში გადაიზარდა. აკრიტიკებდნენ არა მხოლოდ ჩემს გარეგნობას, არამედ ჩემს საქმიანობასაც, რომელსაც, სხვათა შორის, უნაკლოდ ვასრულებდი. რაღაც მომენტში ვერ გავუძელი და კოლეგებს დავემუქრე, რომ ყველაფერს ჩემს ქმარს მოვუყვებოდი, რომელიც აუცილებლად მოსთხოვდა ამისთვის პასუხს მათ.

საქმის მოულოდნელი შემობრუნება – რა თქმა უნდა, ეს მოვიტყუე და ვიცი, ბავშვური საქციელია. პასუხად უბრალოდ დამცინეს. მართალი გითხრათ, იმ დღეს სერიოზულად დავფიქრდი სამსახურისთვის თავის დანებებაზე და ქმარს ყველაფერი ვუთხარი. ძალიან გაბრაზდა და მითხრა, არ მეჩქარა, ცოტა ხანი დავფიქრებულიყავი.კახა ძალიან ჭკვიანი მამაკაცია და მისი ყოველთვის მჯეროდა. ამიტომ გავითვალისწინე რჩევა. მეორე დღეს კი ოფისში წარმოუდგენელი მოხდა. საქმე ისაა, რომ აქამდე არასდროს შევხვედრივარ ჩემს უფროსს. სამსახურში მისი წერილობითი ნებართვით ამიყვანეს, რადგან იმ პერიოდში მივლინებაში იყო.დილით კაბინეტში ორი წარმოსადეგი მამაკაცი შემოვიდა. მოულოდნელობისგან დავმუნჯდი: ეს იყო ჩემი ქმარი და მისი ძმა… ვითომც არაფერი, მშვიდად შევიდნენ დირექტორის კაბინეტში.კახას სურდა, რომ ამ კომპანიაში მუშაობა დამეწყო, მაგრამ როცა მიხვდა, რომ მე არ გამოვიყენებდი ნაცნობობას და კავშირებს, უბრალოდ მითხრა, რომ ეს კომპანია იმსახურებდა ჩემს ყურადღებას. შემდეგ კი ყველაფერი მე თვითონ გავაკეთე.

სამსახურში ჭორაობას სიკეთე არ მოაქვს – მაგრამ ახლა, როცა ჩემს პატივმოყვარეობას შეეხნენ, ქმარმა გადაწყვიტა კარტები გაეხსნა. ერთი საათის შემდეგ კახა და მისი ძმა კაბინეტიდან გამოვიდნენ, ჩვენს მაგიდებთან გაჩერდნენ და თქვეს: ”ჩვენი ახალი თანამშრომლის უნაკლო მუშაობამ გვიბიძგა საინტერესო იდეამდე. ვფიქრობთ, დროა შევამოწმოთ მარკეტინგის თანამშრომლების პროგრესი. ხვალიდან დავიწყებთ.”ამ სიტყვების შემდეგ კახა ჩემთან მოვიდა, ყველას თვალწინ ნაზად მაკოცა და ყურში ჩამჩურჩულა: – ერთად ვისადილოთ? უნდა გენახათ მეზობელ მაგიდებთან ჩემი კოლეგების თვალები!მეორე დღიდან განყოფილებაში ყველას დეტალური შემოწმება დაიწყო. შედეგად, რამდენიმე ადამიანი გაათავისუფლეს და ჩემმა კოლეგებმაც შეწყვიტეს ქილიკი.

რას გვასწავლის ეს ამბავი? – ადამიანებს ჩაცმულობის მიხედვით ხვდებიან, მაგრამ აცილებენ გონების შესაფერისად ”- გამოთქმა, რომელიც შესანიშნავად აღწერს ამ ამბავს. ვფიქრობ, რომ შედეგი აბსოლუტურად სამართლიანია მათთვის, ვინც ჭორაობას აყენებს თავის უშუალო მოვალეობებზე მაღლა.

თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს