ღვთისმშობლის მიმართ საჯანმრთელო ლოცვა ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც დაგეხმარებათ. როცა არაფრის იმედი აღარ გაქვთ, ეს ლოცვა წარმოთქვით. ასე სულიერ წონასწორობას და რთული მდგომარეობიდან გამოსავალს იპოვით. vivien გიზიარებთ სწრაფ ლოცვას გამოუვალ სიტუაციაში. დაე, ღვთისმშობლის კალთა თქვენს ოჯახს ბოროტებისგან იცავდეს!
საჯანმრთელო ლოცვა – რთულ წუთებში იმედის გაცრუება არ ღირს. უკეთესის იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს. უფალს და მაღალ ძალებს ენდეთ. ის ყოველთვის საუკეთესოსთან მიგიყვანთ, თუნდაც ასე არ გეჩვენებოდეთ. რა თქმა უნდა, უკეთესია ეკლესიაში ილოცოთ, მაგრამ სახლშიც შეიძლება. კარგია, თუ სახლში ღვთისმშობლის ხატი „მკურნალი“ გაქვთ. ახლობლების და ძვირფასი ადამიანების, ასევე საკუთარი თავისთვის შეგიძლიათ ილოცოთ.
„ჰოი, ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, ყოველთა ზეციურთა ძალთა ზედა აღმატებულო და ყოველთა წმიდათა უწმიდესო, შეგივრდებით და თაყუანის-გცემთ შენ წიანშე ყოვლადპატიოსნისა და განმაკურნებელისა ხატისა შენისა, მომხსენებელნი შენისა საკვირველსა გამოცხადებისა წინაშე ბიკენტისა მგალობელისა და მხურვალედ გევედრებით შენ, ძლიერსა მეოხსა და შემწესა ერისა შენისასა, ვითარცა ოდეს მგალობელი იგი აღადგინე, აწცა სულნი და ხორცნი ჩუენი, მრავალგუართა ვნებათა და ცოდუათა მიერ მოწყლულნი, განკურნენ. ყოვლისაგან განსაცდელისა, ჭირისა, მწუხარებისა და საშჯელისა საუკუნოჲსა, ურწმუნოებისა და სწავლათაგან სულთა განმხრწნელთა მიხსნენ ჩუენ. ყოველთა უსხეულოჲსა, მაცთურისა და კადნიერისა მტერთაგან დამიცუენ, ჩუენ, ქრისტეანობითნი აღსასრულნი უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი მომმადლენ და მიმთხუევასა ზიარებასა წმიდისა საიდუმლოჲსა ღირს მყვენ. წარმადგინენ შეუორგებელად მარჯუენით კერძო წინაშე საშინელსა სამშჯავროსა ღუთისასა და სმენად ნეტართა ბრძანებათა მისთა: მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ თქუენ სასუფეველი დასაბამითგან ქუეყანასა ამისა.“
სწრაფი ლოცვა – ძალიან მძიმე ვითარებაში, როცა არაფრის იმედი აღარ დაგრჩათ, თქვენი პრობლემები უფალს მიანდეთ. ის დაგეხმარებათ. ლოცვის შემდეგ მაღალ ძალებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეთ. მენდეთ, რამდენიმე დღეში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
„უფალო, არა ვუწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი ვითხოვო შენგან! შენ მხოლომან უწყი რაი არს ჩემდა სახმარ. გაქუს შენ სიყვარული ჩემი უფროის, ვიდრეღა ძალმიძს მე სიყვარული თავისა თვისისა. მამაო! მეც მონასა შენსა – რაიცა არცაღა მე ვუწყი რაი ვითხოვო. არა თავს ვიდებ კადნიერებასა თხოვად ჯვარისა, გინა ნუგეშინისცემისა. მხოლოდღა წარდგომილ-ვარ წინაშე შენსა და გული ჩემი განხმულ არს. ხედავ შენ საჭიროებასა ჩემსა, რომელსა მე ვერ ვხედავ! ხედვიდე და იქმოდე ჩემთანა მოწყალებისაებრ შენისა! მომწყლავდე და განმკურნებდე მე, დამცემდე და აღმადგინებდე. ვჰკრთი და უსიტყველ ვიქმნები წინაშე წმიდისა ნებისა შენისა და მიუწვდომელისა განგებულებისა შენისა. თავსა თვისსა მსხვერპლად შენდა შემოვსწირავ. მიგენებები შენ. არარაი მაქუს სურვილი, გარნა სურვილისა აღვასრულო ნებაი შენი. მასწავე მე ლოცვაი შენი – თვით შენ ილოცვიდე თავსა შორის ჩემსა. ამინ.“
ღვთისმშობლის მიმართ საჯანმრთელო ლოცვა და იესო ქრისტეს მიმართ სწრაფი ლოცვა ნებისმიერ რთულ სიტუაციაში დაგეხმარებათ. მთავარია, რომ გულწრფელად ილოცოთ. უფალი და ქალწული მარიამი აუცილებლად მოგისმენთ და დაგეხმარებათ! ყველაზე რთული მდგომარეობაც დროებითია და ზოგჯერ მათი დახმარებით მივდივართ იქ, სადაც საჭიროა. გახსოვდეთ, რომ შავ ზოლს ყოველთვის თეთრი მოსდევს და მალე თქვენს ცხოვრებაში სასწაულებრივი მოვლენები მოხდება!