მამაკაცმა ცოლი მიატოვა ტყუპ შვილებთან ერთად და წლების განმავლობაში არ გამოჩენილა, ერთ დღეს კი ისინი კვლავ შეხვდნენ.

3050

მარტოხელა დედის სტატუსს ბევრი ადამიანი უყურებს როგორც სტიგმას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალბედა მშობელს ქმარი ბედის ანაბარა ტოვებს. ეს წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ შეიძლება, მაგრამ არც თუ ისე იშვიათად ხდება ხოლმე. რა მოხდა ქეთის ცხოვრებაში და რატომ მიატოვა ის ქმარმა ყველაზე საჭირო დროს, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

მარტოხელა დედის სტატუსი

“20 წლის ვიყავი რომ გავთხოვდი, არცერთი წუთით არ მიფიქრია, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთე. დათო ძალიან მიყვარდა და მისგანაც უდიდეს სითბოს ვგრძნობდი. სამი წლის შემდეგ დავფეხმძიმდი, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად არ ვიყავით მყარად, სიხარულით შევხვდით ამ ამბავს.ქმარი თავს მევლებოდა, ყველაფერში მეხმარებოდა, როდესაც ექოსკოპიაზე გვითხრეს, რომ ბიჭი გვეყოლებოდა, დათო სიხარულისგან ატირდა. მეგონა, რომ წინ ბედნიერი და სიყვარულით სავსე ცხოვრება გველოდა. ქმარი პარალელურად აგრძელებდა იურიდიულზე სწავლას და კარიერაზე ფიქრობდა.

მაგრამ ყველაფერმა აზრი დაკარგა, როცა მოულოდნელად, ორსულობის 29 კვირაში მუცელი ამტკივდა და სრულიად მოუმზადებელი სამშობიაროში აღმოვჩნდი. მიუხედავად სირთულეებისა, ყველაფერი კარგად დამთავრდა.მაგრამ გავაჩინე არა ერთი, არამედ ორი ბავშვი. ექიმებმა მითხრეს, რომ ასეთი რამ ხდება ხოლმე და ექოსკოპია ხანდახან ცდება. ჩვილები რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, რადგან დღენაკლულები იყვნენ და განსაკუთრებული მოვლა სჭირდებოდათ.

ქმრის ღალატი – როდესაც ეს ჩემმა ქმარმა გაიგო, სახე წაეშალა და სიხარული საერთოდ არ გამოუხატავს. ვიფიქრე, რომ ისიც ჩემსავით შოკირებული იყო და ნელ-ნელა შეეგუებოდა ამ ამბავს, მაგრამ ასე არ მოხდა. როდესაც სამშობიაროდან გამწერეს და წასაყვანად მოგვაკითხა, გზაში ხმა არ ამოუღია. ვთხოვე საფენები ეყიდა, უხმოდ დამთანხმდა.ბედნიერი ვიყავი, რომ სახლში დავბრუნდით. ბავშვები დავაძინე და ვახშამი მოვამზადე. დათო საფენების საყიდლად იყო გასული, მაგრამ დააგვიანა. მერე აღმოვაჩინე, რომ სახლში რაღაც ნივთები აკლდა, ძირითადად ქმრის ტანსაცმელი და პირადი ნივთები. ჩემს ზარებს არ უპასუხა, მერე საერთოდ გამორთო. მივხვდი, რომ უბრალოდ გაიქცა.აცრემლებულმა დედას დავურეკე და მოვუყევი, ის და ჩემი და მაშინვე წამოვიდნენ ჩემს დასახმარებლად. მოგვიანებით დედამთილს დავუკავშირდი და მან ასე მიპასუხა: “ჩემი შვილი ძალიან პატარაა ამხელა პასუხისმგებლობისთვის. ის ეხლა იწყებს ცხოვრებას, უნდა ისწავლოს, კარიერაზე იზრუნოს თუ ბავშვები ზარდოს? თავიდანვე ვამბობდი, რომ თქვენი დაქორწინება შეცდომა იყო!”

ახალი ცხოვრება – თავი საშინელ სიზმარში მეგონა, ქმარმა ასეთ მდგომარეობაში მიმატოვა, დედამთილმა კი გაამართლა მისი საქციელი. რთული იყო იმის გაცნობიერება, რომ აწი მარტოს მომიწევდა შვილების აღზრდა, მადლობა ჩემს ოჯახს, რომ მხარში ამომიდგა და ყველანაირად მეხმარებოდა. სასამართლოს ძალით მივიღე განქორწინება და მარტოხელა დედის სტატუსი. დათოს არ უნდოდა ოფიციალური განქორწინება, მაგრამ ვაიძულე.რაღაცნაირად მოვახერხე უნივერსიტეტის დამთავრება და კარგი სამსახურის შოვნა. შვილები იმხელა მოტივაციას მაძლევდნენ, რომ სულ წინ მივდიოდი, გავიზარდე პიროვნულადაც და შევძელი საკუთარი იურიდიული ფირმის გახსნა. ამ ამბიდან 10 წლის შემდეგ ჩემი ქმარი ისევ გამოჩნდა.ის სამსახურს ეძებდა და არ იცოდა, რომ იქ დავხვდებოდი. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა სიამოვნება მივიღე, როდესაც ასეთი წარმატებული დავხვდი და გარეთ მივაბრძანე. ცხოვრება ყველაფერს თავის ადგილას აყენებს, მთავარია, იბრძოლოთ და არ დანებდეთ!”

რას გვასწავლის ეს ამბავი? – კრიტიკულ სიტუაციებში ყოველთვის ჩანს ადამიანის ნამდვილი სახე. მიუხედავად მომხდარისა, ქეთიმ არ დაკარგა რწმენა და შეძლო ფეხზე დადგომა. ის კიდევ უფრო მეტს გააკეთებს და ბევრს მიაღწევს. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს