უკვე ღრმად მეძინა, როდესაც უცებ დედაჩემის ხმა გავიგონე, რომელიც 5 წლის წინ გარდაიცვალა

2274

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.ეს ამბავი 10 წლის წინ გადამხდა თავს, მაგრამ დღემდე ვერ ვივიწყებ. აი, რა მოხდა.

მე და ჩემმა მეგობარმა ქალაქური ცხოვრებისაგან, აურზაურისა და ხმაურისგან დასვენება გადავწყვიტეთ. თავიდან სანადიროდ გვინდოდა წასვლა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, უბრალოდ სათევზაოდ წავსულიყავით.

ჩვენთან ერთი მდინარეა, ძალიან სწრაფი, მორევებით. მაგრამ, ჩვენ ვიცოდით ერთი მონაკვეთის შესახებ, სადაც მდინარე მშვიდი იყო. იქ ყოველთვის ბევრი თევზი იყო და ცურვაც შეიძლებოდა. მართალია, ჩასასვლელი და ამოსასვლელი ძალიან ციცაბო იყო, მაგრამ ამას არასოდეს შევუჩერებივართ. იქ ძალიან ხშირად დავდიოდით, ამიტომ ბილიკზე მოაჯირიც კი გავაკეთეთ, რათა ასვლა გაადვილებულიყო.

კარავს ყოველთვის მაღლა ვდგამდით. კარვის ზემოთ, ასე ვთქვათ, კარგი “ქვის სახურავი” იყო.იქიდან საოცარი ხედი იშლებოდა! ენით აღუწერელი სილამაზე იყო!ამჯერადაც გადავწყვიტეთ, რომ იმ მდინარისპირა ადგილას წავსულიყავით.თევზი დავიჭირეთ და ძალიან გემრიელი თევზის წვნიანი მოვამზადეთ! მე და კოტე საღამოს ცეცხლთან ვისხედით, მშვიდად ვსაუბრობდით, თევზის წვნიანს მივირთმევდით და სილამაზით ვტკბებოდით. სულში დიდი მადლიერება და სიმშვიდე გვქონდა.

ჩვენ არასდროს მიგვაქვს თან ალკოჰოლური სასმელი. ჩვენ ის უბრალოდ არ გვჭირდება, მის გარეშეც კარგად ვგრძნობთ თავს.მოკლედ, მე და კოტემ თევზის წვნიანი მივირთვით და დასაძინებლად წავედით.ამ დროს ჩემი მეგობარი მეუბნება:

  • ვერაფერი გამიგია! რაღაც მოუსვენრად ვარ!
  • დამშვიდდი! ყველაფერი კარგადაა! უბრალოდ მიმოიხედე გარშემო რა სილამაზეა! დავიძინოთ.დიახ, ალბათ მართალი ხარ.
  • დასაძინებლად დავწექით. როგორც კი უნდა ჩამძინებოდა, უცებ ვიღაცამ ჩამჩურჩულა:
  • წავიდეთ აქედან, ლუკა!

მე წამოვხტი, მეგონა, რომ კოტე მეხუმრებოდა, მაგრამ ამ დროს ჩემს მეგობარს ჩუმად ეძინა. ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი დამესიზმრა.როგორც კი თვალები დავხუჭე და ისევ უნდა ჩამძინებოდა, უცებ ძალიან გარკვევით გავიგონე დედაჩემის ხმა:

  • შვილო, ჩქარა ადექი, წადი აქედან და შენი მეგობარიც წაიყვანე!

ეს რომ გავიგე, სერიოზულად შემეშინდა, დავჯექი, ვერაფერი გამეგო. დედაჩემი ხომ ხუთი წლის წინ გარდაიცვალა.კოტეს ამ დროს მშვიდად ეძინა. ცოტა ხვრინავდა კიდეც.ცოტა ხანს ვიჯექი, დავმშვიდდი და ისევ დავწექი დასაძინებლად. როგორც კი უნდა ჩამძინებოდა, უფროსი ძმის ხმა მომესმა:

  • ლუკი! გავიქცეთ მალე!

ასე მხოლოდ ჩემი უფროსი მეძახდა. მასთან ერთად ზოგჯერ მეზობლის ბოსტნებს ვარბევდით ხოლმე. როდესაც ხედავდა, რომ ჩვენს დაჭერას შეძლებდნენ, ყოველთვის ასე ყვიროდა.მე წამოვხტი, დიდად ვერ ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი, მაგრამ კოტეს ვწვდი და ყვირილი დავიწყე:

  • გავიქცეთ!ის ნამძინარევი იყო და ვერაფერი გაეგო:
  • სად მივრბივართ? რატომ?!
  • სწრაფად! ვიყვირე მე და ერთად გამოვვარდით ჩვენი კარვიდან. ერთი წუთის შემდეგ ჩვენს უკან საშინელი ხმაური გაისმა. ირგვლივ მიმოვიხედეთ და ადგილზე გავიყინეთ: იმ ადგილს, სადაც ჩვენი კარავი იდგა, სწორედ ის “ქვის სახურავი” დაეცა. კარავში რომ დავრჩენილიყავით, აუცილებლად დავიღუპებოდით.

კიდევ კარგი, რომ კოტეს მანქანის გასაღები შარვლის ჯიბეში ედო. მთელი ღამე მანქანაში გავატარეთ. როდესაც ვუთხარი, რომ ჯერ დედაჩემმა მთხოვა ამ ადგილის დატოვება, შემდეგ კი ჩემმა ძმამ, რომელიც შვიდი წლის წინ გარდაიცვალა, კოტემ არ დამიჯერა.მაგრამ, მე ხომ რაღაც უცნობმა ძალამ მაიძულა დროულად გამეღვიძა, გამეღვიძებინა ჩემი მეგობარი და უსაფრთხო ადგილას გადავსულიყავით.

იმ შემთხვევის შემდეგ ეკლესიაში წავედი, სანთლები დავანთე და მადლობა გადავუხადე დედას და ძმას ჩემი და ჩემი მეგობრის გადარჩენისთვის.ზუსტად ვიცი, რომ არაფერი მომჩვენებია და მართლა გავიგონე დედაჩემის და ჩემი ძმის ხმა. ისინი იმ სამყაროდანაც კი ცდილობდნენ ჩემს გადარჩენას და მათ ეს მოახერხეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს