რა ხდება სახლში, რომელშიც ალოე ყვავილობს

4236

ჩვეულებრივი ოთახის ალოე, რომელიც ფანჯრის რაფაზე მორიდებულად დგას, რეალურად, გასაოცარი მცენარეა. მართალია, აყვავებული ალოე ცოტას თუ უნახავს საკუთარი თვალით, თუმცა, მცენარე გამოირჩევა მაღალი ენერგეტიკით, რომელიც იცავს სახლის ბინადრებს ჯადოს, დაავადებების, ავი თვალისა და უბედურებებისგან.

ეს მარტივად მოსავლელი მცენარე თავისი არსებობით ძალიან დიდხანს გაგახარებთ. ხუმრობაა თუ არა, ალოეს ას წელზე მეტხანს ცხოვრება შეუძლია. ასეთი “დღეგრძელები” ხშირად გადაეცემა მემკვიდრეობით თაობიდან თაობას და ოჯახის ერთგვარ თილისმად იქცევა.

ალოესთან დაკავშირებული ცრურწმენები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალოე პოზიტიური მცენარეა. იგი ყოველთვის დადებითად აისახება “სახლში არსებულ ამინდსა” და ოჯახის თითოეული წევრის შინაგან მდგომარეობაზე. სწორე ნათელი ენერგეტიკის გამო მოჰყავთ ეს მცენარე სახლში.

ჯანმრთელობა

ალოე განკურნებისა და განწმენდის სიმბოლოა. ამიტომ, მისი მოთავსება კარგია იმ ოთახში, რომელშიც ავადმყოფია. არ აქვს მნიშვნელობა, ფიზიკურადაა ავად თუ ფსიქიკურად. ითვლება, რომ ალოე გვეხმარება მწვავე დეპრესიის დროსაც კი, რამდენადაც სინათლესა და სითბოს, რომლებსაც თავად უხვად შეიცავს, ადამიანს გადასცემს და, დროთა განმავლობაში, დაავადებაც უკან დაიხევს.

მეტიც, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ამ სუკულენტის ზომასა და ასაკს. ალოე გეხმარებათ თავისი არსებობით, ამაში კი მცირე ზომები ხელს ვერ უშლის.

ძველად, სწორედ აყვავებულ ალოეს იყენებდნენ ძლიერი ტკივილების მოსაშორებლად და ჭრილობების სწრაფად შეხორცებისთვის. საინტერესოა: ალოეს ფოთლებს ახმობდნენ და შემდეგ თილისმად იყენებდნენ. მას ავადმყოფი ყელზე იკიდებდა, ამით კი მცენარის სამკურნალო როლი მთავრდებოდა.

ითვლება, რომ, თუ ზრდასრული ალოეს ფოთლები ხმობას დაიწყებს, მისი მორწყვის რეჟიმი და ნიადაგის ხარისხი კი არ შეცვლილა, ესე იგი, სახლში ან ბინაში რაღაც ცუდი მოხდება. ყვავილიც კი გაფრთხილებთ ამის შესახებ: იგი შეიცვლის ფერსა და ფორმას. სანამ მცენარე ნეგატიური ენერგეტიკის ნაწილს საკუთარ თავზე იღებს, სახლის ბინადრებმა უნდა იპოვონ და აღმოფხვრან ამ პრობლემის სათავე.

რწმენა და სიყვარული

იცოდით, რომ ალოე ქალღმერთ ვენერას სიმბოლო იყო? სწორედ ამიტომ ითვლება, რომ მცენარე გვჩუქნის სილამაზეს, ახალგაზრდობას, აძლიერებს რომანტიკულ ურთიერთობებს. არსებობს მოქმედებათა თანმიმდევრობაც კი, რომელიც სახლში ახალგაზრდა გოგონამ უნდა შეასრულოს, ცხოვრებაში სიყვარულის მოზიდვის მიზნით:

  1. მოკრიფეთ 13 ფოთოლი ძლიერი და ზრდასრული მცენარის ქოთნიდან ისე, რომ მას სტრესი არ შეუქმნათ.
  2. გონებაში სთხოვეთ მცენარეს პატიება.
  3. შეინახეთ ფოთლები 12 დღით ბნელ, სუფთა ადგილას.
  4. მეცამეტე დღეს ფოთლები დაწვით.
  5. ფერფლი მიმოფანტეთ საყვარელი ადამიანის სახლის ზღურბლის გასწვრივ.

ზოგიერთ ქვეყანაში, ტრადიციად ითვლება ქორწილზე ალოეს ჩუქება, კლასიკური ბუკეტის ნაცვლად. ახალდაქორწინებულები მცენარეს მოსახერხებელ ადგილას რგავენ და თვლიან, რომ სანამ იგი იზრდება და ვითარდება, მათ ქორწინებას არაფერი ემუქრება.

აყვავებული ალოე სახლში

სახლის პირობებში, ალოე ძალიან იშვიათად ყვავის. თუმცა, თუ მცენარე მცირე, თუმცა ხშირი ყვავილებით დახუნძლულ ისარს ამოიყრის, ითვლება, რომ სახლში კარგი ენერგეტიკაა და სრულყოფილი განვითარებისთვის აურაც შესაფერისია. ოჯახის ურთიერთობის, სულიერი თუ კარიერული განვითარებისთვის.

ზოგი იმასაც ამბობს, რომ ეს მფარველი ანგელოზი მათ დაეხმარა. და, თუ, მაგალითად, იმის გაგება გნებავთ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი დამადლება, უბრალოდ დაითვალეთ ფურცლების რაოდენობა ერთ ყვავილზე. ციფრი წლების რაოდენობას აღნიშნავს.

მნიშვნელობა აქვს იმ ადგილსაც, სადაც ალოეს ქოთანს დადგამთ. აღმოსავლეთის მხარე გვპირდება ოჯახში ურთიერთობების მოწესრიგებას,კონფლიქტების აღმოფხვრას, ფინანსურ ჰარმონიასაც კი. თუ ალოე სამხრეთით დაიდგმება, მისი მფლობელები მალევე იგრძნობენ გაუმჯობესებას პირად ცხოვრებაში ან ახალი რომანტიკული გრძნობების გაჩენას საჭირო ადამიანისადმი.

იმ ოთახში, რომელშიც ალოე დგას, იგრძნობთ, რამდენად გაგიმარტივდათ სუნთქვა, იქ უფრო კომფორტულია მუშაობა და დასვენება, აზრები, როგორც იქნა, ერთ დასკვნამდე მიდიან.

ჩვენი რედაქცია გისურვებთ, რომ ეს შეგრძნებები მუდმივად თან გახლდეთ, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს