10 რამ, რაც ყველა ქალს ნამდვილად სურს, მაგრამ შეიძლება არ ამბობს.

275

”რა სურთ ქალებს?” ეს კითხვა კაცობრიობას, უფრო მეტად კი მამაკაცებს, დიდი ხანია აწუხებთ, მაგრამ დასაბამიდან არსებული ერთობლივი არსებობისა და ურთიერთობის მიუხედავად საკითხი მაინც პასუხგაუცემელი და ამოუცნობი რჩება. ხშირად მამაკაცები სულ უბრალო რამეშიც კი იჭრებიან, მხოლოდ იმიტომ რომ არასწორად ფიქრობენ ქალთა სურვილების შესახებ.

ბუნებრივია ყველა ქალი ერთნაირად ვერ იფიქრებს, ყველას თავისი ხასიათი და გუნება აქვს, მაგრამ არის ზოგადი, ქალური ნიშნები და მახასიათებლები, რაც ყველა მშვენიერი სქესის არსებას აერთიანებს.

თუ გნებავთ უკეთესი ურთიერთობა გქონდეთ ქალბატონებთან და მათი მოწონება დაიმსახუროთ გაეცანით შემდეგ 10 სურვილს, რომელიც ყველა ქალს გააჩნია.

1) ყველა ქალს სურს, მის მიერ მომზადებულ კერძსა თუ ნამცხვარს დადებითად აფასებდნენ, ასე რომ ნუ დასწყვეტთ მათ გულს და ნუ მიახლით პირში რომ ასეთი საშინელი ჯერ არაფერი გიჭამიათ.

2) ყველა ქალს სურს ჰქონდეს დიდი, კრიალა სამზარეულო, რომელიც ყველა საჭირო ტექნიკით იქნება აღჭურვილი.

3) ყველა ქალის სურვილია მის მეუღლეს ან შეყვარებულს ახსოვდეს მათი შეხვედრის ან ქორწინების და სხვა მსგავსი თარიღები.

4) შეიძლება ამას არ გაგრძნობინებთ, მაგრამ ყველა ქალს სურს გაუკეთონ სიურპრიზები და საჩუქრები.

5) ყველა ქალს სურს, ერთხელ მაინც რჩეულმა საუზმე ლოგინში მიართვას.

6) ყველა ქალს სურს იმაზე უკეთ გამოიყურებოდეს, ვიდრე გამოიყურება.

7) ყველა ქალს სურს ჰყავდეს თუნდაც ერთი თაყვანისმცემელი, მეუღლისა თუ შეყვარებულის გარდა.

8) ყველა ქალს სურს მსუბუქი ფლირტი უცხო მამაკაცებთან.

9) ყველა ქალს სურს თვლიდნენ სექსუალურად.

10) ყველა ქალს სურს ულიმიტო საშოპინგე ბარათი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს