მითხარი რისი გეშინია და მე გეტყვი, თუ ვინ ხარ შენ

371

ამერიკაში ჩატარებული კვლევა:

თითქმის ერთდროულად გამოქვეყნდა ორი დიდი კვლევის შედეგი ადამიანების შიშების შესახებ. სოციოლოგებმა ჩემპენსკის უნივერსიტეტიდან (კალიფორნია) დაკითხეს 1500 ამერიკის მოქალაქე, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, რასისა და განათლებისა. მათ დასვეს რამდენიმე სხვადასხვაგვარად ფორმურილებული შეკითხვა, რათა გაეგოთ, თუ რისი ეშიანიათ და რა აწუხებთ ხალხს. ტოპ 5 შიში, ცოტათი პარადოქსული აღმჩნდა. ამერიკელებს ეშინიათ: ქუჩაში ღამ-ღამობით სიარულის, ასევე მათ ეშინიათ პირადობის მოწმობის დაკარგვის, მოპარვის, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანები სხვის პირადობის მოწმობას ცუდი მიზნებისათვის იყენებენ. ამერიკის მოსახლეობის დიდ ნაწილს ასევე ეშინია იმ პრობლემებისა, რასაც იწვევს ინტერნეტის მომხმარება. გარდა ამისა ერთ-ერთ გავრცელებულ შიშებს წარმოადგენენ შემთხვევით სროლებში მოხვედრა და პუბლიკის წინაშე წარდგომის შიში.

რატომ ეშინიათ ადამიანებს ინტერნეტის გამოყენების? არსებობს ამის რამდენიმე მიზეზი: პირადი ნომრის მოპარვა. როდესაც გავდივართ რეგისტრაციას სხვადასხვა საიტებზე, ხშირად ვიყენებთ პირად ნომერს, რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება და ხშირია შემთხვევა, როდესაც ადმიანები სხვის პირად ნომერს თაღლითობისათვის იყენებენ. ასევე ცნობილია ფაქტი, რომ თითოეული ჩვენი მოქმედება ინტერნეტში კონტროლდება და თვალთვალის ქვეშაა. გარდა ამისა, კარგადაა ცნობილი, რომ ინტერნეტი წარმოადგენს 21 საუკუის დაავადებას.

ზემოთ ჩამოთვლილი შიშების გარდა, მოსახლეობაში პანიკასა და შიშს იწვევს ბუნებრივი სტიქიების და კატასტროფები. მაგალითად: ტორნადოები და ქარიშხლები, მიწისძვრები, წყალდიდობები, ეპიდემიები, ავარიები რის გამოც წყდება ელექტრო მომარაგება და ა.შ. კვლევის ხელმძღვანელი კრისტოფერ ბეიდერი ამბობს: “ხალხის აზროვნებიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოში იზრდება დანაშაულების რიცხვი, პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ადამიანების შიშებზე და შეშაბამისად ისინი პანიკაში ვარდებიან, რომ შეიძლება ისინიც გახდნენ კრიმინალის მსხვერპლი, თუმცა სინამდვილეში ყველა კვლევა ამტკიცებს, რომ კრიმინალის რიცხვა კი არ მოიმატა, არამედ გასულ 2 ათეულ წელთან შედარებით რამდენჯერმე დაიკლო, მაგრამ რა გაეწყობა, ადამიანის ფსიქიკა ასეა მოწყობილი”.

მკვევარები შეეცადნენ გაერკვიათ მიზეზები, თუ რატომ ეშინია ხალხს პუბლიკის წინაშე წარდგომის. მათ გამოიკვლიეს უამრავი ფაქტორი: ასაკი, რასა, განათლება, წარმომავლობა, პოლიტიკური შეხედულებებიც კი, თუმცა ისინი მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივიდნენ. ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ სახალხოდ გამოსვლის, პუბლიკის წინაშე წარდგომის, ნაკლებად განათლებულნი არიან და ატარებენ დიდ დროს ტელეეკრანების წინ.

მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კვლევა:

კვლევების დამოუკიდებელი ცენტრის წარმომადგენლებმა დაკითხეს 44 სახელმწიფოს მოსახლეობა. მათ დასვეს შემდეგი შეკითხვა: “რომელია თქვენ გადმოსახედიდან ყველაზე სერიოზული გლობალური საფრთხე, რომელიც გემუქრებათ თქვენ?”. როგორც მოსალოდნელი იყო, მათი შიშები გამომდინარეობდა მათი საცხოვრებელი გარემოსაგან, თუ რა გლობალური პრობლემებია აქტუალური მათ რეგიონში.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კვლევები ჩატარდა შემოდგომას, როდესაც აქტუალურია სხვადასხვა სახის ეპიდემიები, მაგალითად ებოლა აფრიკაში და ა.შ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ფაქტი, რომ სწორედ ამ დროს დაიწყო ისლამური სახელმწიოფების აქტიური თავდასხმები სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე.

მოკლედ, ეკვატორულ სარტყელში მოთავსებულ აფრიკაში, ყველაზე მეტად ეშინიათ ინფექციური დაავადებების და შიდსის, ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ასევე მოიცავს ისლამურ სახელმწიფოებს, ყველაზე დიდ საფრთხედ თვლიან რელიგიურ და ეთნიკურ სხვაობებს, ევროპელებს აღელვებთ სოციალური უთანასწორობა, იაპონელებს ეშინიათ საფრთხის, რომელიც დაკავშირებულია ატომურ იარაღთან, ხოლო ამერიკაში, ისევე როგორც აღმოსავლეთ ქვეყნებში, აღელვების ფაქტორს წარმოადგენენ რელიგიური და ეთნიკური სხვაობები.

საქართველოში ჩატარებული კვლევა:

ამგვარი კვლევები ასევე ჩატარდა საქართველოშიც. სოციოლოგებმა თბილისის ქუჩებში დაკითხეს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი და კითხვაზე, თუ რისი ეშინიათ მათ, უმარავი განსხვავებული პასუხი მიიღეს. კვლევების მიხედვით, ყველაზე გავრცელებულ შიშს წარმოადგენს საკუთარი შვილების და ახლო ადამიანების ავადმყოფობა, რომელსაც განიცდის მოსახლეობის 40%. ასევე მოსახლეობის 27% ეშინია მესამე მსოფლიო ომის დაწყების, გარდა ამისა აქტუალურია სიღარიბის შიში, რომელსაც განიცდის მოსახლეობის 22%, ხოლო რაც შეეხება მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს, მათ ეშინიათ კრიმინალის, რომლის მსხვერპლიც თავად შეიძლება გახდნენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს