ვივიენის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ერთ ისტორიას გაგიზიარებთ.გიორგიმ და ნინიმ ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს. ნინი სტუდენტი იყო, გიორგი კი – ახალგაზრდა მასწავლებელი. მას სწავლა ახალი დამთავრებული ჰქონდა.გიორგი და ნინი მალევე მიხვდნენ, რომ ერთმანეთისთვის იყვნენ შექმნილები. ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ დაქორწინდნენ, რაც ნინიმ სწავლა დაამთავრა და სამსახურში მოეწყო.
გიორგის და ნინის მშობლები შეძლებულები იყვნენ, ამიტომ ახალგაზრდებს ქორწილში კარგი საჩუქარი გაუკეთეს. მათ ფული დადეს და მათ კარგი ბინა უყიდეს. ქორწილის შემდეგ ახალგაზრდები საცხოვრებლად ამ ბინაში გადავიდნენ.შვილების გაჩენას ჯერ აპირებდნენ. ნინის უნდოდა, რომ ჯერ ემუშავა. ნინი მხოლოდ 5 წლის შემდეგ დაფეხმძიმდა და შესანიშნავი ბიჭი გააჩინა. ბიჭს ლევანი დაარქვეს. ის ყველას უყვარდა და მას ყველა ათამამებდა. მიუხედავად ამისა, ის ძალიან მშვიდი და ზრდილობიანი ბავშვი იყო. სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა. თუმცა, სპორტი საერთოდ არ აინტერესებდა. ის საათობით კომპიუტერთან იჯდა, ამიტომ სკოლის დამთავრების შემდეგ სწორედ კომპიუტერული ინჟინერიის შესასწავლად წავიდა.
სწავლის დამთავრების შემდეგ, ლევანმა ონლაინ რეჟიმში დაიწყო მუშაობა მსხვილ უცხოურ კომპანიაში.პირველივე ხელფასის შემდეგ, ლევანმა ბინა იქირავა და ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. მშობლებს თავისი ცხოვრების შესახებ ბევრს არ უყვებოდა. ის მშობლებთან სტუმრად მოდიოდა ხოლმე, მაგრამ საკუთარ ამბებს მათ არ უყვებოდა.ერთ დღესაც მშობლებთან მივიდა და უთხრა, რომ შეყვარებული ჰყავდა და მალე დაქორწინებას აპირებდა. ამ სიახლემ მისი მშობლები ძალიან გააკვირვა.
- როგორ თუ ცოლი მოგყავს? ჩვენ ხომ იმ გოგოს არ ვიცნობთ. ჩვენ არ ვიცით, ვინ არის ის და ვინ არიან მისი მობლები!
- საშიში არაფერია! ქორწილში გაიცნობთ!
- იქნებ, შენი საცოლე უკვე ფეხმძიმედ არის?
- არა, ფეხმძიმედ არ არის. რომც ყოფილიყო, ეს მხოლოდ ჩვენი საქმეა.
- ამას როგორ ამბობ, შვილო. ჩვენ ხომ შენი მშობლები ვართ. ჩვენ გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რა ხდება შენს ცხოვრებაში.
- კარგი. ჩვენ ხვალ თქვენთან სტუმრად მოვალთ. მოემზადეთ.
ნინიმ ძალიან კარგი სუფრა გაშალა. მომავალ რძალს უნდა დაჰხვედროდა.როდესაც ლევანმა თავისი თამუნა მოიყვანა, ნინი უბრალოდ შოკში ჩავარდა. ეტყობოდა, რომ თამუნა სოფლიდან იყო, სრულიად გაუნათლებელი. მან ნორმალურად საუბარიც კი არ იცოდა.მოკლედ, თამუნას გაცნობის შემდეგ, ნინიმ მთელი თავისი ძალები იმაზე მიმართა, რომ ლევანს გადაეფიქრებინა მასზე დაქორწინება. მაგრამ ლევანი საკუთარ გეგმებზე უარის თქმას არ აპირებდა.
- თამუნა ძალიან კარგი ადამიანია. როდესაც უკეთესად გაიცნობთ, აუცილებლად შეიყვარებთ.
მოკლედ, მათ ქორწილისთვის მზადება მოუწიათ. ქორწილში ლევანის მშობლებმა თამუნას დეიდა გაიცნეს, სწორედ, მისი გაზრდილი იყო თამუნა. თამუნას დედა თავის ქმარს გაშორდა და თავისი გოგონა მიატოვა. ის გასაზრდელად დეიდამ წაიყვანა თავისთან.ლელა დეიდა ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ქალი იყო.თამუნამ სკოლა დაამთავრა და პედაგოგიურ კოლეჯში ჩააბარა. სწავლის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, მან საბავშვო ბაღში დაიწყო მუშაობა. მას ბავშვები ძალიან უყვარდა და იყო ძალიან შრომისმოყვარე და კეთილი ადამიანი. ამიტომ, ის ძალიან უყვარდათ ბავშვებსა და კოლეგებსაც.ქორწილის შემდეგ ნინი თამუნას ბევრად უფრო უკეთესად ექცეოდა.
ლევანმა საკუთარი სახლის აშენება გადაწყვიტა. მათ გადაწყვიტეს, რომ ფულის დაზოგვის მიზნით დროებით მშობლებთან გადმოსულიყვნენ საცხოვრებლად.ნინი თავისი რძლით უბრალოდ აღფრთოვანებული იყო. ის ასწრებდა სამსახურში სიარულსაც, სახლის დალაგებასაც და საჭმლის მომზადებასაც. ნინის სამსახურის შემდეგ დასვენების საშუალება ჰქონდა. მან უკეთ გაიცნო თავისი რძალი და ძალიან შეუყვარდა.ნინიმ შენიშნა, რომ ლევანიც უკეთესად იქცეოდა. ის ცდილობდა ყველაფერში დახმარებოდა თავის მეუღლეს.
რამდენიმე ხანში სახლის პირველი სართული მზად იყო და ლევანი და თამუნა ახალ სახლში გადავიდნენ. 6 თვის შემდეგ, თამუნა დაფეხმძიმდა და ტყუპები გააჩინა: ბიჭი და გოგო.ლევანის მშობლებს შვილიშვილები ძალიან უყვართ და უყვართ თავიანთი რძალიც. ნინის დღემდე რცხვენია იმის გამო, რომ ასე ძალიან არ სურდა მათი დაქორწინება.