შენ ეი, არარაობავ, ძველ ხალათში! – ასე მომმართავდა ქმარი ბოლო პერიოდში

2849

ჩემი ქმარი ალაგებდა თავის ნივთებს. არა, არც მივლინებაში მიდიოდა, არც შვებულებაში და არც სამოგზაუროდ. ის მხოლოდ ბარგს აწყობდა, რათა მომშორებოდა მე და ჩვენს შვილებს.

  • ბავშვებს ხშირად ვნახავ. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
  • არა, წინააღმდეგი არ ვარ. მოდი როცა გინდა.

გიორგიმ  თავისი ნივთები ჩაალაგა და ჩემს ყოფილ მეგობარ ნატასთან წავიდა.გიორგი მრავალი წელი მღალატობდა, მაგრამ მე მას ყველაფერს ვპატიობდი. რატომ? თავიდან იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა. შემდეგ კი ბავშვების გულისთვის.ჩვენი ქორწინების განმავლობაში ძალიან შევიცვალე. რაც მქონდა იმისგან, მხოლოდ სქელი თმა და მწვანე თვალები დამრჩა. საშინლად გავსუქდი, მოვიმატე 20-25 კილოგრამი და ვეღარ დავიკელი

როდესაც გიორგი წავიდა, დავიწყე სახლის დალაგება. ზოგადად დასუფთავება ძალიან მიყვარს, მამშვიდებს.ვალაგებდი და ვიხსენებდი წარსულს. როცა მეხუთე კლასში ვიყავი, მამა გარდაიცვალა. ამის შემდეგ დედამ სხვა ქალაქში გადასვლა გადაწყვიტა. გიორგი მეთერთმეტე კლასამდე ჩემთან ერთად იჯდა. კარგად ვსწავლობდი და სწავლაში ვეხმარებოდი. ძალიან ლამაზი ვიყავი და ერთმანეთი შეგვიყვარდა.სკოლის დამთავრების შემდეგ დავქორწინდით, დავორსულდი. ორსულობა ძალიან რთულად მიმდინარეობდა და დიდი დრო გავატარე კლინიკაში. მაშინ გიორგიმ პირველად მიღალატა – ჩვენს სახლში სხვა ქალი მოიყვანა. ამის შესახებ მეზობელმა მითხრა. ქმარმა პატიება ითხოვა და თქვა, რომ ეს აღარ განმეორდებოდა. დავუჯერე და ვაპატიე.

ორსულობის დროს უკვე დავიწყე წონაში მატება. წელი გაქრა, თეძოები დამიმრგვალდა. მეგონა, რომ თუ ჩემს ქმარს მეტ სიყვარულს მივცემდი, აღარ მოინდომებდა ღალატს, მაგრამ ძალიან ვცდებოდი.გოგო გავაჩინე. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ შემდეგ ბავშვთან ერთად საავადმყოფოში მოვხვდი. ამ დროს გიორგიმ ისევ მიღალატა. უკვე ჩემს საუკეთესო მეგობარ ნატასთან.

  • -შენ ძალიან სიმპათიური ხარ, ფულიც გაქვს. რატომ ცხოვრობ მარისთან? ის ხომ საშინლად გამოიყურება! მსუქანია, გამუდმებით გაქუცული ხალათით დადის. რაში გჭირდება ის? – გამუდმებით აწვეთებდა ჩემს ქმარს ნატა.ქმარმა რომ ისევ მომატყუა, მეორე დღესვე გავიგე. ეს მისი თვალებით მივხვდი და თან ქალის სუნამოს სუნი ასდიოდა.

სარკეში ჩემს თავს ვუყურებდი და საშინლად არ მომწონდა. რატომ გავხდი ასეთი მსუქანი? რა უნდა გავაკეთო?საავადმყოფოდან სახლში აღარ დავბრუნებულვარ, დედასთან მივედი და ყველაფერი ვუთხარი. მან კი მითხრა, სისულელე არ გამეკეთებინა და ჩემს ქმარს დავბრუნებოდი.

  • ბავშვის მარტო გაზრდა ძალიან რთულია. მალე ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნები. მაგრამ სასწრაფოდ გჭირდება წონის დაკლება. ნაკლები ჭამე!დედას დავემორჩილე და გიორგის დავუბრუნდი. თუმცა, ის აგრძელებდა ჩემს მოტყუებას. მე კი ვითომ ვერაფერი ვამჩნევდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მტკიოდა გული.ასე ვიცხოვრეთ სამი წელი. მერე ისევ დავორსულდი და ბიჭი გავაჩინე, მაგრამ ერთი წლის მერე გიორგიმ ჩაალაგა თავისი ნივთები და დაგვტოვა.
  • რატომ დაგვტოვა მამამ? – ხშირად მეკითხებოდა ქალიშვილი.
  • არ დაგვტოვა, ის უბრალოდ დიდ ხნიან მივლინებაში წავიდა!

ერთ დღეს ბავშვები დავაძინე და ლეპტოპს მივუჯექი. ვეწვიე ჩემი ქმრის გვერდს და ვნახე მისი ახალი ფოტოები. ის იქ ბედნიერი იყო ჩემს მეგობარ ნატასთან ერთად.ნატას დავურეკე…

  • ანუ, გიორგი შენთან არის?
  • დიახაც, მე ის სკოლაშივე მიყვარდა. მან კი ცოლად შენ მოგიყვანა. მაშინ მართლა ულამაზესი იყავი, ახლა კი საშინლად გამოიყურები! დადიხარ ძველი ხალათით, საშინლად გასუქდი, უბრალოდ, ღორს ჰგავხარ!
  • -როგორ შეგეძლო ასე მოქცევა, ჩვენ ხომ ორი შვილი გვყავს?
  • – მერე რა? მე ვერ გავუშვებ ამ შანსს ხელიდან!

გადავწყვიტე საკუთარ თავზე მეზრუნა და ფიტნეს ცენტრში დავრეგისტრირდი.ერთი კვირის შემდეგ ნატას ყოფილი ქმარი, სანდრო შემხვდა და სახლამდე მიმიყვანა და დამშვიდობებისას მითხრა:

  • თუ რამეში დახმარება გჭირდება, ნუ მოგერიდება დარეკვა!
  • მადლობა!

მეორე დღეს ფიტნეს ცენტრში წავედი. იქ ბევრი ხალხი იყო. სარბენ ბილიკზე დავიწყე მუშაობა. ვიცოდი, რომ სირბილი კარგად აკლებინებდა წონაში. ქანცის გაწყვეტამდე ვირბინე, მერე კი დავეცი.ვიღაც მამაკაცი დამეხმარა წამოდგომაში. ავხედე და ჩემს წინ ნატას ყოფილი ქმარი იდგა.

  • არ შეიძლება ასე ინტენსიურად ვარჯიშის დაწყება. წამოდი, ჩაი დავლიოთ და ყველაფერს გასწავლი.

ჩვენ ძალიან დიდხანს ვესაუბრეთ. სასიამოვნო და საინტერესო იყო ამ ადამიანთან ურთიერთობა.მან ჩემი შვილებიც მოიკითხა, ჩემი მდგომარეობითაც დაინტერესდა, რაც გიორგის არასდროს გაუკეთებია.შემდეგ მე და სანდრომ დავიწყეთ ტელეფონით კომუნიკაცია.ჩემს თავს მიზნად დავუსახე: დამეკლო წონაში და დამემტკიცებინა ნატასთვის, რომ მასზე უკეთესი ვარ. ძალიან მინდოდა გიორგის ეგრძნო, რომ შეცდომა დაუშვა, როცა მიმატოვა.

როცა პირველი ხელფასი ავიღე, ორი ძალიან მოდური და ლამაზი კაბა ვიყიდე. მეორე ხელფასით შევიძინე ფეხსაცმელები, შემდეგ სილამაზის სალონში წავედი.ქუჩაში მამაკაცები უკვე თვალს მაყოლებდნენ და ეს ძალიან სასიამოვნო  და უჩვეულო იყო ჩემთვის.ფიტნეს ცენტრში სამთვიანი მძიმე შრომით 20 კილოგრამის დაკლება მოვახერხე.და ერთ დღეს ნატამ და გიორგიმ მოისურვეს ბავშვების ერთად გასეირნება პარკში. მე დავეთანხმე და როცა მივედი, ისინი უბრალოდ დამუნჯდნენ! ღირდა ფიტნეს ცენტრში მრავალსაათიანი ვარჯიში ამად!ბავშვები ნატას და გიორგის დავუტოვეთ, მე და სანდრო კი სასეირნოდ წავედით. არავის აღარ ვუმალავდით ჩვენს ამბავს. მალე დავქორწინდით და ერთად დავიწყეთ ცხოვრება. შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. სასიამოვნოა, როცა თავს გრძნობ ქალად, რომელიც ძალიან უყვართ და პატივისცემით ექცევიან.

გიორგის და ნატას კი არ ჰქონდათ ჰარმონიული ურთიერთობა. მაგრამ ეს საერთოდ არ მაწუხებდა. მე მიყვარს სანდრო და მასაც ვუყვარვარ. ჩვენ ძალიან კარგად ვართ ერთად.ექვსი თვის შემდეგ გიორგი და ნატა განქორწინდნენ. მიხვდნენ, რომ ერთმანეთს საერთოდ არ შეეფერებოდნენ. ახლა ჩემი ყოფილი ქმარი მარტო ცხოვრობს.მან დამკარგა და მე კი აღარასოდეს დავუბრუნდები…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს