7 ტყული, რომლითაც ვიღუპავთ საკუთარ თავს

395

თითოეული ადამიანი, თუნდაც ყველაზე წარმატებულები და ენერგიულები, ხანდახან განიცდიან სიზარმაცის გრძნობას და ცდილობენ თავიდან აირიდონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები. ზოგი ადამიანი სიზარმაცის შემოტევებს უმკლავდება, აბარებნ უნივერსიტეტში და ემზადებიან მწვერვალების დასაპყრობლად, ხოლო სხვები ამჯობინებენ უმოქმედობას და არ იბრძვიან საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, რაც განაპირობებს წარუმატებელ კარიერას და მატერიალურ შეზღუდვას. და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ამ ადამიანმა ვერ დასძლია სიზარმაცე.

მე არ ვარ ის.

“რატომ მიაღწია, შესძლო, გააკეთა მან, ხოლო მე ვერა? მარტივია, მე ხომ არ ვარ ის. აი ის როგორი ჭკვიანია, ძლიერია, სწრაფია, მდიდარია და მე?”

ჩვენ ყველა იდენტურები ვართ. ყველას განსხვავებული უნარები და საწყისი შესაძლებლობები გვაქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას აქვს სუპერ შესაძლებლობები, ხოლო სხვებს – არა. ჩვენ გვიყვარს თავის შედარება სხვებისათვის, რომლებიც იმყოფებიან კარიერული წარმატების ზენიტში და გვავიწყდება ის ფაქტი, რომ ოდესღაც მათაც ნულიდან დაიწყეს. ამიტომ მართებული იქნება ვიფიქროთ შემდეგნაირად:
“მან თუ შესძლო, მაშინ მეც შევძლებ!”

მე ასეც კარგად ვგრძნობ თავს.

“რატომ ავიტკიო აუტკიებელი თავი, მე ხომ ასეც მშვენივრად ვგრძნობ თავს?”

ძალიან კარგია, როდესაც კმაყოფილი ხართ საკუთარი არსებობითა და ყოფით. მაგრამ რას იტყვით მომავალზე? გახსოვდეთ, რომ არანაირი მდგომარეობა, სიტუაცია არ გრძელდება სამუდამოდ და მაინც დადგემა ცვლილებების დრო თქვენს ცხოვრებაში, მიუხედავაად იმისა, გაქვთ თუ არა ამის სურვილი. უკეთესი იქნება, მზად დახავდებით ცვლილებებს, ამისათვის კი საჭიროა გაიზარდოთ!

მე შემიძლია გავაკეთო ეს მოგვიანებით.

“ამ წუთას ძალიან დაკავებული ვარ. მე მყავს შვილები, მაქვს სამსახური, მოვალეობები, ძაღლი. გავთავისუფლდები ცოტათი და შემდეგ დავიწყებ”.

საქმის გადადება ანადგურებს ყოველივე დაწყებულს ისე, რომ ვერც კი მიხვდებით და გაათვითცნობიერებთ ამას. “დღეს” გადაიქცევა “ხვალ”, “ხვალ” – “ზეგ”, “ზეგ” – “ერთი წლის შემდეგ”, ხოლო “ერთი წლის შემდეგ” – “არასდროს!”
ამ პრობლემოის თავიდან არიდება ძალიან მარტივია. უბრალოდ თავს ძალა დაატაეთ და ყოველ წუთს გაიმეორეთ:
“რატომ გადავდო ხვალისათვის და არ გავაკეთო დღეს?”

არ ვიცი როგორ.

“გავაკეთებდი, რომ მესწავლა და მცოდნოდა, მაგრამ არ ვიცი, როგორ?”
გახსოვდეთ, რომ არასდროსაა გვიან ისწავლოთ და მიაღწიოთ წარმატებას ცხოვრებაში. მითუმეტეს დღეს, როდესაც ინტერნეტში დევს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, სასწავლო კურსები. მოტივირდით და იბრძოლეთ წარმატების მისაღწევად.

ეს არც ისე მნიშვნელოვანია.

“პრინციპში, ჩემთვის სულ ერთია. ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩემთვის”.
ეს ძალიან დიდი და საშიში ტყუილია. თქვენი სიცოცხლე და ის მოვლენები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ მასზე, ძალიან მნიშვნელოვანია! არავინ გააკეთებს საქმეს თქვენს მაგიერ, ვერ გასწავლით და ვერ დაგეხმარებათ, თუკი თავად ჩაიქნიეთ ხელი საკუთარ ცხოვრებაზე.

მეშინია.

“რომ არ გამომივიდეს? ყველა დამცინებს, ან შემიცოდებს.
წარმატებას ყოველთვის წინ უძღვის უიღბლობა. ყველაზე წარმატებულ ადამიანებს, ყველაზე მეტი კრახი აქვთ განცდილი ცხოვრების მანძილზე. ამიტომ ჯობია დაივიწყოთ შიშები და იფიქროთ:
“თუკი არ ვცდი, სწორედ ამ შემთხვევაში დამცინებს და მითანაგრძნობს ყველა”.

არ მიყვარს ცვლილებები.

“მე არ მაინტერესებს თქვენი აზრები და იდეები. მე მიყვარს ერთფეროვნება, მერე რა?”
სანამ ბოლომდე ჩაიკეტებოდეთ საკუთარ ნაჭუჭში, ჯობია გაიხსენოთ, რომ სწორედ ცვლილებებმა მოგცეს ყველაფერი, რაც დღეს გაგაჩნიათ და რაც სიამოვნებას განიჭებთ. ამ ქვეყანას კი სწორედ იმიტომ მოევლინეთ, რომ თქვენმა მშოვბლებმა გადაწყვიტეს ცვლილება საკუთარ ცხოვრებაში. რაკარგია, რომ თქვენი მშობლები არ იყვნენ ერთფეროვნების მოყვარულნი, არა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს