როგორი გოგონები მოსწონთ მამაკაცებს? რა უნდა გავითვალისწინოთ მათთან ურთიერთობისას? შეუძლიათ თუ არა სიყვარული?
– ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო მოსაზრება აქვს ქალბატონს, რომელმაც სახელად grumbler girl აირჩია.
აი, რას წერს იგი:
1. რეალურად, ბიჭებისთვის მთავარი გარეგნობა არ არის. მათ მოწესრიგებული და ინტელექტუალური გოგონები უფრო მეტად ხიბლავთ.
2. ისინი ვერ იტანენ, როდესაც მათი რჩეული სხვას ეპრანჭება.
3. ბიჭს შეიძლება მოსწონდე ერთი წუთით, მეორე წუთას კი შეიძლება, აღარც ახსოვდე.
4. როდესაც გეუბნება, რომ შენი არ ესმის, ეს მართლაც იმას ნიშნავს, რომ განსხვავებულად აზროვნებ.
5. “რას შვრები?” “როგორ ხარ? “- მათ მიერ დასმული პირველი კითხვა, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ დაძაბულობის მოსახსნელად სჭირდებათ.
6. ბიჭები შეიძლება მთელი დღის განმავლობაში ეფლირტავებოდნენ არაერთ გოგოს, მაგრამ ძილის წინ მაინც იმ ”ერთზე” ფიქრობენ.
7. გიჟდებიან საყვარელი გოგონას ღიმილზე.
8. ყველაფერზე წამსვლელები არიან, ოღონდაც ”მისი” ყურადღება მიიქციონ.
9. ვერ იტანენ, როდესაც ყოფილ შეყვარებულზე ლაპარაკობ.
10. ბიჭებიც ტირიან!
11. მათ არ შეუძლიათ ბევრი ოცნება და არც არაფერს იმედოვნებენ.
12. კაცი ყოველთვის ცდილობს მოიპოვოს იმ გოგონას გული, რომელმაც ის არაფრად ჩააგდო.
13. როდესაც გოგონა ამბობს ”არა”-ს, ბიჭისთვის ეს ნიშნავს: – ”ხვალ კიდევ ერთხელ უნდა ვცადო”.
14. ბიჭები ვერ იტანენ გეებს.
15. ძალიან უყვართ დედა.
16. ყოველთვის ზედმეტად პირდაპირები არიან.
17. თუ ბიჭი თავის პრობლემაზე გიყვება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სჭირდება ადამიანი, ვინც მოუსმენს. P.S. უბრალოდ, მოუსმინე და თავი შეიკავე ზედმეტი რჩევებისგან!
18. ბიჭების უმეტესობას ურჩევნია, გოგოს ტვინი ჰქონდეს, ვიდრე – მხოლოდ გრძელი ფეხები.
19. მათი ფანტაზია შეუზღუდავია.
20. ბიჭისთვის შეიძლება ბევრად რთული აღმოჩნდეს განშორება, ვიდრე – გოგოსთვის.
21. აქვთ მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა, ვიდრე გოგონებს.
22. თუ სერიოზული ტონით იწყებს ლაპარაკს, მთელი სერიოზულობით მოუსმინე.
23. თუ ის გაჩუმდა, სიტყვებს ვერ პოულობს, მაშინ ერიდე ამ სიჩუმეს და თავად შეაშველე სიტყვა.
24. მათ არ სჯერათ ერთი ნახვით შეყვარების.
25. ბიჭები ხარჯავენ თავისუფალ დროს ფეხბურთსა და ვიდეოთამაშებში ისევე, როგორც გოგონები მაკიაჟსა და რომანებში.
26. ბიჭებს მოსწონთ გოგონები, რომლებიც მათ დედებს ჰგვანან.
27. მოსწონთ გოგონები, რომლებსაც შეუძლიათ კერძების მომზადება.
28. ძმაკაცებმა ერთმანეთის შესახებ ბევრად მეტი იციან, ვიდრე დაქალებმა!
29. თუ ბიჭი მოგაშტერდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ან მოსწონხარ, ან გაკრიტიკებს.
30. თუ გაძლევს შესაძლებლობას, სხვა ბიჭთან წახვიდე, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლა უყვარხარ.
31. უყვართ, როდესაც მათი თმით ”თამაშობთ”, თავზე ხელს უსვამთ.
32. ბიჭს ბევრად ძლიერი სიყვარული შეუძლია, ვიდრე გოგონას.
33. აუცილებლად მიეცით ბიჭს მეორე შანსი, მაგრამ მესამეზე აღარც იფიქროთ!
34. ბიჭებს შეუძლიათ შენზე ბევრად მეტ ინფორმაციას ფლობდნენ, ვიდრე ეს შენ წარმოგიდგენია!