არიან თუ არა ვალდებულები შვილები, რომ მოხუც მშობლებს მოუარონ?

1770

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი მეგობრის ისტორიას გვიამბობს.რაც უფრო ასაკოვნები ხდებიან მშობლები, შვილებმა მით უფრო მეტად უნდა იზრუნონ მათზე. ადრე თუ გვიან მშობლებს აუცილებლად დასჭირდება დახმარება და თანადგომა. ოდესღაც, ჩვენ თვითონაც ხომ ვერ ვაკეთებდით ვერაფერს მშობლების დახმარების გარეშე?

სამწუხაროდ, ცხოვრება ისეთია, რომ ძალიან ხშირად, მშობლები და მათი შვილები ვერ უგებენ ერთმანეთს და საერთო ენას ვერ პოულობენ.სწორედ ამ დროს ხდება, რომ მშობლები შვილების ტვირთად იქცევიან და ხელს უშლიან მათ.ცოტახნის წინ ჩემმა მეგობარმა ასეთი ისტორია მიამბო:

“რომ იცოდე პარასკევს რა მოხდა. სამსახურის შემდეგ სახლში მოვედი და ვახშამი მოვამზადე. ჩემი ქმარი ჯერ სახლში არ იყო. ვივახშმე, ჭურჭელი გავრეცხე და დასასვენებლად წამოვწექი. ცოტახნის შემდეგ ჩემი ქმარი მოვიდა, მაგრამ ის მარტო არ იყო. მან დედაჩემი მოიყვანა. მათ დანახვაზე, კინაღამ საწოლიდან გადმოვვარდი. დედაჩემი საავადმყოფოში იწვა სამკურნალოდ, ჩემმა ქმარმა კი ის სახლში მოიყვანა და მითხრა:

  • დედაშენი დღეს გამოწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ მას მოვლა სჭირდება. მე გადავწყვიტე, რომ ის დროებით ჩვენთან იცხოვრებს. წინააღმდეგი ხომ არ იქნები?

ამ იდეამ მე არ აღმაფრთოვანა. ჩვენ ბინა ახლახან ვიყიდეთ ბინა. მე და ჩემს მეუღლეს კარგი სამსახური გვაქვს, ერთმანეთთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. გვერდით ოთახში კი ავადმყოფი დედა იქნება. ის უბრალოდ გაანადგურებს ჩემს ბედნიერებას. მჭირდება ეს?დედაჩემს შევხედე.

  • ჩემს ცხოვრებაში ახლახან დალაგდა ყველაფერი! ახლი კი შენ გამოჩნდი. მე თუ მოგივლი, შეიძლება ისე მოგეწონოს, რომ სოფელში დაბრუნება აღარ მოგინდეს!

დედა ატირდა და ოთახიდან გავიდა. ქმარმა ძალიან უკმაყოფილო მზერით შემომხედა. მერე მომესმა, რომ დედაჩემი რაღაცას აკეთებდა. ალბათ სახლში წასასვლელად ემზადება. ძალიან კარგი!მეორე დღეს დასვენების დღე იყო, მე მეგობართან წავედი. დაბრუნებულმა დავინახე, რომ დედაჩემი სამზარეულოში რაღაცას ამზადებდა, ჩემი ქმარი კი ოთახში ტელევიზორს უყურებდა. ოთახში ჩემოდანი დამხვდა, მაგიდაზე კი მატარებლის ბილეთი.

  • დედა ჯერ არ წასულა? როდის მიდის? – ვკითხე ქმარს.

მან კი მიპასუხა:ის არსად არ მიდის. შენ მიდიხარ. სად? სად და იმ სოფელში, სადაც დედაშენი ცხოვრობს. შენ დაფიქრება გჭირდება. მე დიდი ხანია შვილები მინდა, შენ კი არ გინდა! ახლა არც კი ვიცი, შეძლებ რომ კარგი დედა იყო? წადი სოფელში და კარგად დაფიქრდი.გაოგნებული ვიყავი. ჩემმა ქმარმა უბრალოდ მიღალატა და მორჩა.

დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემი ქმარი მართალი იყო. შვებულება ავიღე და სოფელში გავემგზავრე. საკუთარ თავში უნდა გავერკვე და კარგად დავფიქრდე”.

რედაქციისგან:რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება ისე მოიქცეს, როგორც მას მიაჩნია მიზანშეწონილად. თუმცა, ჩვენი აზრით, ქალიშვილი დედასთან მიმართებაში საშინლად მოქმედებს. შვილები ყოველთვის უნდა ეხმარებოდნენ მშობლებს, რადგან ამის გარეშე მათ ძალიან გაუჭირდებათ.აი, რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც მოხუც მშობლებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ:

  • რჩევა 1: ნუ ეცდებით მშობლების შეცვლას. ეს უსარგებლოა. შვილებმა მშობლები ისეთებად უნდა მიიღონ, როგორებიც არიან. მშობლებს საკუთარი ჩვევები და საკუთარი ხასიათი აქვთ და ძალიან ხშირად მათი შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია.
  • რჩევა 2: ეცადეთ, რომ მშობლებს არ ეჩხუბოთ. საქმე ისაა, რომ მოხუცები გაცილებით რთულად უმკლავდებიან პრობლემებს და სტრესს. ამიტომ, უნდა გაუფრთხილდეთ და არ შეეწინააღმდეგოთ მათ.
  • რჩევა 3: მშობლებს შეცოდება არ სჭირდებათ, მათ უბრალოდ უნდა თანაუგრძნოთ. საქმე ისაა, რომ მშობლებს არ უყვართ, როდესაც საკუთარ შვილებს ეცოდებათ. ამ დროს ისინი თავს არასაჭიროდ და უსარგებლოდ გრძნობენ. მშობლებს სჭირდებათ ყურადღება და არა სიბრალული.
  • რჩევა 4: შვილებმა უნდა ისწავლონ მშობლების პატიება. მათ ბავშვობისდროინდელი წყენაც კი უნდა დაივიწყონ. ეს ხელს შეუწყობს მათ ნორმალურ ურთიერთობას.
  • რჩევა 5: ნუ დაიდანაშაულებთ თავს იმის გამო, რომ რაღაც არასწორად თქვით. უბრალოდ, ბოდიში მოუხადეთ მშობლებს და ყველაფერი მაშინვე გამოსწორდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს