ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს 7 რამ, რაც მნიშვნელოვანია კაცისთვის

354

ხანდახან ძალიან რთულია გქონდეს წარმატებული, კარგი ურთიერთობა მამაკაცთან, რადგან ისინი სრულიად განსხვავდებიან ქალებისაგან. თუ ნამდვილად გსურთ, რომ გაუგოთ კაცს, ამისათვის უბრალო, ზედაპირული ურთიერთობები არაა საკმარისი. არსებობს უამრავი წიგნი, რომელშიც მოთხრობულია კაცის ფსიქოლოგიაზე და თუ წაიკითხავთ, ნამდვილად დაგაინტერესებთ ის ფაქტი, თუ ქალის რა თვისებები მოსწონთ და იზიდავთ მამაკაცებს. ჩვენ მოგცემთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებიან და დაგიცავენ გაურკვევლობებისაგან თქვენს საუვარელ მამაკაცთან.

1. გამოხატეთ პატივისცემა მის მიმართ.

ყველა მამაკაცი იბრძვის და შრომობს იმისათვის, რომ დაიმსახუროს მისი მეგობრების, კოლეგების და საყვარელი ხალხის პატივისცემა, როდესაც იგი ვერ გრძნობს მას, ძალიან იტანჯება და ყოველთვის ერიდება ამდაგვარ გარემოს. ასე, რომ გამოიჩინითე პატივისცემა თქვენი პარტნიორის მიმართ.

2. დაფასება.

დამტკიცებულია, რომ კაცს არ შეუძლია ცხოვრება თუკი ის არ არის დაფასებული სხვებისაგან. დააფასეთ იგი და ხშირად გაანებივრეთ იგი კომპლიმენტებით, თუ როგორი წარმატებულია იგი და რომ ბადალი არ ჰყავს მას ამ ქვეყნად. ასე მას მიანიჭებთ უსაზღვრო ბედნიერებას.

3. თქვენი ღიმილი.

ქალბატონებო, იცოდით, რომ თქვენი ღიმილი არის სასწაულმოქმედი? მიეცით მამაკაცს საშვალება, რომ დატკვეს და ბედნიერი იყოს თქვენი თბილი, ლამაზი, სიყვარულით აღსავსე ღიმილით.

4. მიეცით მას გარკვეული დრო ფიქრისათვის.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ კაცს სჭირდება დიდი დრო ფიქრისათვის და არ აქვთ სხარტი აზროვნების უნარი. როდესაც მათ ცხოვრებაში ხდება რაღაც განსაკუთრებული, მათ სჭირდებათ დიდი დრო, რომ გაანალიზონ და გაათვითცნობიერონ ყველაფერი. ასე, რომ ნურასდროს დააჩქარებთ თქვენს პარტნიორს.

5. ეცადეთ ყოველთის გამოიყურებოდეთ ლამაზად.

არასდროს გაიკეთოთ ზედმეტი მაკიაჟი და ეცადეთ ყოველთვის იყოთ ისეთ ფორმაში, როგორც თქვენს პარტნიორს მოსწონს. მოხიბლეთ იგი თქვენი ბუნებრივი სილამაზით და არა კოსმეტიკური საშვალებების გადაჭარბებული რაოდენობით.

6. უთხარით მას კომპლიმენტები თავის სამსახურთან დაკავშირებით.

ასევე კაცისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად აფასებთ მის სამსახურს და საქმიანობას. არ მოერიდოთ კომპლიმენტების თქმას, პირიქით, გაანებივრეთ იგი, თუ იმსახურებს ამას.

7. თქვენი სიცილი.
ისევე, როგორც თქვენს თბილ და სიყვარულით სავსე ღიმილს აქვს დიდი მნიშვნელობა მამაკაცისათვის, ასევე დიდ გავლენას ახდენს თქვენი სიცილი მასზე. სიცილი არის თქვენი ბედნიერებისა და სიხარულის გამომხატველი ყველაზე ნათელი წერტილი და მას აქვს მაგიური ზემოქმედება ყველა ადამიანზე, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ხართ. ასე, რომ არასდროს მოერიდოთ და არ შეიკაოთ თავი სიცილისაგან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს