ზოგიერთი 60+ ქალბატონი გამოირჩევა მოუვლელობით, რასაც რამდენიმე თვალშისაცემი წვრილმანი გასცემს

6244

მოწესრიგებული ქალები ყველაფერში მოწესრიგებულები არიან! ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი, როცა მანანა დეიდა გავიცანი. სხვათა შორის, მისი ქალიშვილი, ნანა, ასეთივე მოწესრიგებული გოგონაა სახლში წესრიგისა და გარეგნობის თვალსაზრისით. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მათ მხედველობის პრობლემები აქვთ!

ინსტიტუტი, სადაც ვსწავლობდით, სხვა ქალაქში მდებარეობდა და სტუდენტებს უწევდათ ან საერთო საცხოვრებელში ცხოვრება ან კერძო საცხოვრებლის ქირაობა. “ჩვენ” – იმიტომ ვწერ, რომ მე და ჩემი ჯგუფელი ერთი გოგონა სესიაზე ცოტა გვიან მივედით.

სად მოგვიწევდა დარჩენა, არ ვიცოდით. შესვენების დროს აუდიტორიაში ჩვენი მეთოდოლოგი შემოვიდა და იკითხა, ყველა სტუდენტმა ნახა თუ არა დასარჩენი ადგილი. თქვა, რომ მორიგესთან შეგვეძლო გაგვეგო იმ ადამიანების მისამართები, ვინც სტუდენტებზე აქირავებდნენ ბინებს. ასე გაგვიმართლა და ამ საოცარი დიასახლისის ბინაში მოვხვდით. დიპლომის აღების შემდეგაც კი, არ მინდოდა მათი ბინის დატოვება.

მათ ბინაში ყველაფერი ძალიან უბრალო იყო, მაგრამ სუფთა და მოწესრიგებული. ასეთ წესრიგს იშვიათად შეხვდებით იმ გოგონას სახლშიც კი, რომელიც შესანიშნავად ხედავს, თუ სად დევს მტვერი. დღესასწაულებზე, მათ დიდ მაგიდაზე თოვლივით თეთრი სუფრა იყო ხოლმე გადაფარებული და სულ მიკვირდა, როგორ ახერხებდა მანანა დეიდა ყოველ ჯერზე მის ასე გაქათქათებას.

ყველა ერთად ვჭამდით და ძალიან მომწონდა, როცა ლექციების შემდეგ მშიერ სტუდენტებს მზა სადილი გველოდებოდა. დიასახლისი ძალიან გემრიელად ამზადებდა. ის ბოსტნეულს ან მწვანილს ისე აკურატულად აქუცმაცებდა, რომ თანამედროვე სამზარეულოს კომბაინიც კი ამას უკეთესად ვერ გააკეთებდა. და რა ოსტატურად ასუფთავებდა მანანა დეიდა ქაშაყს: მინიატურული ძვალიც კი არავის უპოვია არასოდეს! მზარეული კარგად ვერ ხედავდა, წიწიბურას ფაფაში კი – ერთი შავი მარცვალიც კი არ იყო. ჭურჭელზე ერთ ლაქას ვერ ნახავდით, ძველი ნიჟარა კი სისუფთავით ბზინავდა!

იგივე ეხება მის გარეგნობასაც. ასაკოვანი ქალბატონი არასდროს აძლევდა თავს ცხიმიანი თმით სიარულის უფლებას. მას თმა ყოველთვის აკურატულად ჰქონდა შეჭრილი და ლამაზად დავარცხნილი. მინდა აღვნიშნო, რომ მის სავარცხელზე, რომელიც სარკის წინ იდო, თმის ერთ ღერს ვერ ნახავდით.

მოწესრიგებული ქალები

შემოსასვლელში ყოველთვის წესრიგი იყო. წვიმის შემდეგაც კი, მოხუცი ქალის ფეხსაცმელი, რომელიც დერეფანში ელაგა სუფთა და მოწესრიგებული იყო. მას არასდროს ავიწყდებოდა ჩექმების ან ფეხსაცმლის გაწმენდა სახლში შემოსვლის შემდეგ. ამიტომ, მისი ფეხსაცმელი დიდხანს ძლებდა და თითქმის ახალივით გამოიყურებოდა.

მანანა დეიდას ძვირფასი სამოსი არ ჰქონდა, მაგრამ მისი ტანსაცმელი ყოველთვის მოწესრიგებული და დაუთოებული იყო. მაგალითად, მე ხანდახან არ მაქვს საკმარისი მოთმინება, რომ ქვედაბოლოზე ყველა ნაკეცი გავასწორო, როგორც ამას მანანა დეიდა აკეთებდა. კოლგოტის ჩაცმისას ის ხშირად გვთხოვდა, გვენახა შემთხვევით ხომ არ გაჩნდა მათზე „ისარი“, რაც ცუდი მხედველობის პირობებში ძნელი შესამჩნევია.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდა ხანდაზმული ქალის ხელები: რაც არ უნდა გაეკეთებინა მას, მისი ხელები ყოველთვის სუფთა რჩებოდა. როგორ ახერხებდა ის კენკრის დახარისხების შემდეგ ხელების კანის იდეალურ მდგომარეობაში მოყვანას? მანანა დეიდა არასდროს ატარებდა გრძელ ფრჩხილებს და ყოველთვის აკურატულად იჭრიდა მათ, რის გამოც პროფესიონალური მანიკურის გარეშეც კი მისი ხელები მოვლილად გამოიყურებოდა.

მოხუცი ქალბატონი ჯანმრთელობის მიზეზების გამო კოსმეტიკას ვერ იყენებდა. თუმცა, სახლიდან გასვლამდე ის ყოველთვის ისვამდა ნეიტრალური ტონის ტუჩსაცხს. მიუხედავად იმისა, რომ ის მაკიაჟის გარეშეც იტაცებდა გამვლელების მზერას: მისგან დადებითი ენერგიისა და სიკეთის წარმოუდგენელი ნაკადი მოდიოდა.

ცხოვრებაში უამრავი ადამიანი შემხვედრია. მინახავს ისეთებიც, ვისთვისაც ცუდი არ იქნებოდა, რომ საკუთარი თავისთვის სხვისი თვალით შეეხედათ. ასეთმა ადამიანებმა მაგალითი მანანა დეიდასგან უნდა აიღონ. წლები გავიდა, მაგრამ ამ ქალს სითბოთი და პატივისცემით ვიხსენებ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ბედს, რომ ასეთ მშვენიერ ადამიანებს შემახვედრა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს