შვილები დედასთან მრავალი წლის მანძილზე არ ჩამოდიოდენ. არც დაკრძალვაზე მიაგეს პატივი.

3978

მანანა თავისი შვილებით ძალიან ამაყობდა. აბა რა იქნებოდა! ქალიშვილი სამინისტროში მუშაობდა. მან ოთხი ენა იცოდა. ბევრ ცნობილ ადამიანს იცნობდა.

მანანას ვაჟი კაპიტანი იყო. ყველა ოკეანე და ზღვა შემოვლილი ჰქონდა. მანანას სახლში კაპიტნის ფორმაში გამოწყობილი შვილის ფოტოები ეკიდა. იყო მისი ქალიშვილის ფოტოც, სადაც ის რომელიღაც მინისტრთან ერთად ხელს აწერდა საბუთებს.

მანანა ამ ფოტოებს ყველას აჩვენებდა და თავის შვილებზე დიდი სიამაყით საუბრობდა.

მანანას ქალიშვილი 7 წელის მანძილზე დედასთან არ ჩამოსულა. ის მუდმივად ძალიან დაკავებულია. მის გარეშე ხომ მსოფლიო პოლიტიკაში ყველა ურთიერთობა დაინგრევა.

ვაჟიც ძალიან დაკავებული იყო. ის ძალიან ცოტა დროს ატარებდა ხმელეთზე, მუდმივად გემზე იყო.

ბოლო სამი წლის განმავლობაში მანანა ძალიან ავად იყო. მასთან ერთი ქალბატონი დადიოდა ხოლმე სოციალური სამსახურიდან. მოდიოდა მისი ძმისშვილიც. ანა კვირაში ორჯერ ან სამჯერ მოდიდა, მამიდას ეხმარებოდა, ის კი სიამოვნებით უყვებოდა მას, თუ როგორი შესანიშნავი შვილები ჰყავდა.

მანანა მოუთმენლად ელოდა, რომ მისი შვილები მის მოსანახულებლად ჩამოვიდოდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა. მანანა გარდაიცვალა. დაკრძალვაზე ვერც მისმა ქალიშვილმა და ვერც ვაჟმა ჩამოსვლა ვერ შეძლეს. ვაჟი გემზე იყო, ქალიშვილი კი – საზღვარგარეთ. მათ დაკრძალვის ფული გამოგზავნეს, მაგრამ ანამ მოგვიანებით ეს ფული ისევ მათ დაუბრუნა. თურმე მანანას სიცოცხლეშივე შეეგროვებინა ფული დაკრძალვისთვის. მას თავისთვის ტანსაცმელიც კი მოემზადებინა. ასე რომ, შვილების გამოგზავნილი ფული არ დახარჯულა.

დაკრძალვის შემდეგ ბავშვებმა ანას მისწერეს, რომ დედისთვის ძეგლი შეუკვეთეს – ძალიან ძვირადღირებული და ცნობილ მოქანდაკესთან. ანამ მათ არ უპასუხა. ნუთუ მათ არ ესმით, რომ დედისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ისინი მის მოსანახულებლად ჩამოსულიყვნენ, სანამ ის ცოცხალი იყო.

ძეგლი? ვის სჭირდება? შვილები ამას იმისთვის აკეთებენ, რომ სინდისის ქენჯნამ არ დატანჯოთ…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს