დედის წამოსაყვანად ძმის სახლს მივუახლოვდით, ის თანახმა იყო მოხუცთა სახლში წასულიყო.

861

სიბერე ძალას მხოლოდ ადამიანებს არ ართმევს. ასე მუშაობს დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი არსების ფიზიოლოგია. ენერგია ქრება, მხედველობა უარესდება, უარესდება სმენაც. რაღაც დონით თითქოს გონებაც იბინდება. რას იზამ, ასაკია. აი, რატომ არის აუცილებელი ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა და სრული მარტოობისათვის არ განწირვა.

ეს, სხვათა შორის, ყველა შვილის ვალია, რომელიც ოჯახში სწორი მორალური ფასეულობებით იზრდებოდა. არ არის საჭირო საფეთქლების გაჭაღარავებამდე მშობლებთან ცხოვრება, საკუთარი ოჯახიც მნიშვნელოვანია, მაგრამ დედის და მამის შეძლებისდაგვარად დახმარება – ნებისმიერი ზრდასრული ადამიანის მოვალეობაა. უნდა ვეცადოთ, რომ ამ მოვალეობას უმაღლეს დონეზე გავუმკლავდეთ.

რატომ არის აუცილებელი სუსტ ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა

მიყვარს ჩემი ქმარი. უკვე 20 წელია ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ მასთან გატარებულ თითოეულ დღეს დღემდე სიხარული და სიმშვიდე მოაქვს. ის ავტომობილების ხელოსანია. მან ყველაფერი ნულიდან დაიწყო, ახლა კი – ჩვენს ქალაქში საკუთარი პატარა სახელოსნო აქვს. ეჰ, სამწუხაროა, რომ მდიდარ კლიენტს თვეების მანძილზე უნდა ელოდოს. თუმცა, ზოგჯერ უბრალო მანქანებსაც სჭირდება შეკეთება, ამიტომ ბიუჯეტში გარკვეული თანხა წვეთავს.

ამ ქალაქში ქორწილის შემდეგ გადმოვედით. მანამდე ორივე პატარა რაიონულ ცენტრში, უფრო სოფელში ვცხოვრობდით. შემედგ კი გადავწყვიტეთ, რომ ბედი სხვაგან გვეცადა. ჩემი ძმა სოფელში დარჩა. ის დაქორწინდა და სახლი სიდედრისა და სიმამრის სახლთან აიშენა, რადგან დედაჩემს ძალიან პატარა მიწის ნაკვეთი ჰქონდა. მხოლოდ რამდენიმე ხე და პატარა ბოსტანი. იქ სახლს ვერ ააშენებდა.

სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ დედა მარტო დარჩა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მას დროდადრო ვაკითხავდით. მაგრამ, თავად გესმით, დიდხანს დარჩენა ვერ ხერხდებოდა. ჩემი ქმარი ცდილობდა, ხან რაღაცას შეაკეთებდა ხოლმე, ხან ბოსტანში ეხმარებოდა. ბაღ-ბოსტნის საქმეში მონაწილეობას ყველანი ვღებულობდით. ზამთრისთვის კონსერვების მომზადება – ჩვენი ოჯახისთვის წმინდაა.

ერთი წლის წინ კი – უბედურება დატრიალდა. დედამ რაღაცას ყურადღება ვერ მიაქცია და მის სახლში ხანძარი გაჩნდა. შენობა შიგნით სერიოზულად დაზიანდა. ცეცხლის ჩასაქრობად დიდი რაოდენობით წყალი დასჭირდათ. ასე რომ, კედლები ობითა და სოკოთი დაიფარა. იქ ცხოვრება საშიში კი არა, შეუძლებელი იყო. ასე რომ, გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო: სხვაგან გადასვლა.

ჩვენთან სამწუხაროდ, ადგილი არც ისე ბევრია. ორი ოთახი, სადაც სამნი ვცხოვრობთ, ჩვენ და ჩვენი ვაჟი. პრინციპში, შესაძლებელი იყო დედაჩემის ჩვენთან წამოყვანა, მაგრამ ჩემმა ძმამ პირველმა გამოიჩინა დახმარების ინიციატივა. მას დიდი სახლი აქვს, ბევრი ოთახებით. თანაც, დედაჩემი სოფელში ცხოვრებას უფრო მიჩვეულია, ვიდრე ქალაქში. თუნდაც ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც ჩვენია.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემმა ძმამ დაიწყო იმაზე მინიშნება, რომ გადაჩვეული იყო დედასთან ერთად ცხოვრებას. დედაჩვენი, სინამდვილეში, ძალიან  კარგი ადამიანია, თუმცა თავისებური ხასიათი აქვს. როდესაც ბავშვი ხარ, ამას ვერ ამჩნევ. მერე კი, ამას უკვე სხვანაირად აღიქვამ. ზოგჯერ ადგილი აქვს უთანხმოებას და წყენას. თუმცა, ყველა ცდილობს, რომ ერთმანეთს პატივისცემით მოექცეს.

ამის შესახებ ჩემს ქმარს ვუამბე, მან კი მხოლოდ თანაგრძნობით თავი დამიქნია. რას ვიზამთ, ჩვეულებრივი განსხვავებაა თაობებს შორის. ისინი ჩვენ ვერ გვიგებენ, ჩვენ კი მათ. რამდენიმე თვის შემდეგ, დედაჩემი ჩვენთან წამოვიყვანეთ სტუმრად. ჩვენი ქალაქის ლამაზი ადგილები დავათვალიერებინეთ, დრო ძალიან კარგად გავატარეთ. მაშინ დედამაც შემომჩივლა, რომ ჩემს ძმას მისი არ ესმოდა. ის რაღაცნაირი უხეში გახდა, საერთოდ არ ითვალისწინებს რჩევებს. ჩემთვის რთული იყო დედაჩემისგან ამის მოსმენა.

შემდეგ, როდესაც უკვე დედაჩემი ჩემს ძმასთან წავიყვანეთ, ჩემმა ქმარმა ერთი რთული გადაწყვეტილება შემომთავაზა. მითხრა, რომ ის ამისთვის უკვე მზადაა და ახლა მე უნდა მომეფიქრებინა. მე არასოდეს მიყვარდა რთული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ამ შემთხვევაში გამონაკლისი უნდა დამეშვა. ისე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ყველასთვის იქნებოდა კარგი.

და აი, დაახლოებით ერთი კვირის წინ, მივედით ჩემს ძმასთან, რათა დედაჩემი მისი სახლიდან წამოგვეყვანა. მისი თვალები არანაირ ემოციას არ გამოხატავდა, მაგრამ ჩემი რძლის მზერა შვებითა და მადლიერებით იყო სავსე. დედაჩემი, იმ დროს, ბაღში აკეთებდა რაღაცას და როგორც კი დაგვინახა, ყველაფერი მიატოვა და ჩვენთან ჩასახუტებლად გამოიქცა.

-როგორც ვხვდები, ბოლოს და ბოლოს, ჩემთვის ნორმალური მოხუცთა სახლი ნახეთ? კარგი, მე დიდი ხანია თანახმა ვარ. საკმარისია უკვე, რომ მე და ჩემმა შვილმა ყველა სისულელის გამო ვიკამათოთ.

-კი, დედა, საკმარისია. წავიდეთ, თორემ გვაგვიანდება.

შემდეგ ჩემმა ქმარმა იმ ქუჩის სიახლოვეს მიგვიყვანა, სადაც ადრე დედაჩემი ცხოვრობდა. ჩვენ ოდნავ მარჯვნივ შევუხვიეთ და მივედით ერთსართულიან პატარა, მაგრამ მოვლილ სახლთან. მის გარშემო იყო მოვლილი ბოსტანი და ჭა. მეზობლად კი დედაჩემის საუკეთესო მეგობარი ცხოვრობდა. სწორედ მან მოგვყიდა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც პატარა სახლის აშენება შევძელით.

ამ ყველაფრისთვის ფული ჩემმა ქმარმა საკუთარი დანაზოგიდან დახარჯა. ის დიდი ხნის მანძილზე, ასე ვთქვათ, ნაწილ-ნაწილ აწყობდა იშვიათ ვინტაჟურ მანქანას, რომელსაც ოდესღაც საბჭოური პარტიის ელიტა იყენებდა. თუმცა, სიდედრის გამო, მას მოუწია საკუთარი ოცნების გაყიდვა და ამ ფულით, პატარა, მაგრამ კომფორტული სახლის აშენება.

დედა სიხარულისგან მეშვიდე ცაზე იყო. მშობლიური ადგილები, სახლი, მეგობარი. მეტი რა გჭირდება იმისთვის, რომ სიბერეში თავი მყუდროდ იგრძნო? რა თქმა უნდა, ჩვენ ძველებურად ვივლით მასთან სტუმრად, მაგრამ ახლა ჩვენ ოჯახში აღარ იქნება მუდმივი წყენა და გაუგებრობა. ვთვლი, რომ შინაგანი სიმშვიდე და არასაჭირო განცდების არ არსებობა – ეს არის ის, რაც ასე არ გვყოფნის ცხოვრებაში.

არ შემიძლია, რომ კიდევ ერთხელ არ შევაქო ჩემი ქმარი. სწორედ მისი წყალობით გამოვიდა ყველაფერი ასე კარგად. გაუფრთხილდით თქვენს მეორე ნახევარს, რადგან ის არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ დაეყრდნოთ რთულ მომენტებში!

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს