დედამთილმა თავისი რძალი სტუმრების წინაშე დაამცირა, თუმცა ერთმა ფრაზამ გაჩუმება აიძულა.

4552

ჩვენ ხშირად მიდრეკილნი ვართ მივიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება მოგვიანებით ვინანოთ. ეს იმიტომ, რომ ვრეაგირებთ იმაზე, რაც ჩანს და არც კი ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეიძლება იმალებოდეს ამის უკან. ასეც მოხდა ამბავში, რომელიც დღეს გვინდა მოგიყვეთ. ჩვენი მოთხრობის გმირი თვლიდა, რომ სოფლის გოგოები მის შვილს არ შეეფერებოდნენ. თუმცა, საბოლოოდ მოუწია გადაეხედა საკუთარ შეხედულებაზე.პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით ამბავს, რომელიც გვასწავლის, რომ არ მივიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.

გოგონა სოფლიდან

ნატალია ანდრეევნამ ვაჟი საკმაოდ გვიან გააჩინა. ის ყოველთვის ცდილობდა ხალხში გასულიყო და დაუღალავად მუშაობდა – როცა სოფლიდან ხარ, სამჯერ მეტი შრომა გიწევს თავის დასამკვიდრებლად. მრავალი წელი გაატარა თავისი ღირსების დემონსტრირებასა და კარგი პოზიციის დასაკავებლად. დროთა განმავლობაში შეძლო საკუთარი ბინის ყიდვა და გახდა მდიდარი ქალი.შემდეგ მის ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა. მალევე, რაც ერთად დაიწყეს ცხოვრება, ქმარმა სამსახური დაკარგა, მაგრამ გოგონა არ ნერვიულობდა და თავად არჩენდა ოჯახს. მხოლოდ ორი წლის შემდეგ, როცა ის სხვასთან ერთად ნახა, მიხვდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში იყენებდნენ.

მას მერე მამაკაცების მიმართ რწმენა დაკარგა და ქორწინებაზე ფიქრიც აღარ შეეძლო, მაგრამ ძალიან უნდოდა შვილი. ორმოცი წლის ასაკში შეხვდა ადამიანს, რომელმაც შეაცვლევინა აზრი მამაკაცებზე. არტური საკმაოდ მდიდარი იყო და ძალიან შეუყვარდა ქალი. ისინი მალე დაქორწინდნენ და ერთად დაიწყეს ცხოვრება. მალე ნატალიამ გაიგო, რომ ორსულად იყო.ორივე ძალიან ბედნიერი იყო და ბავშვის დაბადებას მოუთმენლად ელოდა, მაგრამ არტურს შვილის გაცნობა არ ეწერა. ის ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში. ასე დარჩა ნატალია მარტო. ვაჟი ნაადრევად დაიბადა და ძალია სუსტი იყო. ქალმა მთელი ძალით იბრძოლა მის გადასარჩენად და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.

საყვარელი ვაჟი – ლადო ძალიან კარგი ბიჭი გახლდათ. კარგად სწავლობდა, სწრაფად ითვისებდა ყველაფერს და ძალიან ნიჭიერი იყო. დედის ძალისხმევა არ იყო უშედეგო. წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა, ჩაირიცხა უნივერსიტეტში და კურსზე საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა. მათ ოჯახში ყველაფერი იდეალურად იყო მანამდე, სანამ ბიჭი ბოლო კურსზე გადავიდოდა.ის თითქოს შეცვალესო: დაიწყო ღამის კლუბებში სიარული, სახლში არ მოდიოდა და უნივერსიტეტზე გული აიცრუა. დედამ არ იცოდა რა ექნა, ეს აქამდე არასდროს მომხდარა. ერთხელ აღმოაჩინა, რომ შვილმა მისი სამკაულები მოიპარა… ეს ჯოჯოხეთი დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა, უნივერსიტეტიდან გარიცხეს. ბოლოს სამი კვირის განმავლობაში გაუჩინარდა. ნატალიას კი ეგონა, რომ სამუდამოდ დაკარგა შვილი.

თუმცა, სასწაული მოხდა და ის სახლში დაბრუნდა, ყველაფერი ისევ ისე გახდა, როგორც ადრე იყო. ლადომ შეძლო უნივერსიტეტში დაბრუნება, იპოვა კარგი სამსახური და დედას ეხმარებოდა. მან ბოდიში მოუხადა ნატალიას და თავისი ფულით ნაყიდი ახალი სამკაულები აჩუქა. დედა ბედნიერი იყო და ცდილობდა წარსულზე აღარაფერი ეკითხა.

სარძლოს გაცნობა – უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ლადომ მუშაობა დაიწყო და კარგი ანაზღაურება ჰქონდა. ერთწლიანი მძიმე შრომის შემდეგ მან იპოთეკით ბინა იყიდა და რემონტის დროს დედასთან ერთად ცხოვრობდა. ერთ დღესაც დაურეკა და სთხოვა, ვახშამი სამი ადამიანისთვის მოემზადებინა, რადგან საცოლე უნდა ენახებინა.ნატალია აღფრთოვანებული იყო, რადგან დიდი ხანია ოცნებობდა შვილიშვილებზე, მაგრამ სარძლომ არ გაამართლა მისი მოლოდინი. კარი რომ გააღო, ზღურბლთან ძალიან გამხდარი და ფერმკრთალი გოგონა იდგა. ნატალიას თვალში მოხვდა მისი იაფფასიანი ტანსაცმელი და მარტივი სტილი.

ისინი მთელი საღამო საუბრობდნენ. აღმოჩნდა, რომ გოგონა სოფელში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, ახლახანს კოლეჯი დაამთავრა და არ ფიქრობდა უმაღლეს განათლებაზე, რადგან მუშაობდა. ნატალია იმედოვნებდა, რომ ლადოს და კიკას ურთიერთობა არ იყო სერიოზული და მალე დასრულდებოდა. დარწმუნებული იყო, რომ სოფლის გოგოები მისი ვაჟის დონის არ იყვნენ.გოგონას წასვლის შემდეგ დედამ მაშინვე უთხრა შვილს თავისი აზრი. შემდეგ დიდხანს ცდილობდა შვილის ამ კავშირის დარღვევას, მაგრამ წყვილი წლის ბოლოს დაქორწინდა. ნატალიას საბოლოოდ გაუცრუვდა იმედი, რძალმა გააფუჭა ყველაფერი ის, რაზეც ოცნებობდა.

გესლიანი დაბადების დღე – ახალგაზრდები იშვიათად სტუმრობდნენ ნატალიას. ლიკა გრძნობდა, რომ დედამთილს არ მოსწონდა. დედამთილიც არ იწვოდა რძლის ნახვის სურვილით. ის უბრალოდ ელოდა როდის გამოავლენდა რძალი მის ნამდვილ ბუნებას და საბოლოოდ დაშორდებოდნენ. ახლოვდებოდა ნატალიას დაბადების დღე. მან გადაწყვიტა მოეწყო ბრწყინვალე დღესასწაული.დღესასწაულზე მოვიდნენ მისი ყოფილი კოლეგები, ბევრი მეგობარი და რა თქმა უნდა, მისი ვაჟი და რძალი. ლადომ გარდა მდიდრული თაიგულისა და ლამაზი სამკაულისა, პატარა ყუთი გადასცა დედას, სადაც იდო ექოსკოპიის ფოტო: “ეს არის ჩვენი მთავარი საჩუქარი, რომელსაც 5 თვის შემდეგ გაგაცნობთ!”

ნატალია მიხვდა, რომ ბებია გახდებოდა, მაგრამ იმავე მომენტში, წყენამ და რისხვამ გონება დაუბინდა და წამოიძახა: “დარწმუნებული ხარ, რომ ეს შენი შვილია? იქნებ ეს სოფლელი გოგო უბრალოდ გატყუებს!”ლადო სიბრაზისგან გაწითლდა, ლიკა კი გაფითრებული და დაბნეული უყურებდა. შემდეგ ნელა ადგა მაგიდიდან და ოთახიდან გავიდა. ლადო რამდენიმე წუთის განმავლობაში უყურებდა დედას, შემდეგ კი მხოლოდ თქვა: ”სოფლის გოგოები არ მოგწონს არა? რომ არა ის სოფლელი გოგო, დღეს შვილი არ გეყოლებოდა!” ამის შემდეგ ცოლს დაეწია, ხელი მოკიდა და სახლი დატოვა.

სრული სიმართლე – შვილმა შეწყვიტა დედასთან ყველანაირი ურთიერთობა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კი დასალაპარაკებლად მივიდა და ყველაფერი მოუყვა. აღმოჩნდა, მე-4 კურსზე პრობლემები რომ შეექმნა, სიკვდილთან ახლოს იყო. ის მავნე ნივთიერებებზე გახდა დამოკიდებული და ერთ საღამოს თითქმის უგონოდ იჯდა ავტობუსის გაჩერებაზე. შემდეგ გოგონა მიუახლოვდა, რომელმაც შენიშნა, რომ რაღაც  უჭირდა. მან სასწრაფო გამოიძახა და ბიჭი კლინიკაში გადაიყვანეს. რომ არა ლიკა, დილამდე ის ცოცხალი აღარ იქნებოდა.მომდევნო კვირების განმავლობაში ლიკა საავადმყოფოში ნახულობდა, სანამ არ გამოჯანმრთელდა. სწორედ მან იპოვა მისთვის კარგი სარეაბილიტაციო პროგრამა და დაეხმარა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნებოდა.დედა უსმენდა და ვერ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი არ იცოდა. ტიროდა და პატიებას სთხოვდა. დაჰპირდა, რომ შეიცვლებოდა და შეეცდებოდა ლიკასთვის პატიება ეთხოვა.

რჩევა რედაქციისგან: აქ მთავრდება ამ ოჯახის ისტორია. ვიმედოვნებთ, რომ ნატალიამ შეძლო თავისი ქმედებების ანალიზი და აღარ დაუშვებს იგივე შეცდომებს. ალბათ ხვდება, რომ გოგონას წყალობით, რომელიც ყველას წინაშე დაამცირა, მისი შვილი ცოცხალია და ჯანმრთელი.

ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ შეიცვალონ და უკეთესები გახდნენ. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს