ყოფილი ცოლი თავის ქორწილში დასამცირებლად მოიწვია, მაგრამ ის მარტო არ მოსულა…

10540

როგორც წესი, ქორწილში ვიწვევთ ხოლმე უახლოეს ადამიანებს, ერთგულ მეგობრებს, ნათესავებს. არიან ისეთებიც, ვინც არ ყოფილ პარტნიორსაც პატიჟებს ხოლმე და სურს იმის დემონსტრირება, თუ რამდენად ბედნიერია ახალ ურთიერთობებში. სწორედ ასე სურდა მოქცევა გრიგოლს, მაგრამ მისი გეგმა ჩაიშალა.

მიპატიჟება ქორწილში

გრიგოლი და მარი სტუდენტობის შემდეგ ერთად იყვნენ. ერთმანეთი სასადილოში გაიცნეს, როდესაც ბიჭმა გადაწყვიტა მომხიბვლელი თანაკურსელი ყავაზე დაეპატიჟებინა. ბოლო კურსზე დაქორწინება გადაწყვიტეს, რადგან მარი უკვე 2 თვის ფეხმძიმე იყო.ახალდაქორწინებულების ცხოვრება თავიდან მართლაც ზღაპარს ჰგავდა. ცხოვრობდნენ მარის ოროთახიან ბინაში, რომელიც ბებიამ დაუტოვა. ერთადერთი პრობლემა გოგონას სუსტი ჯამრთელობა იყო, ამიტომ ფეხმძიმობის დროს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა.

სხვა ქალის გამოჩენა – ბავშვის დაბადების შემდეგ ცოლ-ქმარი თითქოს გაუუცხოვდა ერთმანეთს. ახალშობილი დედასავით სუსტი იყო და მარი ერთი წუთითაც ვერ ტოვებდა. ქმრისთვის საერთოდ აღარ ეცალა. გრიგოლი ცდილობდა ცოლს დალაპარაკებოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ერთ დღეს სახლიდან წავიდა მეგობრებთან და იქ შეხვდა მაიას…ქმარმა სახლში სამსახურის საქმეები მოიმიზეზა და ხშირად გვიანამდე არ მოდიოდა ხოლმე. ასე გადიოდა დრო. ახლა გრიგოლი უფრო მეტ დროს უთმობდა ცოლ-შვილს, მაგრამ მეგობრებთან დროის გასატარებლად ხშირად მიდიოდა.ის საბედისწერო დღე მარის ყოველთვის ემახსოვრება. ერთ დღეს ქმრის უფროსი სახლში მიადგა, რადგან სასწრაფოდ სჭირდებოდა მეხსიერების ბარათი. ქალმა საუბარში სთხოვა, რომ იქნებ ნაკლები საქმე მიეცა გრიგოლისთვის, რადგან ოჯახისთვის დრო თითქმის აღარ რჩებოდა. გაკვირვებულმა უფროსმა კი უთხრა: “რა საქმე? ელემენტარულსაც ძლივს ასრულებს, როგორ ფიქრობ, რატომ დამჭირდა მე აქ მოსვლა?” საღამოს ქალი დაელაპარაკა ქმარს, მან კი საბოლოოდ აღიარა, რომ ცოლს კარგა ხანია ღალატობდა, ჩაალაგა თავისი ნივთები და წავიდა.

ნამდვილი ოჯახი – მარის გვერდით დაუდგნენ ახლობლები და მეგობრები, ყველაფერში შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ და მალე მდგომარეობიდან გამოიყვანეს. ქალი მიხვდა, რომ გრიგოლის წასვლის შემდეგ მხრებიდან ლოდი მოეხსნა, ის არაფერში ეხმარებოდა ცოლს და მხოლოდ თავისკენ ითხოვდა ყურადღებას.მალე გრიგოლის უფროს სერგოს შეხვდა ისევ შემთხვევით. მან შეხვედრა შესთავაზა და ბოდიში მოუხადა ბოლო უტაქტო საუბრისთვის. ის უაღრესად ჭკვიანი, ელეგანტური და სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა.მოულოდნელად, მარიმ ქორწილის მოსაწვევი მიიღო. გრიგოლი თავის მაიაზე ქორწინდებოდა და ყოფილ ცოლს ეპატიჟებოდა. სერგომ ყურადღებით შეხედა თვალებში ქალს და ვერანაირი სინანული ვერ დაინახა: “წახვალ?”- ჰკითხა მან. “რა თქმა უნდა” – ღიმილით უპასუხა მარიმ.

ვის ვეპატიჟებით ქორწილში – გრიგოლი ლამის ბოღმისგან გასკდა, როდესაც დამშვენებული, ბედნიერი მარი დაინახა. ახალგაზრდა ქალი მის უფროსთან ცეკვავდა და საერთოდ არ იყო მის სახეზე  დარდი და დაღლილობა. “ჩემს გასაბრაზებლად ხართ ხომ ერთად? მაშინ გიხაროდეთ, ძალიან გავბრაზდი! დიახ ვეჭვიანობ კიდეც!” – წამოიძახა ნასვამმა გრიგოლმა და ჭიქა დაახეთქა ძირს. პატარძალი საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ზუსტად ის იგრძნო, რაც ცოტა ხნის წინ მარიმ, რომელმაც სიტუაცია რომ არ გამწვავებულიყო, სერგოსთან ერთად სასწრაფოდ დატოვა იქაურობა.გრიგოლი ვერ გაერკვა საკუთარ გრძნობებში და გადაწყვიტა ბედნიერება სხვა ქალთან ეპოვნა. მაგრამ რამდენად შესაძლებელია, რომ მოახერხოს ეს? ბედნიერებას ვუსურვებთ მარის და სერგოს. ეს ჩამოყალიბებული და ჭკვიანი წყვილი მომავლისკენ ფრთხილად დგამს ახალ ნაბიჯებს. ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად ექნებათ. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს