ხის ქვეშ 12 წლის წინ პატარა ბავშვი ვიპოვე.ვიშვილეს ის, მიუხედავად იმისა, რომ 53 წლის ვიყავი

2649

მე ნატალია მქვია, ახლა 65 წლის ვარ. არასოდეს დამავიწყდება ზაფხულის ის დღე, რომელმაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.ჩემი მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, ჩემმა ქალიშვილმა საშუალო სკოლა დაამთავრა, ინსტიტუტში ჩააბარა და საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა. სწავლის დამთავრების შემდეგ იქ იპოვა სამსახური და იქ დარჩა საცხოვრებლად. მე მარტო დავრჩი.

უქმე დღე იყო. სარეცხი გავრეცხე და საჭმელი მოვემზადე. გადავწყვიტე მაღაზიაში წავსულიყავი პურის საყიდლად და იქნებ რამე გემრიელიც მეყიდა ჩემთვის.მაღაზიამდე პარკის გავლით წავედი. იქ, ხის ქვეშ, რაღაც უცნაური რამ შევნიშნე. გადავწყვიტე ახლოს მივსულიყავი. როდესაც მივუახლოვდი, ის უცებ შეტოკდა. გაოცებისაგან დავმუნჯდი და ნელ-ნელა მივუახლოვდი.

იქ ნაჭრებში შეხვეული პატარა გოგონა იწვა. ვერ ვიჯერებდი, რა ხდებოდა. პოლიცია გამოვიძახე. მათ პატარა გოგონას მშობლები მალევე მოძებნეს. მისი მშობლები ლოთები იყვნენ. მათ გოგონა საერთოდ არ სჭირდებოდათ, მათ უკვე ჰყავდათ სამი შვილი. დედამ გოგონა გადააგდო.მე რომ არა, ის დაიღუპებოდა. გოგონა ასეთ მშობლებს აღარ დაუბრუნეს, ის ბავშვთა სახლში გაგზავნეს. გოგონას სხვა ნათესავი არ ჰყავდა.

ამ შემთხვევის შემდეგ ღამით ვერ ვიძინებდი: სულ იმ ბავშვზე ვფიქრობდი. მისი შვილად აყვანა გადავწყვიტე. ყველა მარწმუნებდა, რომ ეს არ გამეკეთებინა: ნაცნობებიც და საკუთარი ქალიშვილიც.

  • რაში გჭირდება? შენ ხომ უკვე 53 წლის ხარ, ახალგაზრდა აღარ ხარ! როგორ გაზრდი და აღზრდი ასეთ პატარა გოგოს.მე ჩემი გადაწყვეტილება არ შემიცვლია.
  • შენ ჯერ არ გათხოვილხარ, შვილიშვილი არ მყავს. ძალიან მარტოდ ვგრძნობ თავს, შენ ხომ ჩემგან ასე შორს ცხოვრობ! ასე რომ, მყავდეს ეს ნაშვილები გოგონა.

ყველაფერი მოვაგვარე. მალე ჩემს სახლში პატარა თამუნა გამოჩნდა. თავიდან მასთან ძალიან გამიჭირდა, რადგან ახალგაზრდა აღარ ვიყავი და არავინ მეხმარებოდა, მაგრამ მაინც გავუმკლავდი ყველაფერს.თამუნასთან რომ ვყოფილიყავი, სამსახურიდან წამოვედი და ის ბინა გავაქირავე, რომელიც მემკვიდრეობით მერგო დეიდაჩემისაგან, რომელსაც შვილები არ ჰყავდა. მე და თამუნა ამ ფულით ვცხოვრობდით.

დროთა განმავლობაში ჩემმა ქალიშვილმა თამუნა მიიღო და ცოტათი გვეხმარებოდა კიდეც.გავიდა თორმეტი წელი. თამუნა მშვენიერი გოგონა დადგა – კეთილი, მზრუნველი და მოსიყვარულე. ის ყველაფერში მეხმარება, ყოველთვის მიჯერებს. არასოდეს მინანია, რომ მე ის ვიშვილე.

თამუნას გამო მშვიდად ვარ: თუ მოვკვდები, მარტო არ დარჩება – მას ჩემი უფროსი ქალიშვილი წაიყვანს, რომელიც ჯერ კიდევ არ გათხოვილა და შვილი არ გაუჩენია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს