შევნიშნე, რომ ჩემი ახალი მეზობელი ხშირად და მხოლოდ ვახშმის დროს მსტუმრობდა, დიდხანს ვერ მოვითმინე

14658

როგორ უნდა ამოვიცნოთ ერთი ადამიანის სერიოზული განზრახვები მეორის მიმართ? პრაქტიკაში, ამის დადგენა არც ისე ადვილია. ადამიანების ფსიქოტიპები ხომ უამრავია. არიან, მაგალითად, ისეთები, როგორიც იყო მხატვარი ალა პუგაჩოვას სიმღერიდან, ასეთებს შეუძლიათ საკუთარი სახლის გაყიდვა, მხოლოდ იმისთვის, რომ თავიანთ რჩეულს „მილიონი ალისფერი ვარდი“ აჩუქონ. მაგრამ, მომავალში რა იქნება?

და პირიქით, არიან მამაკაცები, რომლებიც ზედმეტად სერიოზულები და საკუთარ მომავალში დარწმუნებულნი არიან. მათ ქალი მხოლოდ დასახული გეგმის ერთ-ერთ პუნქტად სჭირდებათ. გრძნობები, სიყვარული, ურთიერთობები –  მეორეხარისხოვანია. მთავარია იყოს როგორც სტანდარტულ სქემაში, როგორც ხალხშია მიღებული. არიან ასევე „ალფონსები“, დედიკოს ბიჭები, ჟიგოლოები და ასე შემდეგ… როგორ გავიგოთ, ვინ როგორია?

სერიოზული ზრახვები

ქორწინების პირველ წელს მეგონა, რომ მესმოდა ცხოვრება და ვერაფრით გამაკვირვებდნენ. რატომ მეგონა ასე, დღემდე არ ვიცი. ჩვენ ერთმანეთს დიდხანს ვხვდებოდით, მერე მის ბინაში გადავედი და ოჯახი შევქმენით, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ გააზრებული მქონდა, რომ უკვე ზრდასრული ადამიანები ვიყავით და ორივეს უნდა გვემუშავა ჩვენს ურთიერთობაზე. მაგრამ ეს მაინც ცალმხრივი თამაში გამოდიოდა.

ჩემი ქმარი მზარეულად მუშაობდა. კარგი მზარეული იყო. ის ფულს შოულობდა, მე კი ოჯახის დიასახლისი ვიყავი. დიახ, საჭმელსაც მე ვამზადებდი, რადგან ჩემი ქმარი სახლშიც რომ ამით დამესაქმებინა, უსინდისობად მიმაჩნდა.

განქორწინება

დრო გადიოდა და ორივე რუტინაში ჩავიძირეთ. მე სახლში ვიჯექი, ჩვეულებრივ საოჯახო საქმეებს ვაკეთებდი და რატომღაც მთლიანად შევეშვი საკუთარ თავზე ზრუნვას. ჩემი ქმარი – პირიქით. მუდმივად მუშაობდა, ხარჯავდა ენერგიას, ხალხთან ჰქონდა კომუნიკაცია. ჩვენი ქალაქი არც თუ ისე დიდია, თითქმის ყველა იცნობს ერთმანეთს. ამიტომ ხშირად იყო სიტუაციები, როცა რომელიმე დღესასწაულზე ჩემს ქმარს სუფრასთან იწვევდნენ და ისიც სტუმრებთან ერთად ერთობოდა.

ამ წვეულებების შემდეგ ის სახლში მოდიოდა და მე მხედავდა – დაღლილს, სახლში ჯდომისგან ფერმკრთალს და მოსაწყენს. ვამტყუნებ თუ არა მას, რომ მოგვიანებით ჩემი შემცვლელი იპოვა? ვამტყუნებ. ჩვენ ხომ ერთი გუნდი ვიყავით. რატომ არ შეცვალა ჩემდამი დამოკიდებულება, რატომ არ ეცადა ჩემს გაბედნიერებას? რადგან, სწორედ ბედნიერებაა, რაც ქალს მიმზიდველს ხდის. ამის ნაცვლად, გაფუჭებული სათამაშოსავით გამომცვალა.

არ ყოფილა ჩხუბი და წარსულზე საუბრის ხანგრძლივი საღამოები. არა, ის უბრალოდ მოვიდა, რამდენიმე დიდი ჩანთა ამოიღო და ჩემი ნივთები შეაგროვა. მითხრა, რომ ასე კარნახობდა გული და გონება. საბუთებს კი, მოგვიანებით მივხედავთ. რა საჭიროა ახლა მათზე დროის დაკარგვა? ის ამას სრულიად სერიოზულად ამბობდა. ზუსტად ისე, როგორც იმ დღეს, როცა ხელი მთხოვა.

რთული პერიოდი

მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში შავი ზოლი დაიწყო. დედაჩემთან გადავედი საცხოვრებლად, მაგრამ მასთან ვცხოვრობდი, მხოლოდ იმისთვის, რომ ღამის გასათევი მქონოდა. ჩემი მიზანი იყო საკუთარი თავის პოვნა, ცხოვრების მიზნის პოვნა და საბოლოოდ გარკვეული ბალანსის მიღწევა. საკუთარი ძალებით, სრული თავდადებით.

ვიცი, რომ ჩემს ადგილას ბევრი გოგო თავის გარეგნობაზე იზრუნებდა, ლამაზად ჩაიცვამდა და სხვა მამაკაცის საძებნელად წავიდოდა. მაგრამ ჩემთვის ეს ზუსტად იგივე იქნებოდა, რისგანაც მინდოდა გაქცევა. ეს იყო სხვა ადამიანზე დამოკიდებულება. დრო იყო გავმხდარიყავი პიროვნება და არა გარეგანი მაჩვენებლებით ან „შინაგანი სამყაროთი“, არამედ ქმედებებით. როგორც მამაკაცებისთვის არის მიღებული.

ვცდილობდი, რაიმე ადეკვატურ ბიზნესში ჩართვას. ჩინეთის ბაზრებიდან ნივთების გაყიდვას, საიტების შექმნას, კოსმეტიკური საშუალებების და კოსმეტიკური სერვისების მიწოდებას. რატომღაც არაფერი არ მომწონდა. ერთხელ ტელევიზორში მოვისმინე, რომ ყვავილების ბიზნესს პროცენტულად ძალიან კარგი მოგება მოაჰქონდა.

მაშინ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ყვავილების რეალიზატორი. ასევე ვყიდიდი სხვადასხვა სახის ღია ბარათებს და სხვა თემატურ წვრილმანს. მოგვიანებით, საქონლის კარგ ბაზებს მივაგენი. ისევ და ისევ, ჩვენი ქალაქი პატარაა და ბევრი ჩემი ნაცნობი გაოცებული თვალებით მიყურებდა, თითქოს მათხოვარი ვყოფილიყავი, რომელიც ფულს ითხოვდა. ამან არანაირად არ შემაჩერა. ყოველთვიურმა შემოსავალმა მასწავლა, რომ ადამიანებისთვის სხვანაირად უნდა შემეხედა.

ახალგაზრდა მეზობელი

ახლა, 8 წლის შემდეგ, შემიძლია საკუთარ თავს საქმიანი ქალი ვუწოდო. რა თქმა უნდა, ადგილობრივი მასშტაბის. ქალაქში ყვავილების 4 პატარა პუნქტს და ერთ მაღაზიას კარგი ფული მოაქვს. ახლა მაქვს საკუთარი ბინა, მანქანა და ბრენდული ტანსაცმელი. ახალი, კარგი კბილები და 20 კილოგრამით დაკლებული წონა – გულს მითბობს. და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემთვის გაკეთდა და არა ვიღაც კაცისთვის, რომელზეც ფარულად ვოცნებობ.

უფრო მეტიც, ამის მაგალითია ცოტა ხნის წინანდელი შემთხვევა, რის გამოც გაგიზიარეთ ჩემი მოკლე ბიოგრაფია.

ჩემს გვერდით ბინაში ახალგაზრდა სიმპათიური ბიჭი დასახლდა. სადღაც ჩემი ასაკის, დაახლოებით 30 წლის. რადგან მარტოა, ესე იგი, ფული აქვს და მეუღლეც არ ჰყავს. რაც არ უნდა იყოს, ახალაშენებული ბინაა. ამ ბიჭმა ჩემთან სტუმრობა ჩვევად იქცია. ხან მარილი სჭირდება, ხან ფქვილი არ აქვს. ნახევარი ჭიქა ფქვილი. ამით რის მომზადება შეიძლება?

ერთხელ ვვახშმობდი და მაშინ გამოჩნდა. რა მექნა, შემოსვლა შევთავაზე, სუფრასთან მოვიპატიჟე. მას უარი არ უთქვამს. იგივე განმეორდა რამდენიმე დღის შემდეგ. და შემდეგ ისევ და ისევ. მესმის, რომ შესაძლოა რაღაცას ფიქრობდა ჩემზე, რაიმე გეგმა ჰქონდა, მაგრამ მოსვლა და ჩემს მიერ მომზადებული საჭმლის ჭამა – ეს არ გამოდგება. შეეძლო, რომ თავადაც მოეტანა რამე. მაგრამ, არა.

სერიოზული ზრახვები

საბოლოოდ ყველაფერი ბანალურად დასრულდა. ის მოვიდა. შევხედე: მისი მორცხვი ღიმილი სადღაც გამქრალიყო, სამაგიეროდ ამჯერად სახლის შარვალი და ფორმადაკარგული მაისური დამხვდა. როგორც ყოველთვის, ახლაც ხელცარიელი იყო. მეც სწორად ისე ვუპასუხე, როგორც შეეფერებოდა. ვუთხარი, რომ დამლოდებოდა, სანამ სამზარეულოში შევირბენდი. ერთი წუთის შემდეგ მომზადებული სავიზიტო ბარათი გამოვუტანე, ადგილობრივი მიტანის სერვისის. იქ არჩევანი უფრო მდიდარია, კერძები კი, რა თქმა უნდა, უფრო გემრიელი.

თავიდან ვერ მიხვდა, ეგონა, ვხუმრობდი, ან იქნებ ეს ასეთი ფლირტი იყო, მაგრამ მე კარის დაკეტვა დავაპირე. ის კარის სახელურს ჩაეჭიდა, თვალებში ჩამხედა და მითხრა: „ტყუილად მოიქეცი ასე, შენს მიმართ სერიოზული განზრახვა მქონდა. გემრიელად მიირთვი სიმარტოვეში. ახლა კი, მშვიდობით”. და წავიდა.

კარგად დამამახსოვრდა ეს სიტყვები „განზრახვების“ შესახებ. ჩემი ქმარიც სერიოზული იყო. და არც ეს არ ხუმრობდა. ერთგვარი მისტიკაა. მაგრამ… არა უშავს. საკუთარ სახლში, საკუთარ ახალ სამზარეულოში ვახშამი, მინდა გითხრათ, რომ არც ისე ცუდია. არავინ გიფანტავს ყურადღებას, არავინ გიშლის. და რაში მჭირდება ასეთი სერიოზული განზრახვები? მარტოც კარგად ვარ და მხიარულად!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს