ქლოროფიტუმის სარგებელი. მისი შეძენის 7 მიზეზი

717

ქლოროფიტუმი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მოსავლელი ოთახის მცენარე. ის არის ძალიან უპრეტენზიო და ამავე დროს წარმოუდგენლად ლამაზი. სწორედ მისი სილამაზის გამო, ეს მცენარე ხშირად შეიძლება ნახოთ სახლის ან ოფისის ელეგანტურ ინტერიერში. კიდევ რა სარგებლობა მოაქვს ქლოროფიტუმს და რატომ არის ის ასე პოპულარული? ამის შესახებ, ვივიენის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ.

არსებობს 7 მიზეზი, რის გამოც ეს ოთახის მცენარე საუკეთესო არჩევანად ითვლება. გიამბობთ, კიდევ რით არის კარგი ქლოროფიტუმი, გარდა ეფექტური მრავალდონიანი ფოთლების კასკადისა.

რაში მდგომარეობს ქლოროფიტუმის სარგებელი: მისი მოშენების უპირატესობა

მიზეზი №1

ეს მცენარე ძალიან ეფექტური ფილტრია, რომელსაც შეუძლია ჰაერის გაწმენდა სამზარეულოს ზონაშიც კი. ქლოროფიტუმი პასუხისმგებელია ნახშირბადის მონოქსიდის, ამიაკის, აცეტონის, ბენზოლის, ფორმალდეჰიდის, ტოქსინების, ალერგენების და აზოტის ოქსიდის შთანთქმაზე. 80% – ზუსტად ამდენი დამაბინძურებლების განეიტრალება შეუძლია ასეთ მცენარეს (გარე დახმარების გარეშე).

მიზეზი №2

ქლოროფიტუმი მოვლაში არ არის პრეტენზიული (ეს უკვე აღვნიშნეთ). რამდენიმე შეცდომის დაშვების შემთხვევაშიც კი, ის არ დაკარგავს დეკორატიულ ხარისხს. ამაზე გავლენას ვერ მოახდენს ნიადაგის სრული გაშრობაც კი. გადაჭარბებული მორწყვა ასევე ვერ დააზარალებს ამ მცენარეს.

მიზეზი №3

თუ სწრაფად მზარდი მცენარის შეძენა გსურთ, არჩევანი ქლოროფიტუმზე შეაჩერეთ. ის სულ რაღაც 1 წელიწადში ზომაში საგრძნობლად იზრდება. ეს კასკადური მცენარე გაგაოცებთ თავისი სწრაფი ზრდით.

მიზეზი №4

კაპრიზული ოთახის ყვავილებისგან განსხვავებით, ქლოროფიტუმს არ სჭირდება გარკვეული ტემპერატურული რეჟიმი. ის კარგად უძლებს ზაფხულის სიცხეს. ამ მცენარეს არ ეშინია გრილი ამინდის. ოთახის ტემპერატურაზე, რომელიც 10 გრადუსზე დაბლა არ ვარდება, ქლოროფიტუმი შესანიშნავად იგრძნობს თავს.

მიზეზი №5

არ არის საჭირო დამატებითი განათება (სპეციალური ნათურები და ა.შ.). ქლოროფიტუმს გააჩნია უნიკალური თვისება: მას შეუძლია უმოკლეს დროში მოერგოს ახალ პირობებს. ამიტომ, მდებარეობის არც თუ ისე მკვეთრი ცვლილებისას, ჩრდილის მოყვარულ მცენარეს შეუძლია კარგად გაიზარდოს მზიან მხარეს.

მიზეზი №6

სათანადო მოვლის პირობებში, ქლოროფიტუმს არ შეეშინდება რაიმე დაავადების და მავნებლების. მისი ერთადერთი მტერი არის ზედმეტი ტენიანობა და ძალიან დაბალი ტემპერატურა. მხოლოდ ამას შეუძლია ასეთი მცენარისთვის ზიანის მიყენება.

მიზეზი №7

ოჯახის ყველაზე პატარა წევრებისა და ცხოველების სრული უსაფრთხოება – ქლოროფიტუმის კიდევ ერთი უდავო უპირატესობაა. რეკომენდირებულია მისი მოთავსება ბავშვთა ოთახში, სადაც მას შეუძლია ჰაერიდან ყველა მავნე ნივთიერების შთანთქმა, ფილტრის ფუნქციის შესრულება.

გარდა ამისა, ქლოროფიტუმის მეშვეობით ხშირად ბავშვებს ოთახის მცენარეების მოვლას ასწავლიან. მისი სწრაფი ზრდის, გამძლეობისა და არაპრეტენზიულობის წყალობით – ის ამისთვის იდეალური კანდიდატია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს