მისი საქმრო ქორწინებამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. მაგრამ გოგონამ გადაწყვიტა, არ გაეუქმებინა საქორწილო ფოტოსესია…

540

ნიკი სალგოტი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო, როდესაც მისმა შეყვარებულმა, სერჟანტმა კოლინ როუზმა მას ხელი სთხოვა. წყვილი ქორწილის გამართვას 2017 წლის 14 ოქტომბრისთვის გეგმავდა.

მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე თვეში გოგონას იმედები დაიმსხვრა. კოლინი გარდაიცვალა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან.

გოგონამ წარმოუდგენელი დანაკარგი განიცადა. ტრაგიკული სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, ნიკიმ გადაწყვიტა გაეკეთებინა რაიმე განსაკუთრებული საყვარელი ადამიანის ხსოვნის საპატივცემულოდ.

კოლინ როუზმა გოგონას გული თავისი გულკეთილობითა და გულისხმიერებით მოიგო. სამწუხაროდ იგი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვალა – მანქანის გატაცების საქმის წარმოების დროს ბოროტმოქმედმა ცეცხლი გახსნა კოლინის მისამართით.

მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნიკი ცრემლებში იხრჩობოდა. იგი კარგა ხანი ვერ გამოდიოდა მგომარეობიდან, არ სურდა მომხდარის დაჯერება. ბოლოს გოგონამ ყველა გააკვირვა თავისი შესანიშნავი იდეით.

ისევე, როგოც ნებისმიერ წყვილს, მათაც დაგეგმილი ჰქონდათ საქორწინო ფოტოსესია. თუმცა, ახლა გოგონას მარტოს მოუხდა ეპოზიორა კამერის წინ… ნიჭიერი ფოტოგრაფი და მისი თანაკლასელი ნიკი გაემართნენ ტყეში ფოტოების გადასაღებად.

მამაცი გოგონა თავს იწონებს საქორწინო კაბაში, რომელიც მან შეიძინა ქორწილამდე დიდი ხნით ადრე. “ფოტოზე იგი ერთდროულად გადმოსცემს მწუხარებას, ძალას, დასუცველობასა და სიმტკიცეს.” – ამბობს ფოტოგრაფი.

ნიკი ამაყობს კოლინით, ამიტომაც პოზირებს დროშით, ქუდითა და პოლიციის ჟეტონით.

ფოტოსესია ნიკის ყოველთვის გაახსენებს თავის მგზნებარე სიყვარულს. წარსულს ვერ შევცვლით. ისღა დაგვრჩენია, ვუსურვოთ გოგონას საკუთარ თავში იპოვოს სიცოცხლის ძალა, ხოლო კოლინის სულს – დაიმკვიდროს სიმშვიდე.