სიყვარულსა და ჰარმონიაში რომ იცხოვროთ: ძლიერი ლოცვა ოჯახის კეთილდღეობისთვის

598

არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ ზეციურ ძალებს ორმხრივი და ძლიერი სიყვარული შესთხოვოთ. როცა წყვილს შორის უთანხმოებაა, ხოლო ქორწინება ინგრევა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა ყოვლისშემძლეს ლოცვით მიმართოთ. დარწმუნებული იყავით, ეს აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ თქვენს მეორე ნახევართან ერთად სიმშვიდესა, სიყვარულსა და თანხმობაში იცხოვროთ.

ლოცვა ქორწინების კეთილდღეობისთვის არა მხოლოდ ცოლ–ქმრის ურთიერთობას აძლიერებს, არამედ გმატებს ძალს, როგორც ფიზიკურს, ასევე მორალურს. გირჩევთ, ყოველდღიური საქმე გადადოთ, შესვენება გააკეთოთ და თქვენი ქორწინების გადასარჩენად ილოცოთ. ნუთუ ამად არ ღირს? ვივიენი გიზიარებთ განსაკუთრებულ ლოცვას ცოლ–ქმრისთვის, რომლებიც ახლა რთულ პერიოდს გადიან.

განსაკუთრებული ლოცვა ოჯახის კეთილდღეობისთვის

თუ ცოლ–ქმარს თან სდევს წარუმატებლობა, ოჯახური კეთილდღეობა საფრთხეშია. ეს გასაკვირი არაა: როცა ადამიანს ყოველდღიურ საქმეში უსიამოვნებები აქვს, შემთხვევით უახლოეს ადამიანს გული შეიძლება ატკინოს. ცხელ გულზე მეორე ნახევარს ხშირად ხვდება. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, წაიკითხეთ შემდეგი ლოცვა:

ჰოჲ, დიდებულნო მოწამენო გური, სამონ და აბიბო, დაგვიცვენით ჩუენ მონანი ესე ღუთისანი (სახელები) უკეთურ კაცთა თავდასხმისა და ბოროტის მზაკვრობათაგან. დაგვიფარეთ ჩუენ მოულოდნელისა სიკუდილისაგან. გვიხსენით ცეცხლისა, მახვილისა და ყოველგვარ სულის წარმწყმედელ გარემოებათაგან. ჰოჲ, მოწამენო ქრისტესნო, ლოცვითა თქვენითა მოგვაგეთ ჩუენ ყოველნი კეთილნი და სარგებელნი, რათა საწუთოჲსა ამის ცხოურებისა ჩუენისა კეთილმსახურებით გარდამსვლელნი და ურცხვენელისა აღსასრულისა მიმღებელნი ღირს ვიქმნნეთ მხურვალითა შემწეობითა თქვენითა ყოველთა წმიდათა თანა მართლისა მსაჯულისა მარჯვენით დგომად, რათა დაუსრულებელად ვადიდებდეთ მას, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ეს ლოცვა ქორწინებისთვის ინახება არა გონებაში, არამედ თითოეულის გულში, ვისაც უფლის კურთხევის მიღება სურს. ყოველდღე წაიკითხეთ და ნებისმიერი უსიამოვნება გვერდს აგივლით.