ეს ჩვილი ჩემ გვერდით იწვა და არ მესმოდა, როგორ შეიძლებოდა მისი მიტოვება. ამ დროს ოთახში ჩემი ქმარი შემოვიდა

3676

როგორც ცნობილია, მთელ მსოფლიოში მრავალშვილიანი ოჯახები სხვადასხვა დახმარებას იღებენ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ექიმის მიერ დანიშნული უფასო მედიკამენტები, ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევა და უფასო მგზავრობა ზოგიერთი ტიპის ტრანსპორტით. ჩვენთან მრავალშვილიანი ოჯახები მცირე ფინანსურ დახმარებას იღებენ.

რა თქმა უნდა, ბევრი გონივრულად აღნიშნავს, რომ ეს არ არის მიზეზი ბევრი მემკვიდრე გააჩინოთ, თუ მემკვიდრეობა საერთოდ არ გაქვთ. ყველამ ვიცით, რომ მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის უფრო ადვილია საერთოდ არ იმუშაოს, არამედ სახლში ბავშვებთან დარჩეს. მაგალითად, მსგავსი პრობლემა არის აშშ–ში, სადაც მრავალშვილიანი ოჯახებისთვის კარგი ფინანსური ბალიში არის გათვალისწინებული. საქმე იმდენად შორს წავიდა, რომ ზოგიერთი ოჯახი სამსახურში გასვლას საჭიროდ არ თვლის. რისთვის? სახელმწიფო ხომ ყველაფერს იხდის. როგორც ამბობენ, ერთი უკიდურესობიდან მეორეში.

მრავალშვილიანი ოჯახი

„როცა 15 წლის ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ჩემს საბედოს მაქსიმუმ 19 წლისას შევხვდებოდი. შემდეგ დავქორწინდებოდით, დიდ ქორწილს გადავიხდიდით. ათ ბავშვს გავაჩენდი და ყველა ერთად სიმპათიურ მამასთან ერთად ვიცხოვრებდით დიდ სახლში, რომელიც უფრო სასახლის მსგავსი იქნებოდა. გოგოები და ბიჭები თანაბარი რაოდენობით გვეყოლებოდა. ბიჭები ძლიერები, ხოლო გოგოები ლამაზები იქნებოდნენ. აი, ასე, არა სხვაგვარად. ეჰ, როგორი მიამიტი ვიყავი ბავშვობაში.

33 წლის ვიყავი, როცა პირველად აღმოვჩნდი სამშობიარო სახლში. მეორე ქორწინება იყო. ცხოვრება ყოველთვის გეგმის მიხედვით არ მიდის. თუ ჩემი მეგობრების და ნაცნობების გამოცდილებას გავითვალისწინებ, თითქმის არასდროს. ძალიან ვნერვიულობდი. მინდოდა, ყველაფერს მაქსიმალურად სწრაფად და უსაფრთხოდ ჩაევლო. ორი მიზეზი მქონდა. პირველ რიგში, ასაკი. არა ერთი ისტორია მსმენია, როცა ქალებმა 50 წლისას ჯანმრთელი ბავშვი გააჩინეს. ევროპელი ქალები ამბობენ, რომ ყველა გვიან აჩენს.

ეს ასეა, მაგრამ ჩემი ჩემთან იყოსო. მუცლის სიღრმიდან მომავალი მღელვარება მთელ სხეულში გადადიოდა. მეშინოდა, დისკომფორტს ვგრძნობდი. სადღაც შორს გაქცევა მინდოდა. მეორე და მთავარი მიზეზი, ორსულად უკვე ვიყავი, მაგრამ ნაადრევად შეწყდა. მესამე თვეზე. ექიმებმა მითხრეს, რომ ასე შეიძლება მოხდეს სტრესის, გარკვეული მიდრეკილების, ორგანიზმის სისუსტის გამო. ბევრი რამ შეიძლება იყოს მიზეზი, მაგრამ ტრაგედია პირადად მე დამემართა.

იმ დროს პირველად ვიყავი დაოჯახებული. ამ შემთხვევის შემდეგ ყოფილ ქმართან ურთიერთობა დღითიდღე უარესდებოდა. არც გამიკვირდა, როცა 2 თვის შემდეგ დავშორდით. ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით. არა მტრები, არა. ნეგატივი არ ყოფილა. უბრალოდ ჩვენს შორის ნისლი ჩამოწვა, რომლის გაფანტვის სურვილი არ გვქონდა. კამათის და ურთიერთობის გარკვევის გარეშე სხვადასხვა მხარეს წავედით. რამდენიმე წელი ახალი ურთიერთობის დაწყება არც მინდოდა. სახლი, სამსახური, კატა – ეს იყო ჩემი ცხოვრებისეული ინტერესები.

ორი მეანი

მახსოვს, რომ სამშობიარო განყოფილებაში ორი მეანი თავს დამტრიალებდა. არც ვიცი, როგორ მოხდა ასე. ერთი ახალგაზრდა იყო, ცივი გამოხედვით, მუდმივად ხუმრობდა, რომ უკვე ასაკში ვიყავი. უხეში, ცივი ქალი. მეორე კი უფროსი, მგონი ნათელა ერქვა, სულ მამხნევებდა და მეუბნებოდა, რომ ტყუილად ვნერვიულობ, რომ ყველაფერი კარგადაა. რაღაც სიკეთით, დედობრივი სიყვარულით მიყურებდა.

ბავშვის სქესის გასაგებად ექოსკოპია არ გამიკეთებია. რატომღაც აზრად არ მომსვლია. სავალდებულო რომ ყოფილიყო, ალბათ, უარს ვიტყოდი. არ ვიცი, რატომ. მშობიარობა დიდხანს გაიწელა. ვიმედოვნებდი, ძლიერ ბავშვს გავაჩენდი, რადგან დიდი, უფრო უზარმაზარი მუცელი მქონდა. ქმარი ხუმრობდა კიდეც, რომ ჩემი შვილი მე თუ დამემსგავსებოდა, სკოლაში წასვლისას მასზე მაღალი იქნებოდა. ჩემი ქმარი მაღალი არაა, მაგრამ ამაზე არასდროს ღელავდა. საკუთარ თავზე ხუმრობა ყოველთვის უყვარდა.

მძიმე ჭინთვების, ტკივილის და ტანჯვის შემდეგ როგორც იქნა გავაჩინე. დაუძლურებული ვიყავი და თითქმის არაფერი მესმოდა, როცა გამომიცხადეს, რომ ტყუპი გავაჩინე! ორი საყვარელი პატარა, რომლებიც მინდოდა ჩემ გვერდით ყოფილიყვნენ და არსად გამეშვა! ორი პატარა და ამქვეყნად ულამაზესი ქალიშვილი! იმ მომენტში სიხარულით თავი მეცხრე ცაზე მეგონა. როგორც იქნა, ჩემი ძვირფასი შვილები. ძალების და სისხლის დაკარგვის მდგომარეობიდან გამოსვლა, საღი გონების შენარჩუნება და შვილების ჩახუტება მინდოდა.

ბედნიერების კონა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ მოხდა ცოტა მოგვიანებით, რამდენიმე საათის შემდეგ, როცა ცოტა მოვკეთდი და გონს მოვედი. ნათელა, ჩემი საყვარელი მეანი, მომიახლოვდა და მითხრა, რომ მეზობელ პალატაში ვიღაც ქალმა შვილზე უარი თქვა. ბიჭი ძალიან პატარაა, საჭმელი სჭირდება. მე კი ბევრი რძე მქონდა. შეგიძლია გაუზიარო? რა კითხვაა, რა თქმა უნდა! როგორ შეიძლება უარის თქმა ასეთ თხოვნაზე?

ამ ამბავმა შემძრა. დღეც არ გასულა, ორი პატარა გავაჩინე. ეს ხომ დიდი სიხარულია! ამ დროს მეზობლად ვიღაც ქალმა საკუთარ შვილზე უარი თქვა. რა შეიძლება ვუწოდოთ ასეთ ადამიანს? როცა ბიჭი პალატაში მომიყვანეს, ქმარი ჩემ გვერდით იყო. დარწმუნებული ვარ, იგრძნო. დაინახა, როგორ შემებრალა პატარა. ახლა ხუმრობს, რომ ძალიან უნდოდა ბიჭი, ამიტომ დროულად იმოქმედა, სანამ შესაძლებლობა იყო. მაგრამ ვიცი, იმ მომენტში ისიც იმავეს გრძნობდა. როგორც ჩანს, ამიტომაც ვართ ერთად.

მრავალშვილიანობის დახმარება

ერთმანეთს ვუყურებდით და გვესმოდა, რომ აქედან ხუთნი წავიდოდით. აბა როგორ? მიატოვო პატარა ბავშვი ბედის ანაბარად? რა დაემართება, როგორი გაიზრდება, თუ მთელი ბავშვობა მშობლების გარეშე ჩაივლის, უცნობი ხალხის გარემოცვაში? მახსოვს, როგორ გვიყურებდა მეუღლე სიყვარულით. თვალებში ვუყურებდი, თავს პატარა ბავშვად ვგრძნობდი, არაფერს ვამბობდი. „ძვირფასო, ალბათ, დავიტოვებთ, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?“ – ეს საუკეთესო სიტყვები იყო, რაც ცხოვრებაში გამიგია. ამისთვის უზომოდ მადლობელი ვარ.

ერთი მახინჯი ყველგან გამოერევაო. ეს იყო მეორე მეანი, ის ახალგაზრდა. როცა ბავშვებთან ერთად გამწერეს, ყველა ბედნიერი და გაბრწყინებული ვიყავით. ის კი მოდის და მისვამს კითხვას, რომლისთვისაც მზად არ ვიყავი. „ფიქრობ, რომ მრავალშვილიანობის შემწეობა დაგეხმარება?“ და წავიდა. მინდოდა მეყვირა, რომ ცხოვრებაზე გაბრაზებული სულელი ქალი იყო. რა დახმარება? რაზე საუბრობს? მაგრამ არაფერი მითქვამს.

ახლა ვფიქრობ, რომ მეანები არ იყვნენ, არამედ ორი სტიქია, რომლებიც რაღაც მიზეზით შემხვდნენ. ერთი კეთილი და ნათელი, რომელმაც ვაჟი მაჩუქა. მეორე, ბოროტი და შურიანი, რომელმაც განწყობა გამიფუჭა, თითქოს ჩემს წყობიდან გამოყვანას ცდილობდა. არ ვიცი, რით დავიმსახურე ასეთი ყურადღება, მაგრამ სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ამჯერად სიკეთემ გაიმარჯვა. იმედმა გაიმარჯვა. და ჩვენი ოჯახი ამის მთავარი დასტურია!