ბოსტნეულის სწორად აღება საკმარისი არაა, სწორად შენახვაც სჭირდება. მხოლოდ ასე შეძლებთ ბუნების ძღვენის მაქსიმალურად დიდხანს ჭამას. ვივიენი გიამბობთ, როგორ შეინახოთ ჭარხალი ზამთრისთვის, რომ წვნიანი და ტკბილი დარჩეს.
თუ რამდენიმე წესს დაიცავთ და ყველა ნიუანსს გაითვალისწინებთ, გაზაფხულამდე შეძლებთ სახლის ძირნაყოფის გამოყენებას კერძებში. არ დანაოჭდება და არ გაფესვიანდება, ამიტომ მაღაზიაში ჭარხლის ყიდვა არ მოგიწევთ.
როგორ შევინახოთ ჭარხალი ზამთრისთვის: ძირითადი წესები
სწორად მომზადება
- ნიუანსები მოსავლის აღების დროს. ჭარხალმა დიდხანს რომ გაძლოს, ყველაზე ოპტიმალურ დროს (ყინვების დაწყებამდე) უნდა შეაგროვოთ. მშრალი ამინდი უნდა იყოს, მიწა – დამყოლი. სწორედ ამიტომ, ჭარხლის მოსავლის აღებამდე 14 დღით ადრე მორწყვა შეწყვიტეთ.
- შესაფერისი შენობა და აუცილებელი პირობა. ნაყოფი 2-დან 4 გრადუსამდე ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. სარდაფი იდეალურია. უფრო მაღალ ტემპერატურაზე გაფესვიანებას იწყებს. ტენიანობა აკონტროლეთ. ძალიან მაღალი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჭარხალი ტენიანობას დაკარგავს და დანაოჭდება.
როგორ შევინახოთ ჭარხალი სწორად
- მეთოდი №1. გამოცდილი ფერმერები ჭარხალს კარტოფილთან ერთად ინახავენ. ბოსტნეულები მშვენივრად თანაარსებობენ. კარტოფილი თავის ჭარბ ტენს ჭარხალს აძლევს. მათი ერთად შენახვა შესანიშნავი იდეაა. კარტოფილზე 2–3 ფენა ჭარხალი დააწყვეთ და დარწმუნებული იყავით, რომ წვნიანი დარჩება.
- მეთოდი №2. წიწვოვანი ხეების ნახერხი იდეალური შემავსებელია, რომელშიც ძირნაყოფი შეგიძლიათ შეინახოთ. ასე ჭარხალს გაფუჭებისგან დაიცავთ. მთავარია, მშრალი ნახერხი და ძირნაყოფი მონაცვლეობით მოათავსოთ. ყუთში შემავსებლის ფენა ჩაყარეთ, 3 სმ–ზე მაღალი არ უნდა იყოს. შემდეგ ჭარხალი მოათავსეთ, ერთმანეთს დააშორეთ.
- მეთოდი №3. ჭარხალი პოლიეთილენის პარკშიც შეგიძლიათ შეინახოთ. ნაკლებად სანდო მეთოდია. ძირნაყოფი პარკში მოათავსეთ და შეკარით. წარმოიქმნა კონდენსატი? პარკი გახსენით და დატოვეთ პატარა ხვრელი, რომ ტენიანობა აორთქლდეს.
ჭარხალი სწორად შეაგროვეთ და შეინახეთ შესაფერის შენობაში, ზემოთ მოცემული ერთ–ერთი მეთოდი გამოიყენეთ. ამ შემთხვევაში სახლის წვნიანი ბოსტნეულით ზამთარში ყველაზე გემრიელ ვინეგრეტს და ბორშს მოამზადებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს