არ იჭორავოთ და შეინახეთ სქრინშოტები: 10 წესი მშობლების ჩატში გადასარჩენად

410

მშობლების ჩატში ქცევის ბევრი წესი არსებობს. იციან ამის შესახებ მშობლებმა და მასწავლებლებმა? რა თქმა უნდა. სრულდება ვებეტიკეტის ყველა წესი? არა. მშობლების ჯგუფი არის ადგილი, სადაც არ ვირჩევთ, ვისთან გვქონდეს კომუნიკაცია, ამიტომ Vivien გიზიარებთ რამდენიმე უნივერსალურ რჩევას, როგორ მოიქცეთ ასეთ საზოგადოებაში.

ერთი შეხედვით, თანამედროვე ადამიანი კომუნიკაციის საკითხებში შესანიშნავად ერკვევა. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, საბაზისო კანონების და ჩატში ბანალური მოდერაციის უცოდინრობა, სამწუხაროდ, ტრაგედიის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ასე მაგალითად, საზღვარგარეთ მამაკაცი ცემაში მოკლეს მშობლების ჩატში ბანალური კამათის გამო.

სავარაუდოდ, 30 უცნობი ადამიანიდან მხოლოდ 3-4 თანამოაზრეს იპოვით. ბევრი მათგანი შეიძლება გაღიზიანებდეთ, მშობლების ნაწილი ქვეჯგუფებად იყოფა: ადამიანები, რომელთაც ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, მალული აგრესორები, „მე უმრავლესობისკენ ვარ“, „მე ყველას წინააღმდეგი ვარ“, პანიკიორები, გულგრილები, ნერვიულები, სპამერები და ა.შ. ყველას სიყვარული აუცილებელი არაა, მაგრამ წესები უნდა დაიცვათ.

აირჩიეთ ის, ვინც წესების დაცვაზე იზრუნებს. მხოლოდ ასე შეძლებთ ჩატში აგრესიის, ურთიერთობის გარკვევის და კონფლიქტის მძიმე შედეგების თავიდან აცილება.

წესები უნდა იყოს დაწერილი მშობლების ჩატის ყველა კატეგორიისთვის: დამრიგებლისთვის, მოდერატორებისთვის, მშობლებისთვის.

მშობლების ჩატის ორგანიზება: 10 წესი კლასის დამრიგებლისა და მოდერატორებისთვის

1.მშობელთა კრება სასკოლო ჩატის წესების განსახილველად სასწავლო წლის დასაწყისში იმართება.

2.ჩატის 4 მოდერატორი აირჩიეთ. ესენი არიან მშობლები კომიტეტიდან, რომელთა სანდოობაში კლასის დამრიგებელი დარწმუნებულია. ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ მეოთხე მოდერატორად აირჩიოთ ვიღაც უცხო, არა მშობლების გუნდიდან. იდეალურია, თუ იქნება ადვოკატი ან სოციალური პედაგოგი.

3.წაიკითხეთ მშობლების ჩატის წესები: რა არის ნებადართული, რა არის აკრძალული. მასწავლებელმა მშობლებს უნდა აუხსნას, რომ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას კანონიერი სასჯელი მოჰყვება. ასე ჩატში ნეგატიური ქცევის ალბათობა შემცირდება.

4.წაიკითხეთ, რა შედეგი მოჰყვება მშობლების ჩატში ქცევის ეტიკეტის დარღვევას: ჩატიდან გარიცხვა, იურიდიული შედეგები, პირობები, რომლითაც ჩატში აღდგენა შესაძლებელია.

5.კონფლიქტური სიტუაციები ჩატის გარეთ წყდება! კონფლიქტის მხარეები საკითხს აგვარებენ სკოლის ფსიქოლოგთან, დირექტორთან, აღმზრდელობითი სამუშაოს დირექტორთან (კლასის დამრიგებელი საჩივარს ადგენს).

6.კლასის დამრიგებელთან დარეკვა და ჩატში მიმოწერა დასაშვებია მკაცრად განსაზღვრულ დროს: სამუშაო დღეებში 8:00–დან 22:00 საათამდე. დასვენების დღეებში პირადი კითხვები თვეში ორჯერ 10:00–დან 11:00–მდე.

7.საკლასო ჩატში განიხილება მხოლოდ სასწავლო პროცესის სამუშაო მომენტები. დამრიგებელი დასაშვები თემების სიას ადგენს: გაკვეთილები, დავალებები, სასწავლო პროცესის სიახლეები, ექსკურსიები, ოლიმპიადები, მორიგეობა და ა.შ.

8.სასწავლო წლის დასაწყისში კლასის დამრიგებელი განიხილავს თემებს, რომელთა განხილვა მშობლების ჩატში აკრძალულია. ესაა მოსწავლეებზე, აკადემიურ მოსწრებაზე ჭორაობა. სხვის შვილებზე საუბარი, გადაუმოწმებელი ჭორები, რეპოსტები, პოლიტიკური თემები, ღია ბარათები, მილოცვები და სხვა არასაჭირო დისკუსიები, რომლებიც სამუშაო პროცესს ხელს უშლის, არ განიხილება.

9.მასწავლებელმა საერთო ჩატში ხმოვანი შეტყობინება არ უნდა გააგზავნოს. ესეც ზრდილობის ახალი ფორმაა. მშობლებისთვის შეიძლება მოუხერხებელი იყოს აუდიოს მოსმენა შეხვედრაზე ან მანქანის მართვისას. ტექსტური შეტყობინება უფრო უკეთ აღიქმება, ვიდრე აუდიო ფორმატი.

10.კლასის დამრიგებელს უფლება აქვს მშობლების ჩატში მონაწილეობაზე უარი თქვას. ამ შემთხვევაში, მთელი ინფორმაციის მიწოდება დაევალება მოდერატორებს და საკლასო საკითხებზე კონტაქტი მხოლოდ მათთან ექნება. ეს ევროპული სკოლის სქემაა. დამრიგებელს შეუძლია შექმნას თავისი ჩატი მშობლებთან, სადაც ურთიერთობას გადაიყვანს ფორმაში „მხოლოდ წაკითხული შეტყობინებები“.

ქცევის 10 წესი საკლასო ჩატში მშობლებისთვის

1.ფსიქოლოგები, სოციოლოგები და ვებეტიკეტის სპეციალისტები ერთხმად ამბობენ: სასკოლო ჩატი მეგობრების (კოლეგების, ნათესავების, თანამოაზრეების) შეკრება არაა. მთავარი წესი ურთიერთობის უსაფრთხო ტერიტორიაა. მიიღეთ გადაწყვეტილება – ნაკლები ემოციები. ყველაფერი ბავშვების სასიკეთოდ.

2.არ ჩარიოთ ბავშვები უფროსების კამათსა და დისკუსიაში.

3.ბავშვებთან ყველა კონფლიქტური სიტუაცია გვარდება მასწავლებლის მიერ მოცემული სქემით (თითოეულს საკუთარი წესი აქვს). დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვები სწრაფად რიგდებიან, ხოლო მშობლებს შორის კონფლიქტი წლები შეიძლება გაგრძელდეს.

4.აკრძალულია ყველა თემა, სასკოლო ინფორმაციის გარდა. უთანასწორობის, რელიგიის, პოლიტიკის, ბოლო მოვლენების, ფარული პროპაგანდის და ყალბი ამბების თემები აკრძალულია.

5.ყველაფერი, რაც შეგიძლიათ წაიკითხოთ, ისე არ აღიქმება, როგორც ადამიანს სურდა გადმოეცა. უმჯობესია, რომ პირად შეტყობინებაში დააზუსტოთ.

6.მოდერატორებს უფლება აქვთ, რომ ჩატის წესების დარღვევის გამო ადამიანი ჩატიდან გააგდონ ან „მხოლოდ კითხვის“ ფუნქცია დაუტოვონ.

7.ყველა მშობელმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა იურიდიული პასუხისმგებლობა მოჰყვება ინტერნეტ სივრცეში მის ქცევას, სიტყვას და მუქარას. სხვათა შორის, ევროპულ სკოლებში მოქმედებს შიდა სასკოლო კანონი: შეურაცხყოფა მიაყენე მშობელს, დაიწყე კონფლიქტი, მიიღე საზოგადოებრივი საქმე. დედა, მამა ან ნათესავი ღობეს ღებავს, ფანჯრებს წმენდს, ყვავილებს რწყავს და ა.შ. ჩვენთან ის იდეა ვერ განხორციელდება, რადგან მშობლებს სასკოლო საქმეში ჩართვას ვერ აიძულებთ. დასავლურ სკოლებში მშობლების აგრესიის გამო ბავშვი სკოლიდან შეიძლება გააგდონ.

მშობელზე, რომელიც სხვა მშობლის პატივს და ღირსებას უცენზურო სიტყვებით და მუქარით შეურაცხყოფას, სარჩელი შეიძლება შეიტანონ. შეტყობინება მესენჯერში, პირადი მიმოწერა სამართალდარღვევის პირდაპირი მტკიცებულებაა. თუ შეურაცხყოფილი ადამიანი 3 თვის განმავლობაში პოლიციაში განცხადებას შეიტანს, დამნაშავე გარკვეული თანხით შეიძლება დაჯარიმდეს. უფრო სერიოზული მუქარისთვის (მკვლელობა ან მძიმე დაზიანების მიყენება) სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.

8.საერთო ჩატის კანონი მილოცვის დროს: მშობლებისგან ერთი საერთო მილოცვა ღია ბარათის, სიტყვის, ლექსის და ა.შ. ფორმით. ნუ აავსებთ ჩატს.

9.ტოლერანტობის კანონი: ყველა განსხვავებული ვართ. ზოგი არასწორად წერს, ზოგი თავიდან კითხულობს, ზოგი ვერ იგებს. მშობლებს შორის არიან მეცნიერები, ასევე დედ–მამა სასკოლო განათლებით. არ შეუსწოროთ, არ მისცეთ შენიშვნა, აღიქვით მშობლების ჩატი, როგორც საინფორმაციო მოედანი, რომლის მთავარი მიზანია ორგანიზაციული მომენტების გაზიარება. სასკოლო ცხოვრება ჩატში ცალკეულ ადამიანთან პირადი ურთიერთობისგან გამოყავით.

10.თუ ჩატით კმაყოფილი არ ხართ, მოდერატორი გახდით. არ ხართ კმაყოფილი მოდერატორებით, საერთო კრებაზე საკითხი წამოაყენეთ. არ ხართ კმაყოფილი მასწავლებლით, დირექტორს მიმართეთ. არ ხართ კმაყოფილი სკოლით – განათლების განყოფილებას. მშობლების ჩატი მხოლოდ ერთ საკითხს აგვარებს: მშობლების ინფორმირება ბავშვების სასკოლო ცხოვრების შესახებ. ეს უნდა გესმოდეთ.

სამახსოვრო „როგორ მოიქცეთ მშობლების ჩატში შეუსაბამო ქცევის დროს“