ცილები ჩვენს ორგანიზმში ბევრ ფუნქციას ასრულებენ, დაწყებული ცხიმის დაწვით და კუნთების მასის გაზრდით და დამთავრებული ძვლების გაძლიერებით. ცილების მარაგის შევსება ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
ცილების დეფიციტის ერთ–ერთ მთავარი ნიშანია ტკბილეულის მიღების ძლიერი სურვილი. ნახშირწყლები, კოფეინი, შოკოლადი, უალკოჰოლო სასმელები, ენერგეტიკულები, ორცხობილები ან ნამცხვრები – მათ მიმართ მუდმივი ლტოლვა სისხლში შაქრის არასტაბილურ დონეზე მიუთითებს. ტკბილეულისკენ ლტოლვა აუცილებლად ცილების დეფიციტს არ ნიშნავს, მაგრამ ცილების დეფიციტი და სისხლში შაქრის დაბალი დონე ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
ცილების ნაკლებობა ნარჩენების, თავისუფალი რადიკალების მოშორების უნარს ამცირებს. ეს კი საკუთარი უჯრედების დაზიანებას იწვევს. შედეგად, სიმსივნის და სხვა სერიოზული დაავადებების რისკი იზრდება.
ცილების დეფიციტის ნიშნები
ცილების დეფიციტი დაუცველს გვხდის ინფექციების მიმართ, რომლებიც შეიძლება ფილტვებსა და მსხვილ ნაწლავში გაჩნდნენ. Vivien-ის რედაქცია გირჩევთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ცილების დეფიციტის ნიშნები შეისწავლოთ და აკონტროლოთ.
1. უძილობა და ღრმად დაძინების უუნარობა
რაციონში ცილების დეფიციტმა შეიძლება ღრმად დაძინების პრობლემა გამოიწვიოს. ცილების გარეშე ორგანიზმი ნახშირწყლებისა და ჭარბი შაქრისკენ მიისწრაფვის. ეს შაქარზე დამოკიდებულებას იწვევს. და მაინც, შაქარი და ნახშირწყლები სწრაფად იწვება, ენერგიის ტალღებს ქმნის, რაც ძილის დარღვევას იწვევს.
2. ნახეთქები ან წყლულები პირის კუთხეებში
ეს თუთიის, რკინის და B ჯგუფის ვიტამინების (განსაკუთრებით B2, B3 და B12), ასევე ცილების ნაკლებობის ნიშნებია. ეს სიმპტომი ხშირად გვხვდება ვეგეტარიანელებში, რომლებიც დაბალანსებულად არ იკვებებიან, ასევე მათში, ვინც აუცილებელ მკვებავ ნივთიერებებს არ იღებს.
ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია რაციონში შემდეგი პროდუქტების დამატებით: მანგოლდი, მიწისთხილი, ოსპი, პარკოსნები, სეზამი და გამხმარი პომიდორი, ასევე ბროკოლი და წიწაკა.
3. კანზე წითელი გამონაყარი და თმის ცვენა
როცა კანზე გამონაყარი და თმის ცვენა ერთდროულად ჩნდება, ეს შეიძლება ცილების დეფიციტის ნიშანი იყოს. ასევე შეიძლება ორგანიზმს ბიოტინი (B7) ვიტამინი აკლდეს. ამის თავიდან ასაცილებლად ჭამეთ: სოკო, კაკალი, ორაგული, ავოკადო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბანანი და ჟოლო.
4. ჩხვლეტა, ხელების და ფეხების გაშეშება
ფოლიუმის მჟავის და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის დროს ჩხვლეტას და ხელების და ფეხების გაშეშებას იგრძნობთ. ეს პერიფერიულ ნერვებს უკავშირდება და ჩვეულებრივ თან ახლავს დაღლილობა, დეპრესია, შფოთვა და ჰორმონალური დისბალანსი. ამის აღმოსაფხვრელად მიირთვით ჭარხალი, ისპანახი, პარკოსნები (ყველა ტიპის) და სატაცური.
5. კრუნჩხვები, ფეხებსა და ტერფებში მტკივნეული ჩხვლეტა
კიდურების სპაზმები და ტკივილი კალციუმის, კალიუმის და მაგნიუმის დეფიციტის, ასევე ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის გამო იქმნება. სიტუაციის გამოსასწორებლად მიირთვით თხილი, ბანანი, ნუში, გოგრა, ვაშლი, ალუბალი, გრეიფრუტი, ბროკოლი და ყველა მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (განსაკუთრებით ისპანახი).
ცილების ქრონიკული დეფიციტის ნიშნები
6. კუნთოვანი მასის დაკარგვა
თქვენ შეიძლება კუნთოვანი მასა დაკარგოთ, რადგან ორგანიზმი ქსოვილებიდან და კუნთებიდან ცილებით „იკვებება“.
7. ზრდის შეფერხება
როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზრდის შეფერხება არსებობს. ცნობილია, რომ ბავშვს, რომელსაც ცხოვრების პირველ წლებში სწორად არ კვებავდნენ, დიდი ალბათობით განათლების და ზრდის პრობლემები ექნება.
8. გულ–სისხლძარღვთა სისტემების დარღვევა
ცილების ნაკლებობამ შეიძლება გულის პრობლემები, ასევე მე–2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს. შედეგად, შეიძლება სისხლში შაქრის დონე (ჰიპოგლიკემია) შემცირდეს.