სახლიდან დიდი ხნით გასვლისას, უნიტაზში წყალს არასდროს ვუშვებ, ეს ხრიკი ცხოვრებამ მასწავლა

1864

ისე მოხდა, რომ 1 წლის წინ ქალიშვილთან ერთად სხვა ქალაქში გადასვლა მომიწია. ერთ–ერთი მთავარი საკითხი საცხოვრებელი იყო. ინტერნეტში გასაქირავებელ ბინებზე არა ერთ განცხადებას გადავხედე და შესაფერისი ვარიანტი ვიპოვე. ახალ ქალაქში ჩასვლისთანავე ბინის მფლობელთან შესახვედრად წავედი, რომ ყველა საკითხი მომეგვარებინა. მფლობელის თქმით, ბინაში თითქმის 1 წელი არ უცხოვრია. ზოგჯერ მიდიოდა შესამოწმებლად, ყველაფერი წესრიგში თუ იყო. თავად ქალაქგარეთ კერძო სახლზე დიდი ხანია ოცნებობდა.

ამ ლაპარაკში ბინაში ავედით. შემოსასვლელი კარის გაღებისთანავე ცხვირში მძაფრი სუნი მეცა. მფლობელი მაშინვე სამზარეულოში გაიქცა ნაგვის ურნის შესამოწმებლად, იქნებ, რამე დაავიწყდა. ვედრო სუფთა აღმოჩნდა. სუნი სააბაზანო ოთახიდან მოდიოდა. რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე, როცა ბინას ტოვებდა, უნიტაზში წყლის მიწოდებას კეტავდა. ასევე გადაკეტილი იყო გაზი და დენის ავტომატური ამომრთველი.  ჩვეულებრივი უსაფრთხოების ზომები, რომელიც უნდა გააკეთოს ყველამ, ვინც სახლს დიდი ხნით ტოვებს.

წყლის მომარაგება უნიტაზში

სუნი ბინის ავსებას აგრძელებდა და სანტექნიკოსის გამოძახება მოგვიწია. მიზეზი მაშინვე გაარკვია. აღმოჩნდა, რომ სიფონი წყლის არარსებობის გამო გამოშრა. ასე კანალიზაციის სუნი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ბინაში მოხვდა.

სანტექნიკოსმა გვირჩია, რომ ასეთი სიფონი ყველა ნიჟარასა და უნიტაზში ყოველთვის უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ წყლის ჩაშვება აუცილებელია. აი, კანალიზაციის მილებში ზეთის ჩასხმას არ გვირჩევს. მზესუმზირის ზეთი, როგორც ნებისმიერი სხვა ცხიმი, მილებს უფრო გაჭედავს, ვიდრე დაიცავს. რამდენიმე წვეთი არომატული ზეთი შეგიძლიათ დაამატოთ და ნიჟარაში მილს ქაღალდის ფურცელი დააფაროთ. ასე წყლის აორთქლებას შეაფერხებთ.

კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც თითქმის ყველა უშვებს, როცა შვებულებაში მიდის. ტუალეტის ავზის წყლისგან დაცლა და წყლის გადაკეტვა. ჩვენი ბინის მფლობელიც ასე მოიქცა. სწორედ ამიტომ, როცა წყალი გახსნა და ავზი წყლით აივსო, მთელმა წყალმა უნიტაზიდან გამოჟონვა დაიწყო.

აღმოჩნდა, რომ ავზში შემამჭიდროებელი უბრალოდ გახმა და დაიშალა. რა თქმა უნდა, მარადიული არაფერია და უნიტაზის მუდმივი გამოყენებისას შემამჭიდროებელი, წყალში ყოფნისას, წყობიდან ასევე შეიძლება გამოვიდეს. ოღონდ წყლის არარსებობის შემთხვევაში პროცესი დაჩქარდა.

რა უნდა გააკეთოთ შვებულებაში გასვლამდე

რა თქმა უნდა, ბინა ვიქირავეთ, ავზის ნაწილები გამოვცვალეთ, ბინა გავანიავეთ. სხვა მოულოდნელი სიურპრიზი აღარ ყოფილა. მე და ჩემი ქალიშვილი ძალიან კარგად ვცხოვრობთ. აი, რამდენიმე წესი მთელი ცხოვრება გვემახსოვრება. თქვენც ჩაიწერეთ, რომ არ დაგავიწყდეთ, როცა შვებულებაში ან მივლინებაში წასვლა მოგიწევთ.

ბინაში წყალი, გაზი და დენი აუცილებლად გამორთეთ. მაცივარში მალფუჭებადი პროდუქტები არ დატოვოთ. თუ დენი ითიშება, პროდუქტები საერთოდ არ უნდა დატოვოთ. იზრუნეთ, რომ სახლში არ დარჩეს ნივთი ან პროდუქტი, რომელიც დაშლას დაიწყებს.

უნიტაზის ავზიდან წყალი არ ჩაუშვათ. ასე შიდა ნაწილებს გამოშრობისგან დაიცავთ. სიფონი რომ დაიცვათ, ქაღალდის ფურცელი დააფარეთ. შეამოწმეთ, კარგად თუ არის დახურული ყველა ფანჯარა და აივნის კარი. ნაგავი გაიტანეთ, რომ ბინაში ნაგვის ურნაში ახალი სიცოცხლე არ გაჩნდეს.