ამოსოვის პასტა: გემრიელი რეცეპტი გულის დაავადებების პრევენციისა და იმუნიტეტის გასაძლიერებლად

1141

ნიკოლ ამოსოვი ცნობილი კარდიოქირურგი და მეცნიერია. მან უდავოდ ღირებული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. თავისი დროის გენიოსი!

ცნობილი მხოლოდ პროფესიული საქმიანობით არ გამხდარა. თავის გამოჯანმრთელებულ პაციენტებს სპეციალურ ვიტამინების ნარევის რეცეპტს უწერდა. ახლა ამ ნარევის ეფექტურობა არა მხოლოდ პრაქტიკაში, არამედ მეცნიერულად დამტკიცებულია.

თუ პასტის შემადგენლობას გადახედავთ, მიხვდებით, რომ ეს ნამდვილი ვიტამინების „ბომბაა“. შესაძლოა ამოსოვი ამ ნარევის შემქმნელი ან ავტორი არაა, მაგრამ მისი წყალობით კიდევ უფრო ცნობილი გახდა. პასტაში შედის სასარგებლო ჩირები, თაფლი და კაკალი. თითოეული ინგრედიენტი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა.

ამოსოვის პასტა განსაკუთრებულია, რადგან არა მხოლოდ იმუნიტეტს აძლიერებს, არამედ გულსა და სისხლძარღვებზე დადებით გავლენას ახდენს. მის მიღებას გულზე ოპერაციის გაკეთების შემდეგ ტყუილად არ ურჩევენ.

პასტა ბავშვებშიც ინიშნება, ოღონდ დოზირების დაცვით. ამოსოვის პასტის სარგებელი ბევრმა უკვე დააფასა. რაც მთავარია, მის მომზადებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

პასტა ჩირების ნარევისგან მზადდება. ქიშმიში, შავქლიავი, გარგარის ჩირი ან ლეღვი შეგიძლიათ აურიოთ. თქვენი გემოვნების მიხედვით აირჩიეთ. პასტას კაკალსაც უმატებენ. ყველაზე ხშირად ნიგოზს იყენებენ, მაგრამ შეგიძლიათ ფანტაზია გამოიჩინოთ. მაგალითად, ზოგი კედრის კაკალს იყენებს.

Vivien გიზიარებთ ამოსოვის პასტის რეცეპტს, რომლის დახმარებით იმუნიტეტის აღდგენას შეძლებთ და გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებას თავიდან აიცილებთ.

ამოსოვის პასტა იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ინგრედიენტები:

  • 200 გრ გარგარის ჩირი
  • 200 გრ მუქი ქიშმიში
  • 200 გრ ლეღვი
  • 200 გრ თაფლი
  • 200 გრ ნიგოზი
  • 1 (საშუალო ზომის) ლიმონი

სასურველია, ლიმონი ქერქიანად გამოიყენოთ. კაკალი, ლიმონი და ჩირი ფაფის მსგავსი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ. შემდეგ თაფლი დაუმატეთ. ამოსოვის პასტა მაცივარში შეინახეთ.

1 ს/კ ამოსოვის პასტა დღეში 3–ჯერ, უზმოზე ან დაუყონებლივ ჭამის შემდეგ მიიღეთ. უკუჩვენებები არ აქვს. გამონაკლისია ინგრედიენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს